ვეტერანი ინგლისელი თავდამსხმელი პიტერ კრაუჩი თავის ყოფილ გუნდზე, „ლივერპულზე’’ ლაპარაკისას ამბობს, რომ მისი პრობლემები ღრმად არის ფესვგამდგარი და არნე სლოტს „ვესტ ჰემთან’’ დღევანდელ შეხვედრაში მო სალაჰის სკამზე დასმას სთავაზობს. ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში „ეინდჰოვენთან’’ 1:4 წაგება მერსისაიდელებისთვის 12 შეხვედრაში მეცხრე გახლდათ. ასეთი ცუდი პერიოდი გუნდს 1953 წლის შემდეგ არ ჰქონია. რაც შეეხება სალაჰს, გამყარდა მოსაზრება, რომ...
წელი: 2025
ლუის ენრიკე: ეს იყო სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი
„მონაკოსთან’’ სტუმრად 0:1 წაგების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ თავკაცი ლუის ენრიკე გაბრაზებული ჩანდა და საპრესკონფერენციო ოთახი მალე დატოვა. ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ მისი გუნდის მარცხი ლოგიკური იყო, აღშფოთება გამოთქვა ლამინ კამარას უხეშობით ლუკა შევალიეს წინააღმდეგ და იმ ფაქტით, რომ მსაჯმა კამარას წითელი ბარათი არ ამოუღო. რას იტყოდით ლუკა შევალიეს წინააღმდეგ შესრულებულ ვარდნაზე და ამით ხომ...
დუნე თამაში მონაკოში
„მონაკომ’’ ტაკუმი მინამინოს მიერ 68-ე წუთზე გატანილი გოლით შინ 1:0 მოუგო „პარი სენ ჟერმენს’’, რითაც „მარსელს’’ ცხრილის სათავეში მოქცევის შესაძლებლობა მისცა, მაგრამ ზღვისპირელებმა ვერ ისარგებლეს, „ტულუზთან’’ 2:2 ითამაშეს და მეორე პოზიციაზე დარჩნენ, თუმც ქულებით გაუთანაბრდნენ დედაქალაქის გუნდს. დღეს „ლანსი’’ თამაშობს სტუმრად „ანჟესთან’’ და თუ მოიგებს ის გადავა პირველ ადგილზე. საინტერესოა, რომ ფრანგულმა საიტმა maxifoot-მა მატჩის...
წიტამ ძალიან მოინდომა, მაგრამ მეცმა წააგო
ლიგა 1-ში მე-14 ტური დაიწყო. გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ მორიგი მარცხი იწვნია ― „რენთან’’ 0:1. შეხვედრის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ვალერი რონჟიემ გაიტანა. „მეცი’’ გასავარდნთა ზონაში რჩება. ამ შეხვედრაში ორივე ქართველმა მიიღო მონაწილეობა. აბუაშვილი 88-ე წუთზე შევიდა და ვერაფრის გაკეთება ვერ მოსწრო, შეფასებაც კი არ დაუწერეს, წიტაიშვილის თამაში კი maxifoot-მა 5 ქულით შეაფასა...
რატომ უნდა გაუშვან ან არ გაუშვან არნე სლოტი
ხვალ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული’’ „ვესტ ჰემს’’ ხვდება. ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში „ეინდჰოვენთან’’ 1:4 წაგების შემდეგ ინგლისის ჩემპიონის მწვრთნელმა არნე სლოტმა თქვა, რომ 12 შეხვედრაში 9 მარცხის მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობა მას მაინც ენდობა, მაგრამ მედია და გულშემატკივრები ჰოლანდიელის შეცვლაზე აქტიურად ლაპარაკობენ. საიტმა This Is Anfield-მა ჩამოწერა 4 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეცვალონ სლოტი და 4 მიზეზი თუ...
რა სჭირს ბარკოლას?
