წელი: 2025

Home 2025
ზურიკოს ფრონტზე ცვლილებები არაა
ჩანაწერი

ზურიკოს ფრონტზე ცვლილებები არაა

„სენტ ეტიენს’’ ხვალ „ბულონთან’’ სტუმრად აქვს საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრა. მანამდე კი ფრანგული პრესა „მწვანეების’’ კლუბში შექმნილ ვითარებას შეგვახსენებს, სადაც ყველაზე რთულად კვლავ ზურიკო დავითაშვილისა და ლუკა სტასენის საქმეა. სატრანსფერო ბაზრის გახსნის დღიდან „სენტ ეტიენმა’’ 25 მილიონი ევრო დახარჯა. კლუბის ამოცანა ლიგა 1-ში დაუყოვნებლივი დაბრუნებაა. საყოველთაო აზრით ერიკ ჰორნელანდს საფრანგეთის მეორე ლიგაში ყველაზე...

დღეს ხვიჩამ წესით უნდა ითამაშოს
ჩანაწერი

დღეს ხვიჩამ წესით უნდა ითამაშოს

დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენს’’ საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი ელის „ანჟესთან’’. „პარიზიენი’’ ცდილობს მის ხელთ არსებული ინფორმაციისა და ანალიზის შედეგად გამოიცნოს, თუ რა შემადგენლობას ათამაშებს ამ შეხვედრაში ლუის ენრიკე. გაზეთი იხსენებს, რომ პირველ ტურში ნანტში ესპანელმა მწვრთნელმა დაასვენა აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, ვილიან პაჩო, ნუნუ მენდეში, დეზირე დუე, ხვიჩა კვარაცხელია და ოსმან დემბელე ―...

ის რა ჩხუბია, რომელშიც ცხვირი არავის გაუტყდებაო
ჩანაწერი

ის რა ჩხუბია, რომელშიც ცხვირი არავის გაუტყდებაო

ორიოდ დღის წინ, ადრიან რაბიოს „მარსელიდან’’ გაგდების შემდეგ ფრანგული კლუბის ესპანელმა პრეზიდენტმა პაბლო ლონგორიამ დიპლომატიური ფრაზების ძებნით თავი არ შეიწუხა. მან პირდაპირ თქვა, რომ ის რაც „რენთან” 0:1 წაგების შემდეგ გასახდელში მოხდა გაუგონარი, აგრესიული, სასტიკი და ზღვარგადასული საქციელი იყო. ლაპარაკია ვეტერანი ნახევარმცველის ჩხუბზე ინგლისელ თანაგუნდელ ჯონათან როუსთან. გუშინ ლუქსემბურგში მდებარე მაუწყებლის RTL-ის ჟურნალისტი დაუკავშირდა რაბიოს...

ორი ქართველის ორი მარცხი…
ჩანაწერი

ორი ქართველის ორი მარცხი…

ამერიკის ღია პირველობას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა და ორივე ქართველი ჩოგბურთელი ტურნირს დაემშვიდობა. ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიელ მარკ-ანდრეა ჰუესლერს გაეჯიბრა და 6:7; 5:7 დამარცხდა. პირველ სეტში ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკი გაცვალეს, ტაი ბრეიკზე კი შვეიცარიელი უკეთესი იყო. თანაბარი ბრძოლა მიდიოდა მეორე სეტში, მაგრამ მანამდე, სანამ ანგარიში 5:5 იყო. შემდეგ ისევ ჰუესლერმა იყოჩაღა, ზედიზედ ორი გემი და...

უჯიკეთ ჯიკიჩს
ჩანაწერი

უჯიკეთ ჯიკიჩს

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა და ჩეხებთან 87:100 დამარცხდა. მოსამზადებელ ეტაპზე ეს ჩვენი გუნდის ზედიზედ მეექვსე მარცხია, რაც ცოტა არ იყოს გვაშინებს. გვაფიქრებს მთავარი მწვრთნელის, ალეკსანდარ ჯიკიჩის საქმიანობაც. თითქოსდა კვალიფიური მწვრთნელის ხელში თამაში მაგრად გვიჭირს – განსაკუთრებით დაცვაში, სადაც ძალიან ბევრ ქულას ვიღებთ. განსაკუთრებით ცუდად გამოვიყურებით პერიმეტრზე და ჩვენი მეტოქეები ძალიან...

