წელი: 2025

Home 2025
სადაც ქოჩორა იქაც ზურიკო?
ჩანაწერი

სადაც ქოჩორა იქაც ზურიკო?

ფრანგული მედიის შეფასებით საქართველოს ნაკრების შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა გასული სეზონი ლიგა 1-ში ღირსეულად ჩაატარა და არ არის გასაკვირი, რომ ის ლიგა 2-ში გავარდნილი „სენტ ეტიენის’’ სატრანსფერო ისტორიების გმირია. დიდი შანსია, რომ ქართველმა ამ ზაფხულს „სტაფანუა’’ დატოვოს. მისი და ლუკა სტასენის შეძენით სხვადასხვა კლუბია დაინტერესებული. კვირას პორტუგალიურ მედიაში გავრცელდა ხმა, რომ 24 წლის ფეხბურთელის შეძენა ლისაბონის...

როგორ დასჯიან ლუის ენრიკეს?
ჩანაწერი

როგორ დასჯიან ლუის ენრიკეს?

არ ცხრება დისკუსია „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელის ლუის ენრიკეს ირგვლივ. 13 ივლისს, ნიუ იორკის MetLife Stadium-ზე, კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში „ჩელსისთან’’ 0:3 წაგების შემდეგ, მან ლონდონელთა ბრაზილიელ თავდამსხმელს, 23 წლის ჟოაო პედროს ხელი გაარტყა. როგორ დასჯიან ესპანელს? ფიფას ჯერ არ გადაუწყვეტია რას გააკეთებს. ერთი ფაქტია, ლუის ენრიკეს წითელი ბარათი არ მიუღია ანუ ყველაფერი თავიდან ბოლომდე სადისციპლინო კომიტეტის...

ლომინაძეც პორტუგალიაში
ჩანაწერი

ლომინაძეც პორტუგალიაში

პორტუგალიურმა საფეხბურთო კლუბმა „ეშტორილმა“ თბილისის „დინამოდან“ ნოდარ ლომინაძის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2029 წლამდე გაფორმდა – ლომინაძე „ეშტორილში“ 66-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „აქ ჩამოსვლისას ჩემზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება გულშემატკივრების გულთბილმა დამოკიდებულებამ მოახდინა. მოხარული ვარ, რომ „ეშტორილში“ თამაშის შესაძლებლობა მომეცემა“, – განაცხადა პორტუგალიური კლუბის ქართველმა ახალწვეულმა.  

საქართველოზე პატარა ესპანეთი
ჩანაწერი

საქართველოზე პატარა ესპანეთი

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 19 ივლისს „მსოფლიო რაგბის“ ჩემპიონატის მე-9 ადგილისთვის პლეი-ოფის ფინალში ითამაშებს. ორშაბათს პატარა ბორჯღალოსნები აღნიშნული სტადიის ნახევარფინალში ესპანელებს დაუპირისპირდნენ და დიდი სხვაობითაც დაამარცხეს – 43:12. ლადო კილასონიას ყოჩაღმა ბიჭებმა მეტოქეს 7 ლელო გაუტანეს, რომელთაგან სამი საკუთარ ანგარიშზე მიხეილ შიოშვილმა ჩაიწერა. „ტულონის“ ზორბა 8 ნომერი მთელი ტურნირის განმავლობაში გამოირჩევა თანაგუნდელებს შორის, მისი ფიზიკური მონაცემები...

ცივი
ჩანაწერი

ცივი

2012 წელს „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაიმარჯვა – ეს ერთადერთი შემთხვევა იყო ევროპული გუნდის შემთხვევაში ბოლო 19 წლის განმავლობაში. ლონდონელები შემდეგ მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ „კორინთიანსთან“. ცხრა წლის თავზე, ინგლისურმა ბობოლამ ისევ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატზე კი „პალმეირასთან“ ისევ გაუჭირდა, დამატებით დროში ჰავერცის პენალტის წყალობით გაიმარჯვა. მით უფრო გასაკვირია, რომ...

