წელი: 2025

Home 2025
იბერია –  ერთი ნაბიჯი ჩემპიონობამდე
ჩანაწერი

იბერია –  ერთი ნაბიჯი ჩემპიონობამდე

ბოლო ტურის წინ ეროვნული ლიგის სათავეში ისევ თანაბრობაა. „იბერიამ“ და „დილამ“ 77-77 ქულა მოაგროვეს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის კვალად, ლიდერი ისევ მოქმედი ჩემპიონი „იბერიაა“. ამიტომ, საკმარისია ბოლო ტუში, 6 დეკემბერს, „გაგრა“ დაამარცხოს, რომ ზედიზედ მეორედ გახდება ქვეყნის ჩემპიონი. ამჯერად ორივემ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა, „იბერიამ“ სტუმრად კაცნაკლული „გარეჯი“ 4:0 დაამარცხა, ხოლო „დილამ“ ასევე სტუმრად ელიტიდან უკვე...

პარასკევს წილისყრაზე ტრამპი მივა
ჩანაწერი

პარასკევს წილისყრაზე ტრამპი მივა

პარასკევს ვაშინგტონში, „კენედის ცენტრში’’ გაიმართება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრა, რომელსაც დონალდ ტრამპიც დაესწრება. მუნდიალი ერთბაშად სამ ქვეყანაში აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება. მასში პირველად მიიღებს მონაწილეობას 48 გუნდი. ტრამპს ბევრჯერ უთქვამს, რომ აშშ-ში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება მისი პრეზიდენტობის მეორე ვადას და ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისთავს დაემთხვეოდა. ცერემონია საქართველოს დროით 15 საათზე გაიმართება. მასში მონაწილეობას...

რა ჯანდაბა ხდება კამერუნში?
ჩანაწერი

რა ჯანდაბა ხდება კამერუნში?

რამდენიმე დღეში მას მერე, რაც სამუელ ეტო’ო ხელახლა აირჩიეს კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, მან თანამდებობიდან მოხსნა ნაკრების ბელგიელი მწვრთნელი მარკ ბრისი. ბრისს ბრალდებათა მთელი ნუსხა წაუყენეს, რომელთა შორის იყო ფეხბურთელების წაქეზება ― თითქოს მწვრთნელს სურდა მოთამაშეები ფედერაციას არ დამორჩილებოდნენ. კიდევ ერთი ბრალდება გახლდათ ფედერაციის შიგნით უცნობ პირებთან აქტიური თანამშრომლობა. ახსენეს თათბირებზე არ-დასწრება, საწვრთნელი პროგრამის გასაიდუმლოება,...

დუე ოქროს ბიჭი გახდა
ჩანაწერი

დუე ოქროს ბიჭი გახდა

დეზირე დუე 2025 წელს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ამომავალ ვარსკვლავად იქცა. 20 წლის ფრანგმა თავი გამოიჩინა „პარი სენ ჟერმენში’’, რომელმაც მოიგო ლიგა 1-ის ჩემპიონის ტიტული, ქვეყნის თასი, ქვეყნის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი. ამ წელს შედგა დუეს დებიუტი ეროვნულ გუნდშიც. თავდამსხმელზე წერენ, რომ ის მეტად ამბიციურია. მას არ აკმაყოფილებს ადგილი საუკეთესოთა შორის, მას...

სამი მედალი აბუ დაბიდან
ჩანაწერი

სამი მედალი აბუ დაბიდან

აბუ დაბიში, გრანდ-სლემზე საქართველოს დელეგაცია რვა ძიუდოისტით წავიდა და სამი მედლით დაბრუნდა. ოქრო და ორი ბრინჯაოს – ასეთია ჩვენების მონაგარი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ლაშა ბექაურმა (90კგ.) ტატამზე დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა. ჩვენებურმა ჯერ ნიდერლანდელ მარკუს ვან დაიკს დამატებით დროში მოუგო, შემდეგ რუს ეგორ ანდონის ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში სერბ ისლამ სოგენოვს ვაზარითვე გაუსწორდა,...

მამუ უკვე მესამეა
ჩანაწერი

მამუ უკვე მესამეა

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ მიჯრით მეორე მატჩი წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი დაკარგა. კანადელები ნიუ იორკში, „ნიქსთან“ თავიდანვე სოლიდურად ჩამორჩნენ და მატჩის შებრუნება ვეღარ მოახერხეს – 94:116. მამუკელაშვილმა მოედანზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 7 მოხსნა, თითო პასი და ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. სანდრომ ექვსიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო...

ჟორჟის ყვითელი გუნდი დიდ სიმაღლეებს უტევს
ჩანაწერი

ჟორჟის ყვითელი გუნდი დიდ სიმაღლეებს უტევს

„მან საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და კინაღამ გაიტანა. აქტიური იყო’’, ― წერს ესპანური AS „ვილიარეალის’’ ქართველი თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ, რომელიც სან სებასტიანში „რეალ სოსიედადთან’’ დრამატული შეხვედრის 68-ე წუთზე ჩაერთო საქმეში. მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 32 წლის თავდამსხმელი აიოზე პერესი იყო, რომელმაც 31-ე წუთზე მასპინძლების კარში პირველი გოლი შეაგდო, 57-ე წუთზე კი 22 წლის ალბერტო მოლეიროს...

სალაჰი შეიძლება ოთხშაბათსაც სკამზე დასვან
ჩანაწერი

სალაჰი შეიძლება ოთხშაბათსაც სკამზე დასვან

ლონდონში „ვესტ ჰემთან’’ 2:0 გამარჯვების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე „ლივერპულის’’ მწვრთნელმა’’ არნე სლოტმა ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ შეიძლება მო სალაჰი შემდეგ შეხვედრაშიც სათადარიგოთა სკამზე დატოვოს. ეს შეხვედრა „სანდერლენდთან’’ ოთხშაბათს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ „შავი კატები’’ კარგ ფორმაში არიან. მერსისაიდელებისთვის შემდეგ ტურში გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მათ ზედიზედ ორჯერ სექტემბრის მერე არ მოუგიათ. „ჩვენ ბევრი შეხვედრის ჩატარება გვიწევს. ბოლო...

წაგებული წავაგეთ
ჩანაწერი

წაგებული წავაგეთ

მსოფლიო 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩი საქართველომ ესპანეთთან დიდი ანგარიშით წააგო – 61:90…არადა, მატჩის დასაწყისი კარგი იყო – ერთი ხანობა ვლიდერობდით კიდეც და მეოთხედი 22:19 მოვიგეთ. თუმცა, მეორე პერიოდის მეხუთე წუთზე წინ უკვე ესპანეთი გავიდა, ხოლო ორ წუთში უკვე რვა ქულას იგებდა. ამის შემდეგ კი მასპინაძლებს ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვიაათ. პირველ ტაიმში წავაგეთ...

ზედიზედ მეათე არ გამოვიდა
ჩანაწერი

ზედიზედ მეათე არ გამოვიდა

NBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო და ზედიზედ ცხრა მოგების შემდეგ დამარცხდა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“. კანადელები ნიუ ორლეანს ესტუმრნენ და დაძაბულ, ოვერტაიმიანი მატჩი 111:118 დათმეს. სანდრო თამაშში სათადრიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 19.16 წუთში 13 ქულა და 3 მოხსნა მოინაგრა. ჩვენებურმა რვიდან ოთხი ორქულიანი, ორიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ერთი...