Breaking News

ცივი

2012 წელს „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაიმარჯვა – ეს ერთადერთი შემთხვევა იყო ევროპული გუნდის შემთხვევაში ბოლო 19 წლის განმავლობაში. ლონდონელები შემდეგ მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ „კორინთიანსთან“. ცხრა წლის თავზე, ინგლისურმა ბობოლამ ისევ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატზე კი „პალმეირასთან“ ისევ გაუჭირდა, დამატებით დროში ჰავერცის პენალტის წყალობით გაიმარჯვა.

Palmer double fires Chelsea past PSG to Club World Cup glory | RNZ News

მით უფრო გასაკვირია, რომ გაცილებით სუსტმა „ჩელსიმ“ ასე დამაჯერებლად იმარჯვა უფრო კონკურენტუნარიანი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში, რომელშიც მეტოქეები არა ბრაზილიელები, არამედ ფანტასტიკური პსჟ გახლდათ. გუნდი, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევენ. 0:3 ფრანგებისთვის უმცირესი შანსის გარეშე – სენსაციური შედეგი, რომლის მთავარი შემოქმედი კოულ პალმერი იყო.

ინგლისელი, როგორც წესი, დიდი მატჩების მოთამაშეა. ის კონფერენციის ლიგის ფინალისა და ევროპის სუპერთასის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ახალგაზრდულ და ევროპის ჩემპიონატების ფინალებში გაიტანა, პრემიერლიგის დიდი ექვსეულის წარმომადგენლებთან მატჩებში 11+4 ქულა დააგროვა. ახლა კი მან მსოფლიოს საუკეთესო გუნდი 21 წუთში დუბლითა და საგოლე გადაცემით გაანადგურა, რის შემდეგაც ტურნირის „ოქროს ბურთი“ მიიღო, რომელიც აქამდე ბრიტანელებს შორის მხოლოდ უეინ რუნის ქჰონდა. 23 წლის ფეხბურთელისთვის გასაოცარი მიღწევების თაიგული.

Chelsea Beats PSG 3-0: Club World Cup Champions!

ფინალები ხშირად უინტერესოა გართობის თვალსაზრისით. შეცდომის ფასი ძალიან მაღალია – არ გინდა, რომ თასისკენ მიმავალ გზაზე გაწეული ძალისხმევა ერთი შეცდომით გადახაზო. ეს მასშტაბური პიროვნებების, ნამდვილი ლიდერების დროა. პალმერი ყოველთვის ასეთი იყო, რადგან ის თავის დროზე „სიტის“ 18-წლამდელთა გუნდს კაპიტნობდა.

სიმშვიდე, თავდაჯერებულობა და ნერვიულობის აბსოლუტური ნაკლებობა კოულის კონკურენტული უპირატესობაა სხვა შემტევ სუპერვარსკვლავებთან შედარებით. შეხედეთ მის გოლებს დონარუმას კარში. თითქოს თვალწინ ვარჯიშს უყურებთო. ძალიან მარტივად და გარკვეულწილად დამცინავად, პალმერმა მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში შეაგდო – ორი თითქმის იდენტური დარტყმა. მეორე დარტყმამდე კი მან ვიტინია და ბერალდო ყალბი მოძრაობებით მთლიანად დაამცირა.

პალმერის გონებრივი ძალა და ფსიქოლოგიური სიმტკიცე შეიძლება „ჩელსისთვის“ ნათელი მომავლის საფუძველი გახდეს. წინა ორ სეზონში გუნდის წარმატება ნახევარმცველზე იყო დამოკიდებული, თუ არა 100 პროცენტით, მაშინ ნამდვილად სადღაც ამ რიცხვთან ახლოს. ბოლო დროს, ფეხბურთელმა მოუკლო, მას დიდი ხნის განმავლობაში არ გაუტანია – სამნახევარი თვე. და მაინც, მას გადამწყვეტი გავლენა ჰქონდა ლონდონელების თამაშზე, რომლებმაც საბოლოოდ ოთხეულში ადგილი დაიკავეს.

Palmer dazzles as underdogs Chelsea stun PSG to lift Club World Cup | Daily Sabah

რა თქმა უნდა, მარესკას კოულის კონტექსტში რაღაც უნდა გადაეწყვიტა. ფეხბურთელის კოლოსალური ეფექტურობის მიუხედავად, მას კიდევ უფრო მეტი სარგებელი სურდა, რადგან ყველას ესმის, რომ ინგლისელის ჭერი ჰორიზონტზე არც კი ჩანს. როგორც ჩანს, მწვრთნელმა სასურველ სქემას მიაგნო: „პალმერისთვის ისეთი პოზიცია ვიპოვეთ, სადაც მას შეტევისთვის სივრცე ექნებოდა“, – თქვა ენცომ პსჟ-ს დამარცხების შემდეგ.

„ჩელსი“ ნელ-ნელა სტაბილიზაციას განიცდის. სწორედ პალმერს ენიჭება მოედანზე მთავარი ფიგურის სტატუსი დიდი ხნის განმავლობაში. დამსახურებულადაც. ბუნებრივი ნიჭის, უმაღლესი საფეხბურთო ინტელექტისა და სპორტისთვის იდეალური ნერვული სისტემის უნიკალური კომბინაცია ლიდერის ნიმუშს ქმნის. ასეთი ოსტატის გარშემო ამბიციური გუნდის აშენება შესაძლებელია და ასეც უნდა მოხდეს.

უცნობია, რა გეგმები აქვს კოულს კარიერასთან დაკავშირებით, მაგრამ მას შეუძლია ტოპ კლუბის ლიდერობა. ცივი (მეტსახელი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია) ამერიკული სიცხის დროსაც კი ცივი რჩება და პარადოქსულად აღვივებს ემოციებს მის გარშემო ყველაში.

Chelsea Vs PSG, FIFA Club World Cup 2025 Final: Cole Palmer Double Seals Big Win For Blues – In Pics | Outlook India

სოლომონ გულისაშვილი

სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.