პირველის პირველი
ჩანაწერი

პირველის პირველი

„უიმბლდონის“ წლევანდელი გამარჯვებული იანიკ სინერია. იტალიელმა ჩოგბურთელმა სატიტულო ბრძოლაში ესპანელი კარლოს ალკარასი ოთხ სეტში დაამარცხა – 4:6; 6:4; 6:4; 6:4. პირველმა ჩოგანმა ლონდონის კორტებზე პირველად მოიგო. „უიმბლდონის“ ფინალის წყვილები ზუსტად ისე დალაგდა, როგორც ეს რამდენიმე კვირის წინ „როლან გაროსზე“ მოხდა. თუმცა, ის სიგჟეები, რაც მაშინ ალკარასმა აკეთა, ახლა მხოლოდ პირველ სეტში ეყო. ესპანელმა, რომელიც თავიდან...

ლუის ენრიკე: ვიღაცები გამომწვევად იქცეოდნენ
ჩანაწერი

ლუის ენრიკე: ვიღაცები გამომწვევად იქცეოდნენ

ლუის ენრიკეს შვებულებაში გასვლის წინ ნამდვილად არ აწყობდა გულშემატკივარს ასე რომ დამახსოვრებოდა. სამწუხაროდ, კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დამთავრების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელი შარში გაეხვა: მან განრისხებული გამომეტყველებით „ჩელსის’’ ბრაზილიელ თავდამსხმელ ჟოაო პედროს სახეში გაარტყა. ეს არ იყო ძლიერი დარტყმა, მაგრამ 3:0 დამთავრებული შეხვედრის მესამე გოლის ავტორი წაიქცა, რითაც ეპიზოდს უთუოდ შეჰმატა დრამატიზმი. მწვრთნელს პრესნელ...

პარიზმა წააგო, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა
ჩანაწერი

პარიზმა წააგო, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა

„პარიზიენი’’ წერს: „პარი სენ ჟერმენი’’ გალაქტიკის მცველი ვერ გახდა. ის ადამიანთა გუნდად დარჩა, მაგრამ ღრუბელზე შეინარჩუნა ადგილი ― ჩემპიონთა ლიგის 2025 წლის გამარჯვებულია, რაც მთავარ მოვლენად რჩება. გუნდმა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ყველა პარამეტრით წააგო. ის თავად ჩააგდეს ისეთ საცოდავ დღეში, როგორშიც 31 მაისიდან, „ინტერთან’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 5:0 გამარჯვების იმერე თვითონ აგდებდა მოწინააღმდეგეებს. ბოლოს,...

პალმერის დაგეგმილი გოლები და ლუის ენრიკეს ალიყური
ჩანაწერი

პალმერის დაგეგმილი გოლები და ლუის ენრიკეს ალიყური

„ლუის ენრიკემ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჟოაო პედროს სილა გააწნა, რითაც მასობრივი ჩხუბი გამოიწვია’’, – წერს ინგლისური „სანი’’, რომლის საიტზეც ჩხუბის ამბავი საკუთრივ თამაშის მიმოხილვაზე მაღლა ჰქონდათ გამოტანილი. ინგლისური ტაბოლიდი ამბობს, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა მატჩის 0:3 წაგების შემდეგ თავი დაკარგა და „ჩელსის’’ ახალ ვარსკვლავს თავს დაესხა. ჟოაო პედრომ პარიზელთა კარში მესამე გოლი შეაგდო,...

მამარდაშვილის დებიუტი ლივერულში
ჩანაწერი

მამარდაშვილის დებიუტი ლივერულში

„ლივერპულმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი გამართა „პრესტონთან“, სადაც გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა – საქართველოს ნაკრების მეკარე სასტარტო შემადგენლობაში იყო. ერთ ეპიზოდში მისი გადაცემის შემდეგ კიეზა „პრესტონის“ მეკარესთან პირპისპირ აღმოჩნდა, მაგრამ იტალიელმა თავდამსმელმა გატანა ვერ შეძლო. პირველი ტაიმის მერე მწვრთნელმა არნე სლოტმა მთელი შემადგენლობა შეცვალა თავის გამოჩენის შესაძლებლობა სხვა ფეხბურთელებს მისცა.