ფრანგული პრესა წერს, რომ „ლიონს’’ ახალ სეზონში ჩრდილში მოუწევს დარჩენა. მიზეზი: „გონებს’’ რესურსი აღარ ჰყოფნით, თუმცა ამბიციები იცოცხლე, არ აკლიათ.
პაულუ ფონსეკას ფეხბურთელები იოლად არაფერს დათმობენ. სხვა საქმეა, რომ სატრანსფერო ზაფხულის გალევას საშველი აღარ დაადგა და დაეჭვებულ გულშემატკივარს ორი ფეხბურთელის მომავალი ადარდებს: მალიკ ფოფანასი და ჟორჟ მიქაუტაძის. ბელგიელზე პრემიერლიგის გუნდებს უჭირავთ თვალი, ქართველი კი ბუნდესლიგაში უნდათ.
საქმეში ჩახედული ბელგიელი ჟურნალისტის საშა ტოვალიერის ინფორმაციით მიქაუტაძე „ფრანკფურტმა’’ მართლა შეიძლება იყიდოს, თუმცა საამისოდ ამ გუნდიდან ელი ვაი უნდა წავიდეს. ფრანკფურტელებს ლიონელის ნიჭი და უნარი ძალიან მოსწონთ.
ბუნდესლიგის გარდა მიქაუტაძის გადაბირებაზე არც საკუთრივ ლიგა 1-ში იტყოდნენ უარს. მისით „პარიზი’’ და „რენი’’ არიან დაინტერესებულები, მაგრამ ქართველს მშობლიური ქალაქის დატოვება არ უნდა. არც „ლიონს’’ ენდომება თავისი მარგალიტის გასხვისება.
ალექსანდერ ლაკაზეტის წასვლის შემდეგ „გონების’’ მთავარ ვარსკვლავად სწორედ მიქაუტაძე ითვლება. transfermarkt-ის დათვლით მისი ფასი 22 მილიონი ევროა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/10/2026 | 06:57კვარამ უფრო შავი სამუშაო შეასრულა
სიახლეები14/10/2026 | 09:44ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი – თვალის გადავლება
მთავარი ამბავი14/10/2026 | 07:39ჟორჟის გოლმა ბედი მოატრიალა
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 08:51მწვრთნელი, რომელსაც არ სურს ფეხბურთელებს დარიგებებს აძლევდეს
