წელი: 2025

Home 2025
ნახევარფინალი ესპანეთთან
ჩანაწერი

ნახევარფინალი ესპანეთთან

უმცროსი ბორჯღალოსნების იტალიური თავგადასავალი ვერონის გარეუბან ვილაფრანკაში მდებარე ციცქნა სტადიონ „პაიანინი სენტერზე“ გაგრძელდება. ორშაბათს, 17:30-ზე დაიწყება საქართველოსა და ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრებების ნახევარფინალური მატჩი, რომლის გამარჯვებულიც მე-9 ადგილისთვის ფინალში ირლანდიასა და შოტლანდიას შორის უძლიერესს, ხოლო წაგებული, შესაბამისად, ხსენებულ წყვილში დამარცხებულს დაუპირისპირდება. ესპანეთის ნაკრები 20 წლამდე ასაკის მსოფლიო ჩემპიონატში მეორედ მონაწილეობს და მიმდინარე პირველობაზე „პატარა ლომებმა“ სამივე...

დე ლაურენტისის ანტიიტალიური იდეები
ჩანაწერი

დე ლაურენტისის ანტიიტალიური იდეები

„ნაპოლისა’’ და „გალათასარაის’’ შორის ვაჭრობა დასასრულს უახლოვდება. ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც „სტადიო მარადონაზე’’ თამაშის დროს ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო პარტნიორი იყო და მის ტყუპისცალსაც კი ეძახდნენ როგორც ჩანს სტამბოლში დარჩება. ფორვარდს ნათქვამი ჰქონდა, რომ კარიერის გაგრძელება თურქეთში უნდოდა, სადაც მან უკვე მიაღწია წარმატებას, ქვეყნის ჩემპიონი გახდა. Calciomercato მოლაპარაკებების დეტალებზე წერს. ის ხაზს უსვამს, თუ რა...

ლუის ენრიკე: ვარსკვლავი არასდროს ვყოფილვარ
ჩანაწერი

ლუის ენრიკე: ვარსკვლავი არასდროს ვყოფილვარ

დღეს ნიუ იორკის MetLife Stadium-ზე კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალია. ერთმანეთს ხვდებიან „პარი სენ ჟერმენი’’ და „ჩელსი’’. შეხვედრის წინა დღეს პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენცია გამართა. ახლა ბევრს ლაპარაკობენ თქვენი ფეხბურთელების შესახებ. ხომ ვერ გვეტყვით, როგორ განწყობაზე არიან ისინი ფინალის წინ? არც კი ვიცი რა გიპასუხოთ. სეზონის ბოლო თამაშს მგონი ჩინებული განწყობით ვხვდებით. ძალიან კარგი წელიწადი...

შვიონტეკმა სათქმელი არ დაგვიტოვა
ჩანაწერი

შვიონტეკმა სათქმელი არ დაგვიტოვა

„უიმბლდონზე“, ერთეულთა თანრიგში პირველი გამარჯვებული გვყავს – იგა შვიონტეკი. პოლონელმა ჩოგბურთელმა ამერიკელ ამანდა ანისიმოვას შანსი არ დაუტოვა და 6:0; 6:0 გაანადგურა. შვიონტეკმა არც ჩვენ დაგვიტოვა სათქმელი. ან რა უნდა დავწეროთ? მხოლოდ ის, რომ მატჩმა 58 წუთს გასტანა… პოლონელს აქამდე ხუთი დიდი სლემის ტურნირი ჰქონდა მოგებული, მაგრამ „უიმბლდონზე“ არასდროს ემარჯვა. დღეს „უიმბლდონზე“ გამარჯვება კი, წლეულს შვიონტეკის...

ლოჩოშვილი კლოზესთნ…
ჩანაწერი

ლოჩოშვილი კლოზესთნ…

საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგელ „ნიურნბერგში“ გააგრძელებს. ლოჩოშვილი გერმანიაში იტალიიდან გადვიდა, სადაც ბოლოს იჯარით „სალერნიტანაში“ თამშობდა. მანამდე კი „კრემონეზეს“ ღირსებას იცავდა. ლუკა ლოჩოშვილი ნიურნბერგში 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გეტყვით, რომ „ნიურნბერგის“ მწვრთნელი გერმანიის ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი მიროსლავ კლოზეა, „ნიურნბერგი“ მიზნად ბუნდესლიგაში დაბრუნებას ისახავს. წინა სეზონი მეორე ბუინდესლიგაში გუნდმა მე-10 ადგილზე დააასრულა. ლუკა...

