მოჰამედ სალაჰი ინგლისში მესამედ დაასახელეს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად, რაც რეკორდია.
ჯილდო მას სამშაბათს მანჩესტერში გადასცეს, სადაც ცერემონიალს უამრავი ვარსკვლავი ესწრებოდა. ლივერპულელთა სასიხარულოდ, მათი გუნდის ბევრი ფეხბურთელი მოხვდა სეზონის საუკეთესო სიმბოლურ გუნდშიც.
სალაჰს ეს ინდივიდუალური ტიტული 2018 და 2022 წლებშიც ჰქონდა მოგებული. მან გასულ, საჩემპიონო სეზონში, პრემიერლიგის 38 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. ყველა შეჯიბრებაში ეგვიპტელმა 34 გოლი და 23 საგოლე პასი მოინაგრა.
წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ერთზე მეტჯერ მოგებული აქვთ მარკ ჰიუზს, ტიერი ანრის, კრიშტინუ რონალდუს, გარეთ ბეილს და კევინ დე ბრუინს.
საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე წარდგენილთა შორტ ლისტში იყვნენ სალაჰის არგენტინელი თანაგუნდელი ალექსის მაკალისტერი, „ნიუკასლის’’ შვედი თავდამსხმელი ალექსანდრ ისაკი, „მანჩესტერ იუნაიტედის’’ პორტუგალიელი კაპიტანი ბრუნო ფერნანდეში და ორი ინგლისელი, „ჩელსის’’ კოულ პალმერი და „არსენალის’’ დეკლან რაისი.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს „ასტონ ვილას’’ ნახევარმცველი მორგან როჯერსი.
2024/25 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა ოთხი ლივერპულელი: სალაჰი, მაკალისტერი და ჰოლანდიელები ვირჯილ ვანდაიკი და რაიან გრავენბერხი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე12/10/2026 | 09:27ვინ არ უშვებს გოლს ინგლისში?
აქეთურ-იქითური12/10/2026 | 08:26ენფილდი ყვითელმა ბანანებმა დაიპყრეს
სიახლეები12/10/2026 | 07:05სიტი გაუგებრობაშია, ლივერპული – შავ დღეში!
სიახლეები11/10/2026 | 11:58წიტას თამაში ჩაიშალა