„ლე პარიზიენის’’ ჟურნალისტმა დომინიკ სევერაკმა გამოაქვეყნა წერილი „პარი სენ ჟერმენის’’ გარემარბის ბრედლი ბარკოლას შესახებ, რომელშიც გარემარბის ცუდ ფორმაზე ილაპარაკა. სევერაკმა გაიხსენა, რომ თუ კუნთის ტკივილის გამო „ლე კლასიკის’’ („მარსელი’’-პსჟ 1:0) გამოტოვებას არ ჩავთვლით, ბარკოლა ლუის ენრიკეს გუნდში ყველაზე იღბლიანი თავდამსხმელია, რადგან ახალ სეზონში სერიოზულად არ დაშავებულა, მაგრამ ამის მიუხედავად მან ბოლო ორ თვეში მხოლოდ 2...
ფერნანდო ტორესი: მესი ყველა დროის საუკეთესოა, მაგრამ დღეს…
„ატლეტიკოს’’, „ლივერპულისა’’ და „ჩელსის’’ ყოფილი თავდამსხმელი, ჩემპიონთა და ევროლიგების გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ტორესი „ატლეტიკოს’’ სარეზერვო გუნდის მწვრთნელი გახდა. მან Radioestadio Noche de Onda Cero-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომლის ამონარიდებსაც ქვემოთ გთავაზობთ. ლუის არაგონესის შესახებ: ის იყო ადამიანი რომელმაც ფეხბურთის შესახებ ყველაზე მეტი მასწავლა. მწვრთნელის პოზიციიდან უფრო ძნელია ლაპარაკი თუ ფეხბურთელის პოზიციიდან:...
ნაკრებმა წააგო, შერმადინი – წავიდა
მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა თბილისში, უკრაინასთან მატჩით დაიწყო. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდს ცუდი სტარტი გამოუვიდა და დამარცხდა 79:92. ამ მატჩით ქართველი გულშემატკივარი გიორგი შერმადინს დაემშვიდობა. „შერმომ“ ნაკრებში 201-ედ ითამაშა, ბოლო ტენერიფეში, ესპანეთთან იქნება და ნაკრებს დაემშვიდობება. სიმბოლური იყო ისიც, რომ ანგარიში სწორედ შერმადინმა გახსნა. საერთოდ, დასაწყისი ჩვენი იყო. საქართველოს ნაკრები ლიდერობდა და...
კოლხეთი ჩავიდა, იბერია დგას…
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ორი ტური დარჩა და ტიტულისთვის ბრძოლაში ისევ თანაბრობაა – მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ და „დილა“ უკვე რა ხანია მხარდამხარ მიდიან. ამჯერად მათ 74-74 ქულა მოაგროვეს, მაგრამ თბილისელებს პირად შეხვედრებში აქვთ უპირატესობა და ლიდერებიც ამად არიან. ოთხშაბათს შეიძლებოდა გორელები „გაქცეულიყვნენ,“ ისინი დამაჯერებლად უგებდნენ 2:0 „სამგურალს“ და წყალტუბოელებმა მხოლოდ დამატებულ წუთებზე (90+1) შეძლეს...
კვარას დიდი გავლენა სტატისტიკაზე ვერ აისახა
„პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგის ნოკაუტის ეტაპზე რომ მოხვდება ამას დიდი მარჩიელობა არ უნდა. ახლა გასარკვევია საფრანგეთის ჩემპიონი პირდაპირ მერვედფინალში გავა თუ ჯერ ფლეი ოფის ეტაპზე მოუწევს ბრძოლა. ასეა თუ ისე, ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში პარიზელებმა „ტოტენჰემ ჰოთსფურს’’ სანახაობრივ შეხვედრაში 5:3 მოუგეს, რაც 5 ტურში მათი მეოთხე გამარჯვება იყო. პსჟ „არსენალის’’ შემდეგ მეორე ადგილზეა. შეხვედრის მთავარი...