ელმასი ნაპოლისკენ მიიწევს
ჩანაწერი

ელმასი ნაპოლისკენ მიიწევს

რამდენიმეკვირიანი ჩიხში ყოფნის შემდეგ, „ნაპოლიმ’’ გადაწყვიტა პრაქტიკული ნაბიჯი გადადგას და „ლაიფციგიდან’’ მაკედონიელი გარემარბი ელიფ ელმასი დაიბრუნოს. Matteo Moretto-ს ცნობით ნეაპოლელებმა „ჟირონასგან’’ 24 წლის მიგელ გუტიერესის ყიდვის შემდეგ გერმანულ კლუბს ელმასის თაობაზე ოფიციალურად მიმართეს. ჯერჯერობით იჯარაზეა ლაპარაკი. მხარეები განიხილავენ 1.5 მილიონ ევროიან გარიგებას, რომელიც წარმატების შემთხვევაში 11.5 მილიონიან გამოსყიდვაში გადაიზრდება. „ნაპოლის’’ გარდა ელმასი განიხილავდა „ტორინოში’’ გადაბარგებასაც,...

მანჩესტერული ცარცის წრე
ჩანაწერი

მანჩესტერული ცარცის წრე

მოგეხსენებათ, „პარი სენ ჟერმენმა’’ იტალიელ ჯანლუიჯი დონარუმასთან დამშვიდობება გადაწყვიტა. მეკარეს, რომელიც გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო, მოკლე ხანში მომხდართან შეგუება და იმავდროულად ახალი კლუბის ძებნა მოუხდა. ეს პროცესი ახლაც გრძელდება. პირველი დღიდან მოყოლებული დონარუმას სახელს ყველაზე მეტად ინგლისურ კლუბებთან აკავშირებდნენ. იწერებოდა, რომ მისი მახასიათებლების მქონე გოლკიპერი ყველაზე მეტად „მანჩესტერ სიტის’’ სჭირდება, მაგრამ,...

სალაჰი მესამედ!
ჩანაწერი

სალაჰი მესამედ!

მოჰამედ სალაჰი ინგლისში მესამედ დაასახელეს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად, რაც რეკორდია. ჯილდო მას სამშაბათს მანჩესტერში გადასცეს, სადაც ცერემონიალს უამრავი ვარსკვლავი ესწრებოდა. ლივერპულელთა სასიხარულოდ, მათი გუნდის ბევრი ფეხბურთელი მოხვდა სეზონის საუკეთესო სიმბოლურ გუნდშიც. სალაჰს ეს ინდივიდუალური ტიტული 2018 და 2022 წლებშიც ჰქონდა მოგებული. მან გასულ, საჩემპიონო სეზონში, პრემიერლიგის 38 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა...

ნუთუ მარსელში ჩხუბი დადგმული იყო?
ჩანაწერი

ნუთუ მარსელში ჩხუბი დადგმული იყო?

ადრიენ რაბიოს „მარსელში’’ კარისკენ მიუთითეს. ეს მოხდა საკმაოდ მკაცრი ფორმით, მას მერე, რაც ფრანგმა ვარსკვლავმა პარასკევ საღამოს, „რენთან’’ თამაშის შემდეგ, გასახდელში თანაგუნდელ ჯონათან როუსთან იჩხუბა. თავიდან კლუბმა ფეხბურთელი დააჯარიმა და ვარჯიშიდან მოკვეთა, შემდეგ კი ტრანსფერზეც დაუყენებია. რამდენიმე კლუბს უკვე გაუგზავნია „მარსელისთვის’’ წინადადება. ელიან აქტიურობას იტალიიდან, სადაც რაბიო პოლულარულია. ფრანგული მედია წერს, რომ სასჯელი დანაშაულის კვალობაზე...

ლიონში ორი რამის ეშინიათ
ჩანაწერი

ლიონში ორი რამის ეშინიათ

ფრანგული პრესა წერს, რომ „ლიონს’’ ახალ სეზონში ჩრდილში მოუწევს დარჩენა. მიზეზი: „გონებს’’ რესურსი აღარ ჰყოფნით, თუმცა ამბიციები იცოცხლე, არ აკლიათ. პაულუ ფონსეკას ფეხბურთელები იოლად არაფერს დათმობენ. სხვა საქმეა, რომ სატრანსფერო ზაფხულის გალევას საშველი აღარ დაადგა და დაეჭვებულ გულშემატკივარს ორი ფეხბურთელის მომავალი ადარდებს: მალიკ ფოფანასი და ჟორჟ მიქაუტაძის. ბელგიელზე პრემიერლიგის გუნდებს უჭირავთ თვალი, ქართველი კი ბუნდესლიგაში...