წელი: 2025

Home 2025
შავი ლომი – 13:0 და 0:24
ჩანაწერი

შავი ლომი – 13:0 და 0:24

„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის 2025/2026 წლის გათამაშება მარცხით დაიწყო – „ავჭალაზე“ ხსენებული თასის ორგზის მფლობელ „მონპელიესთან“ 13:24 წააგო. ქართულმა ფრენჩაიზმა ორი სრულიად განსხვავებული ტაიმი ჩაატარა. თუკი პირველში ტრიბუნებზე საკმაოდ უხვად მისულმა მაყურებელმა დისციპლინირებული, კონცენტრირებული და კრიტიკულ სიტუაციებში გამართულად მოქმედი ქართული გუნდი იხილა, მეორეში ამ დისციპლინისა და მობილიზებისგან აღარაფერი იყო დარჩენილი. თამაშის საწყისი ნახევარი „შავმა ლომმა“...

მიქაუტაძის მესამე ესპანური…
ჩანაწერი

მიქაუტაძის მესამე ესპანური…

ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალმა“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მეორე გოლი საქართველოს ნაკრების თვდამსხმელმა, გიორგი მიქაუატაძემ გაიტანა, რომელიც 79-ე წუთზე შეცვალეს. იხილეთ ვიდეო:  

ილიას ოქრო და ორი ბრინჯაო
ჩანაწერი

ილიას ოქრო და ორი ბრინჯაო

ოქრო და ორი ბრინჯაო – ასე დაიწყო საქართველოს დელეგაციამ ტოკიოს გრად სლემი. მამაკაცთა შორის 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე ოქროსკენ მიმავალ გზას სამხრეთ კორეელი ჯუიეოპ ჰანის დაამარცხებით შეუყვა, ვისაც შემდეგ რუსები – ნიაზ ბილალოვი და მატვეი კანიკოვსკი მიაყოლა. ილია ფინალში იაპონელ დოტა არაის დაეჭიდა, წუთსა და 24 წამში იპონზე დასცა და მეოთხე ქართველი გახდა,...

კელეჰერი: მეორე მეკარეობა ძნელია
ჩანაწერი

კელეჰერი: მეორე მეკარეობა ძნელია

კუივინ კელეჰერის ამბავი ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესოა, რადგან ამ ირლანდიელი მეკარის ამბავმა შეიძლება გიორგი მამარდაშვილი გაახსენოს. კელეჰერმა „ლივერპულში’’ შვიდი წელიწადი გაატარა და მათგან ხუთი ალისონის თადარიგში იჯდა. საბოლოოდ ჩინებულმა მეკარემ თავს უშველა, 18 მილიონ გირვანქად „ბრენტფორდში’’ გადავიდა, სადაც რეგულარულად თამაში ეღირსა. ბენ ფოსტერთან „ფოზკასტში’’ საუბრისას კელეჰერმა თავისი ტრანსფერის ისტორია გაიხსენა. „გულწრფელად რომ გითხრათ ეს იყო მნიშვნელოვანი...

მესი vs რონალდუ, ჰოლანდი vs მბაპე
ჩანაწერი

მესი vs რონალდუ, ჰოლანდი vs მბაპე

ვაშინგტონში, კენედის ცენტრში ჩატარდა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრა, რომელზეც გაირკვა, რომ 21-ე საუკუნის ორი უდიდესი ვარსკვლავი ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ბოლოს და ბოლოს მუნდიალზეც შეიძლება დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს შესაძლოა მოხდეს მეოთხედფინალში, როდესაც მათი ჯამური ასაკი 80 წელი იქნება. პორტუგალია K ჯგუფში კოლუმბიასთან, უზბეკეთთან და ჯერაც გაურკვეველ მეტოქესთან (ერაყი, სურინამი ან ბოლივია) ერთად მოხვდა,...

ვაშინგტონში წილი ყარეს…
ჩანაწერი

ვაშინგტონში წილი ყარეს…

ვაშინგტონში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, რომელმაც მომაწილე გუნდები ჯგუფებში გადაანაწილა. მსოლფიო ჩემპიონატი, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ, მომავალი წლის 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს, მასში მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს. წილისყრის შედეგად ჩამოყალიბდა 12 ჯგუფში (A-დან L-ის ჩათვლით), თითოეულში ოთხი გუნდი. პლეი ოფში ტიტულისთვის ბრძოლას თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო შედეგის მქონე...

შავი ლომი მონპელიეთი იწყებს
ჩანაწერი

შავი ლომი მონპელიეთი იწყებს

პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის 2025/2026 წლიბის სეზონის გათამაშებაში შაბათს, 6 დეკემბერს ჩაებმება. ეს იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდის მესამე მსგავსი კამპანია. შეხსენებისთვის: პირველ ჯერზე „შავმა ლომმა“ ჯგუფურ ეტაპზე ერთი მატჩი, უელსში იქაურ „სკარლეტსთან“ მოიგო, მაგრამ პლეი-ოფს მიღმა დარჩა. ისტორია გასულ სეზონშიც განმეორდა: ჩვენმა გუნდმა შინ ფრანგული „ვანი“ დაამარცხა, მაგრამ...

მამუ სასტარტოში…
ჩანაწერი

მამუ სასტარტოში…

NBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო და სანდრო მამუკელაშვილი „ტორონტოს“ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ. კანადურმა გუნდმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ უმასპინძლა და 120:123 დამარცხდა. მამუკელაშვილს მოედანზე საკმაო დროის გატარება მოუწია – 36.38 წუთი. მთლიანობაში სანდრო ურიგოდ არ გარჯილა – 13 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, 2-2 ჩაჭრა და დაფარება. თუმცა, სროლის პროცენტული მაჩვენებელი უკეთესი რომ ჰქონოდა… მამუმ ოთხიდან...

მანჩესტერ იუნაიტედი ძლიერია, საშუალო თუ სუსტი?
ჩანაწერი

მანჩესტერ იუნაიტედი ძლიერია, საშუალო თუ სუსტი?

„იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია’’, ― ასე აღწერა თავისი განცდები „მანჩესტერ იუნაიტედის’’ პორტუგალიელმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა „ვესტ ჰემთან’’ 1:1-ის შემდეგ.  ზუსტად ეს სიტყვები თქვა გუნდის ლეგენდარულმა კაპიტანმა როი კინმაც. კინი: „სიტყვა, რომელსაც ახლა ყველა იმეორებს არის იმედგაცრუება. მე ამ გუნდის არ მწამს, არ მჯერა. გოლების გატანა იცის, მაგრამ დაცვასა და ნახევარდაცვაში უზარმაზარი...

ჩაბი ალონსოს ოთხი სათადარიგო კარგ ფორმაში სჭირდება
ჩანაწერი

ჩაბი ალონსოს ოთხი სათადარიგო კარგ ფორმაში სჭირდება

ოთხშაბათს „რეალმა’’ ლა ლიგაში სამმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და „სან მამესზე’’ „ბლიბაოს’’ შთამბეჭდავად მოუგო 3:0, მაგრამ იმავე შეხვედრაში დაშავდნენ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და ედუარდო კამავინგა. ამბობენ, რომ ინგლისელ მცველს შეიძლება ორ თვეზე მეტი გაუცდეს, ფრანგი კი შედარებით იოლად გამოვიდა მდგომარეობიდან. ის სავარაუდოდ შაბათს „სელტასთან’’ ითამაშებს. ალექსანდერ-არნოლდი საუკეთესო ფორმას უახლოვდებოდა. ამის ნათელი დასტური იყო ის ფეხბურთი რომელიც...