„პარი სენ ჟერმენს’’ ხუთშაბათის ვარჯიში პრესისთვის ღია ჰქონდა. შედეგად, პუასის საწვრთნელ ცენტრში მისულმა ჟურნალისტებმა იხილეს, თუ როგორ შეუერთდა თანაგუნდელებს გამოჯანმრთელებული დეზირე დუე, რომელმაც მათ თვალი მოსჭრა თავისი აჩქარებებით, ბურთის ფლობით და სხვა კომპონენტებით. ფრანგული მედია წერს, რომ თავდამსხმელი ახალი გამოჯანმრთელებულის კვალობაზე ჩინებულ ფიზიკურ ფორმაშია და ეჭვი არაა, ძალიან მალე საქმეშიც ვიხილავთ. რამდენიმე დღის წინ 2025...
წელი: 2025
ლამაზი მოგება ორი ტრავმით
„რეალმა’’ ბილბაოში „სან მამესზე’’ 3:0 მოიგო და საყოველთაო აზრით მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა. „სამეფო კლუბისთვის’’ სასიხარულო საღამოს ჩრდილი ორმა ტრავმამ მიაყენა: 55-ე წუთზე ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა, ათი წუთის შემდეგ კი ედუარდო კამავინგამ დატოვეს მოედანი. მწვრთნელი ჩაბი ალონსო რასაკვირველია კმაყოფილი დარჩა, რომ მისმა ფეხბურთელებმა ლა ლიგაში მიჯრით სამი ვერ-მოგების შემდეგ სამი ქულა მოიპოვეს. შემდეგ შეხვედრას...
ლივერპული შინ წაგებას გადარჩა
„სანდერლენდის’’ ფრანგი მცველის, 28 წლის ნორდი მუკიელეს უიღბლობამ, ფლორიან ვირცის დარტყმული ბურთის თავის კარში ჩაჭრამ „ლივერპულს’’, რომლის კარს კვლავ არ იცავდა გიორგი მამარდაშვილი, ქულა გადაურჩინა. ეს იყო მერსისაიდელების პირველი ფრე მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად. 14 ტურის შემდეგ ინგლისის ჩემპიონი 22 ქულით მე-8 ადგილზეა. ლიდერ „არსენალს’’ 33 ქულა აქვს. ანგარიში მეორე ტაიმში, 67-ე წუთზე მაროკოელმა...
შევალიემ ოთხშაბათს ვერ ივარჯიშა
იმას, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ მეკარე ლუკა შევალიემ „მონაკოსთან’’ შეხვედრაში ბოლომდე ითამაშა, სასწაული უწოდეს. მოგეხსენებათ, სენეგალელმა ლამინ კამარამ ფრანგ მეკარეს ფეხში ჩაარტყა. მატჩის დამთავრების შემდეგ შევალიემ თქვა: „დღეს ჩემი კარიერია შეიძლება სხვანაირად გაგრძელებულიყო. გამიმართლა’’. მსაჯებმა „მონაკოს’’ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აკმარეს, რაც ლიგა 1-ის არბიტრთა დეპარტამენტმა ორიოდ დღის შემდეგ შეცდომად მიიჩნია. „ლილის’’ ყოფილი გოლკიპერი კი „პარიზიენის’’...
სანდრო და ტორონტო მეორეზე დაბრუდნენ
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ საკუთარ არენაზე „პორტლენდ ბლეიზერსს“ უმასპინძლა და 121:118 მოუგო. მამუკელაშვილმა 18.42 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ჩვენებურმა ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი და ერთი საჯარიმო კი არაზუსტად ისროლა. პასივში მხოლოდ დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის დროს „ტორონტომ“ მეტოქეზე ორი ქულით მეტი ჩააგდო....
იტალიას უნდა მოვუგოთ!
ავსტრალიაში 2027 წლის მორგაბეთა მსოფლიოს თასის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეები მსოფლიოს თასის მფლობელი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი იქნებიან. პირველ მატჩს ჩვენი გუნდი რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს, მეორეს იტალიასთან და ბოლოს ჯგუფურ ტურნირს სამხრეთ აფრიკასთან მატჩით დაასრულებს. იტალიასთან მოგებული გვაქვს, რუმინეთმა ბოლოს 2017 წელს მოგვიგო. ამდენად, ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა რელურია....
სიმეონე რაფინიათი აღფრთოვანებული დარჩა
„ბარსელონა’’ ჯერაც ბოლომდე დაუმთავრებელ „კამპ ნოუზე’’ „ატლეტიკოს’’ თავიდან ჩამორჩა, შემდეგ კი 3:1 მოუგო. ეს იყო ბლაუგრანას ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ლა ლიგაში. იმავდროულად იმავე ლიგაში ეს იყო მე-13 შეხვედრა წაგების გარეშე. ჰანსი ფლიკს კრიტიკოსები დაცვის ხაზის საკუთარი საჯარიმოდან მეტისმეტად შორს დაყენებას საყვედურობენ და სწორედ ეს იყო მე-19 წუთზე ალექს ბაენას გოლის მიზეზი. თავდაპირველად თანამსაჯმა ოფსაიდი აღნიშნა,...
დეპარტამენტის დასკვნა: კამარა გასაგდები იყო
ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „მონაკოსა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, იყო ერთი ეპიზოდი, რომელმაც დიდი კამათი გამოიწვია. ლაპარაკია მე-12 წუთზე ლამინ კამარას უხეშობაზე მეკარე ლუკა შევალიეს წინააღმდეგ. უფრო სწორად იმაზე, რომ მსაჯმა კლემენ ტურპენმა კამარა წითელი ბარათით არ დასაჯა. და აი, ლიგა 1-ის მსაჯთა ტექნიკურმა დეპარტამენტმა რამდენიმე დღის შემდეგ გამოაქვეყნა დასკვნა,...
ივანიშვილის სადებიუტო ინგლისური
სანაკრებო პერიპეტიების შემდეგ ევროპის წამყვანი ეროვნული ჩემპიონატების ერთი ტურით გააქტიურება მოხდა – მომდევნო კვირის ბოლოს უკვე ევროთასების სტარტია. ტოპ 14 „სტად ფრანსემ“ კლერმონში დიდი ბრძოლა გადაიტანა, 32:36 დამარცხდა, ნუგეშ-ქულა მიიღო და 31 ქულით ლიდერთა ჯგუფში მე-4 საფეხური შეინარჩუნა. „ვულკანებში“ ნაკრებიდან დაბრუნებული გიორგი ახალაძე სასტარტოში იყო, ხოლო პარიზელთა ძირითად 15-ეულში სეზონში პირველად გამოჩნდა სერგო აბრამიშვილი. გიორგი...
გოგა დაცვაში მაგარია
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ შინ „ჩიკაგო ბულსს“ 125:120 აჯობა. გოგა ბითაძეს კარგი თამაში ჰქონდა. ჩვენებური განსაკუთრებით დაცვაში გამოირჩა: გოგამ ხუთიდან სამი ორქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმოც ზუსტად ისროლა. მის აქტივში 8 ქულასთან ერთად, 5 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარებაც იყო. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, ორლანდოელებმა მეტოქეს...









