„ლივერპულის’’ საშინელი სეზონი ჩემპიონთა ლიგაში შინ „ეინდჰოვენთან’’ 1:4 მარცხით გაგრძელდა. ჯერ იყო და ვირჯილ ვან დაიკმა სტუმრებს პენალტი აჩუქა, რომელიც ივან პერიშიჩმა გაიტანა. მართალია დომინიკ სობოსლაიმ მალევე გაქვითა, მაგრამ მეორე ტაიმში გუს ტილმა და ორჯერ კუჰაიბ დრიუეშმა მასპინძლებს ბოლო მოუღეს. მერსისაიდელებს ჯგუფურ ეტაპზე სამი შეხვედრა დარჩათ, რომელთაგან ორი, „ინტერთან’’ და „მარსელთან’’ სტუმრად უწევთ, „ყარაბაღს’’ კი...
წელი: 2025
ბითაძეს მოხსნა დააკლდა
გამთენიისას, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ფილადელფიას“ სტუმრად 41 ქულით აჯობა – 144:103. „ჯადოქრების“ გამარჯვებაში ჩვენებურის წვლილიც სოლიდურია – გოგას ორმაგ დუბლამდე მოხნა დააკლდა. ბითაძემ პარკეტზე 19.35 წუთი გაატარა, მისი მონაგარი კი ასე გამოიყურება – 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება. გოგამ რვიდან ხუთი ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ერთხელ ისროლა და არაზუსტად. პასივში...
სამშაბათი ლიგაში — მიქაუტაძე ბოლომდე იჯდა
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის სამშაბათის მატჩების მიმოხილვა „სტემფორდ ბრიჯით’’ დავიწყოთ, სადაც „ჩელსიმ’’ „ბარსელონას’’ დაუყვედრებლად მოუგო 3:0. მეტიც, თავიდან „ლურჯებს’’ ხელით თამაშისა და ოფსაიდის გამო ორი გოლი არ ჩაუთვალეს, მაგრამ 27-ე წუთზე მათ სტუმრები დაეხმარნენ, კუნდემ როგორც იქნა წესების დაცვით შეაგდო… თავის კარში. 43-ე წუთზე „ბარსას’’ მეორე ყვითლის გამო არაუხო გაუძევეს, რამაც დასავლეთ ლონდონელებს საქმე გაუიოლა....
კვარა: მარცხნივ თამაში მირჩევნია, მაგრამ უნივერსალური უნდა ვიყო
ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მოედანზე თავს გაცილებით თავისუფლად გრძნობს ვიდრე მიკროფონების წინ, მოვალეობას თავი გაართვა და ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ტოტენჰემ ჰოთსფურთან’’ მატჩამდე პრეს-კონფერენციაზე დასმულ კითხვებს უპასუხაო, წერს „პარიზიენი’’. მიმდინარე სეზონში ქართველი ევროპულ სარბიელზე კარგად თამაშობს, ორი გოლი შეაგდო. მან თქვა, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაშია და მის განვითარებაში ლუის ენრიკემ დიდი წვლილი შეიტანა. დიდი ხანი არ...
ლექსოს გახსნილი გიორგიმ დახურა
საფრანგეთში ტოპ 14-ის მე-10 ტური გაიმართა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნოემბრის ტესტ-მატჩები იმართებოდა. ასეა თუ ისე, უამრავი წამყვანი მორაგბის გარეშე დარჩენილ 14 საუკეთესო ფრანგულ კლუბს შიდა პირველობისთვისაც უნდა მიეხედათ. ტური ბორდოში, ევროპის საკლუბო ჩემპიონისა და „პოს“ ცხარე ჯახით დაიწყო და ბასკმა სტუმრებმა თამაშის ანგარიში პირველივე შეტევით გახსნეს. წამმზომს 2 წუთი ახალი ათვლილი ჰქონდა,...
სანდრო იყო, გოგა – არა
NBA-ში თამაში ერთდროულად ორივე ქართველის გუნდმა მოუწია. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ საკუთარ არენაზე „ბრუკლინ ნეტსს“ უმასპინძლა და 119:110 აჯობა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ კი სტუმრად „ბოსტონ სელტიკსთან“ 128:138 დათმო. ორლანდოელებმა წააგეს ჩვენებურის გარეშე. ბითაძეს ტრავმის გამო „ბოსტონთან“ თამაშის გამოტოვება მოუწია. „ორლანდომ“ ზედიზედ სამი მოგების შემდეგ წააგო. ახლა „ჯადოქრებს“ 10 მოგება და რვა მარცხი აქვს და...
რა ხდება არნე სლოტის ზურგს უკან?
არნე სლოტს რომ „ლივერპულის’’ მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩენა არ-დარჩენის საკითხი უდგას საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. შაბათს „ნოტინგემ ფორესტთან’’ 0:3 წაგებამ მდგომარეობა გაართულა. „წითლებმა’’ პრემიერლიგის ბოლო 7 თამაშიდან 6 წააგეს; ახლა ყველა შეჯიბრებაში 11 მატჩიდან 8 აქვთ წაგებული. ინგლისის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაზე სავარაუდოდ ლაპარაკიც აღარ არის. და საქმე მარტო სტატისტიკა არ არის, „ლივერპულის’’ გულშემატკივარს ხარისხი ადარდებს. ზაფხულში დახარჯული...
დემბელე იქნება? – საკითხავი აი, რა არის
ოთხშაბათს „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენი’’ „ტოტენჰემ ჰოთსფურს’’ უმასპინძლებს. ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, რომლის წინ ლუის ენრიკემ ერთი რამ არ იცის ― შეძლებს ოსმან დემბელე ამ მატჩში მონაწილეობას თუ ვერა. თეორიულად „ოქროს ბურთის’’ 2025 წლის გამარჯვებულს მოედანზე ვიხილავთ. დემბელემ პარასკევს გუნდთან ერთად ივარჯიშა. როგორც ფრანგული მედია წერს, მას მარცხენა ფეხის წვივი...
დუე ორშაბათს ოქროს ბიჭი გახდება
ბოლო ინფორმაციით დეზირე დუე შეიძლება 2025 წელსვე დაუბრუნდეს მოედანს. შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ თავდამსხმელმა 29 ოქტომბერს „ლორიანთან’’ შეხვედრაში მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა და რეაბილიტაციის ინდივიდუალურ კურსს გადის. ექიმები მას დაბრუნების ზუსტ თარიღს ვერ ეუბნებიან. ფაქტია, რომ დუე ოთხშაბათს „ტოტენჰემთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას გამოტოვებს ― ჯერ მკურნალობის და დარბაზში ტრენაჟორებთან მუშაობის პროცესშია. როგორც ზემოთ მოგახსენეთ,...
ალექსანდერ ისაკის ძაღლი
„ლივერპულის’’ შვედმა ვარსკვლავმა ალექსანდერ ისაკმა 30 000 გირვანქად (39 280 დოლარი; 34,119 ევრო; 104,879 ლარი) გაწვრთნილი დობერმანი იყიდა. ძაღლმა მერსისაიდში ფეხბურთელის და მისი ოჯახის უსაფრთხო ცხოვრება უნდა დაიცვას. ვისგან უნდა დაიცვას ისაკმა თავი და ოჯახი? თურმე ეს პრობლემა მარტო თავდამსხმელს კი არა, მთელს შვედეთის ნაკრებს უდგას. გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა....









