პორტუგალიურმა საფეხბურთო კლუბმა „ეშტორილმა“ თბილისის „დინამოდან“ ნოდარ ლომინაძის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2029 წლამდე გაფორმდა – ლომინაძე „ეშტორილში“ 66-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„აქ ჩამოსვლისას ჩემზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება გულშემატკივრების გულთბილმა დამოკიდებულებამ მოახდინა. მოხარული ვარ, რომ „ეშტორილში“ თამაშის შესაძლებლობა მომეცემა“, – განაცხადა პორტუგალიური კლუბის ქართველმა ახალწვეულმა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