ფრანგულის ინგლისური გამეორება
ჩანაწერი

ფრანგულის ინგლისური გამეორება

„უიმბლდონზე“ ფინალისტები ვაჟთა შორისაც გაირკვა. ბოლო ორი წლის გამარჯვებული კარლოს ალკარასი ტიტულის დაცვას რეიტინგის პირველ ნომერ იანიკ სინერთან შეეცდება. შეგახსენებთ, ამ ჩოგბურთელებმა ცოტა ხნის წინ „როლან გაროსის“ ფინალიც ითამაშეს და იქ გამარჯვებული ესპანელი დარჩა. 2008 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ერთ სეზონში „როლან გაროსისა“ და „უიმბლდონის“ ფინალებში ერთი და იგივე ჩოგბურთელები  ითამაშებენ. ნახევარფინალში...

რეპეტიცია მსოფლიო ჩემპიონისთვის
ჩანაწერი

რეპეტიცია მსოფლიო ჩემპიონისთვის

ბორჯღალოსნებმა სამხრეთაფრიკულ ბლუმფონტეინში, ლეგენდარულ „ფრი სთეით სთედიუმზე“, რომლის დღევანდელი, სპონსორული სახელწოდება „ტოიოტა სთედიუმია“, მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრამდე გენერალური რეპეტიცია გაიარეს. ადგილობრივი ფრენჩაიზი „ჩიტასი“, რაც აფრიკაანსიდან ითარგმნება როგორც „გეპარდები“, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 24:20 აჯობა და ისე იზეიმა, თითქოს ქარის თასი ან სუპერ რაგბი მოეგო. პირველ ტაიმში აფრიკელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ეს ლოგიკურიც იყო – ბორჯღალოსნებს ხომ...

ჩხუბი იამალის მამას დაუწყია
ჩანაწერი

ჩხუბი იამალის მამას დაუწყია

ლამინ იამალის მამა მუნირ ნასრაუი დაახლოებით ერთი წლის წინ ბარსელონასთან ახლოს ქალაქ მატაროში დაჭრეს. მუნირ ნასრაუი იქ ცხოვრობს. მაშინ მას ბადალონას საავადმყოფოში უმკურნალეს. და აი, გუშინ, პარასკევს, ესპანურ პრესაში, კერძოს „ქრონიკა გლობალში’’ დაიწერა, რომ სასამართლოზე ვითარება შეიცვალა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთსო ფეხბურთელის მამა დაზარალებულიდან შეიძლება თავადაც ეჭვმიტანილად გადაიქცეს. ინციდენტი  2024 წლის 18 ივნისს საღამოს 8...

შონზ ელისეზე ხალხმრავლობის ეშინიათ
ჩანაწერი

შონზ ელისეზე ხალხმრავლობის ეშინიათ

კვირა საღამოს პარიზის ყველაზე ცნობილ ქუჩაზე, შონზ ელისეზე ზეიმი არ გაიმართება! ოფიციალური პირები საამისო სანქციას არ გასცემენ. ცხადია ლაპარაკია იმ შემთხვევაზე თუ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში „პარი სენ ჟერმენი’’ „ჩელსის’’ მოუგებს და თასს დაეუფლება. ამის შესახებ მკაცრად და გასაგებად ილაპარაკა საფრანგეთის პოლიციის შეფმა ლორან ნუნიესმა. RTL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეფექტმა დააზუსტა, რომ ყველა მიმდებარე მეტროს სადგური...

დინამო ადასტურებს…
ჩანაწერი

დინამო ადასტურებს…

„დინამოს“ კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს – ფეხბურთელის „ქარაგუმრუქში“ ტრანსფერი თბილისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. „ჩვენი გუნდის კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქულ „ქარაგუმრუქში“ გააგრძელებს. მხარეები ერთწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ. თურქულ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება. წარმატებას გისურვებთ, ნიკა“, – წერია კლუბის განცხადებაში. 21 წლის მცველი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. მთავარ გუნდში 2022 წელს გადაიყვანეს სადებიუტო შეხვედრა კი...