გიორგი წიტაიშვილი გიორგი მიქაუტაძის ყოფილ კლუბში, „მეცში“ ითამაშებს – საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდმა ქართველი ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა. „მეცმა“ კონტრაქტი გააფორმა გიორგი წიტაიშვილთან, რომელიც გუნდს კიევის „დინამოდან“ შეუერთდება. წიტაიშვილს უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს და ფრანგულ კლუბში იჯარით ითამაშებს. ის გიორგი მიქაუტაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს გუნდში ჩაირიცხა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გასული...
წელი: 2025
შვიდიდან ოთხი დარჩა
ბათუმში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს თასზე მეორე რაუნდი გაიმართა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას შვიდიდან ოთხი ქართველი აგრძელებს. ნანა ძაგნიძემ რუს დარია ჩაროჩკინას ორივე კლასიკურ პარტიაში და 2:0 გაიმარჯვა. ძაგნიძეს შემდეგ რაუნდში სერიოზული მეტოქე ჰყავს – ასევე რუსი ვალენტინა გუნინა. ლელა ჯავახიშვილმა აზერბაიჯანელ ულვია ფატალიევას პირველი პარტია თეთრებით მოუგო, მეორეში კი შავი ფიგურებით დაუზავდა – 1.5:0.5 და...
ვენგერი კლოპს არ ეთანხმება
იურგენ კლოპის უარყოფითი დამოკიდებულება კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატისადმი ყველას კარგად მოეხსენება. „ეს არის ყველაზე ცუდი იდეა, რომლისთვისაც ოდესმე ხორცი შეუსხამთ’’, ― თქვა გერმანელმა. ფრანგმა არსენ ვენგერმა კი კლოპის საპირისპიროდ განაცხადა, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი არის შეჯიბრება, რომელსაც მხარს უჭერს ყველა, ვინც მასში მონაწილეობა მიიღო: კლუბი, ფეხბურთელი თუ მწვრთნელი. „არსენალის’’ ლეგენდარულ თავკაცს კლოპის შეხედულების კომენტირება სთხოვეს. მან...
კოლინა სიახლეებით კმაყოფილია
ყოფილმა მსაჯმა, ფიფას მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარემ პიერლუიჯი კოლინამ თქვა, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დანერგილი ახალი წესებით კმაყოფილია. ლაპარაკია სხეულზე დამაგრებულ კამერებზე, ნახევრადავტომატურ ტექნოლოგიებსა და მეკარეთათვის დროის გაყვანის შეზღუდვაზე. აღსანიშნავია, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი პირველი შეჯიბრებაა, სადაც სხეულზე დამაგრებული კამერები გამოცადეს. „კამერების ეფექტმა მოლოდინს გადააჭარბა. ველოდით, რომ მაყურებლისთვის ეს რაკურსი საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ასეთი გამოხმაურება თუ...
ყველაზე დიდ გაურკვევლობაში მიქაუტაძეა
„ლიონი’’ ახალ სეზონს ელოდება: ლიგა 2-ში დაქვეითებას გადარჩენილი „გონები’’ 17 აგვისტოს ლიგა 1-ის ახალ სეზონს იწყებენ. მათ პირველი შეხვედრა სტუმრად აქვთ „ლანსთან’’. და მაინც, ჟორჟ მიქაუტაძის მშობლიური ქალაქის კლუბი ტურბულენტურობის ზონიდან არ გამოსულა. ამერიკელი ჯონ ტექსტორის შეცდომებით აღსავსე ორწლიანი მმართველობა უკვალოდ ვერ ჩააივლიდა. მართალია, ლიონელთა გერმანელი სპორტული დირექტორი მიხაელ გერლინგერი ცდილობს ტაქტიანად ილაპარაკოს, მაგრამ როგორც...
დილა მოგებით მოდის…
გორის „დილამ“ კონფერენციის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის „რასინგი“ სრუმრად 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. პირველი ტაიმში 0:0-ის შემდეგ, ანგარიში „რასინგმა“ გახსნა, მაგრამ „დილას“ ფეხბურთელებმა იბრძოლეს, ბრძოლას კი შედეგიც მოჰყვა – დარჩენილ დროში ორი გოლი გაიტანეს (ანდრონიკაშვილი, ედუძი) და საპასუხო მატჩისთვის სოლიდური ჰანდიკაპი მიიღეს. საპასუხო შეხვედრას „დილა“ „რასინგთან“ 17 ივლისს გორის...
შვიდგოლიანი ორი დუბლით
უეფა-ს კონფერენციის ლიგაში ქუთაისის „ტორპედომ“ ყაზახურ „ორდაბასს“ უმასპინძლა და 4:3 მოიგო. ანგარიში ქუთაისლებმა გახსნეს, მაგრამ სტუმრებს სულ რაღაც 5 წუთი დასჭირდათ წინ გასასვლელად – მასპინძლებს გოლი ლუკა იმნაძემ გაუტანა. პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში სიმიჩმა გაათანაბრა და ტაიმი 2:2 დასრულდა. ქუთათურებმა თამაში იონსენისა და სიმიჩის დუბლებით მოიგეს – ისევე როგორც პირველი ტაიმში, სიმიჩმა გამარჯვების გოლი არბიტრის...
კალვიზანოს დრამა
ის, რაც იტალიის ქალაქ კალვიზანოს სტადიონ „სან მიკელეზე“ მოხდა, რაგბის მოყვარულებს კარგა ხნით დაამახსოვრდებათ. მართალია, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფინიშზე მასპინძელ იტალიელებს 19:19 დაუზავდა და პლეი-ოფის აუტსაიდერთა ოთხეულში ამოყო თავი, მაგრამ მატჩის მსვლელობა, სატურნირო მიზნებისთვის ბრძოლის გარემოებები და საკუთრივ ქართველთა თამაში იმდენად დაუვიწყარი გახლდათ, რომ ამ სტრიქონების წაკითხვას აჯობებს მატჩის ხილვა...
აშრაფ ჰაკიმის საჩუქარი მატჩის შემდეგ
ესპანური „მარკა’’ წერს, რომ „პარი სენ ჟერმენმა’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში „რეალს’’ ოთხი გოლი გაუტანა, მაგრამ პარიზელთა მარჯვენა მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ არანაკლებ ლამაზი გოლი მატჩის შემდეგ შეაგდო, როდესაც DAZN-ის ჟურნალისტებთან ინტერვიუსთვის მივიდა. საქმე ის არის, რომ ჟურნალისტთაგან ერთ-ერთი გახლდათ „რეალის’’ ყოფილი ვარსკვლავი და ყმაწვილთა გუნდის მწვრთნელი გუტი, რომელსაც ჰაკიმიმ თავის მაისურა აჩუქა. მაროკოელის ეს ნაბიჯი...
კვარას მწვავედაც რომ ეთამაშაო
„პარი სენ ჟერმენმა’’ მეოთხედფინალში „ბაიერნის’’ 2:0 დამარცხების შემდეგ ნახევარფინალში „რეალს’’ 4:0 მოუგო და ეს ძალიან ადვილად გააკეთა. ლუის ენრიკეს ლაშქარი ფინალში „ჩელსის’’ ხვდება. თუ გაიმარჯვებს სეზონის ბოლო, მეხუთე ტიტულსაც მოიპოვებს. პარიზელებმა პირველი ტაიმი ჩინებულად ჩაატარეს, „რეალზე’’ ზეწოლა განახორციელეს და ათ წუთში მთელს მსოფლიოს ცხადად აჩვენეს, თუ რით, როგორ სჯობიან ყველას 2025 წელს. ჯერ იყო და...









