პორტუგალიურმა საფეხბურთო კლუბმა „ეშტორილმა“ თბილისის „დინამოდან“ ნოდარ ლომინაძის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2029 წლამდე გაფორმდა – ლომინაძე „ეშტორილში“ 66-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „აქ ჩამოსვლისას ჩემზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება გულშემატკივრების გულთბილმა დამოკიდებულებამ მოახდინა. მოხარული ვარ, რომ „ეშტორილში“ თამაშის შესაძლებლობა მომეცემა“, – განაცხადა პორტუგალიური კლუბის ქართველმა ახალწვეულმა.
