წელი: 2025

Home 2025
ტრამპი ცხრამეტი ქვეყნის წინააღმდეგ
ჩანაწერი

ტრამპი ცხრამეტი ქვეყნის წინააღმდეგ

ნოემბრის სანაკრებო კვირაში გაირკვა 2026 წლის მუნდიალის  ფინალური ეტაპის მონაწილე გუნდების აბსოლუტური უმრავლების ვინაობა, შედგა ევროპული და საკონტინენტთაშორისო ფლეი-ოფების წილისყრა. 48 მონაწილიდან 42 ცნობილია, დანარჩენები მარტში გაიკვლევენ გზას აშშ-ს, კანადისა და მექსიკის სტადიონებისკენ. ჩემპიონატამდე ნახევარი წელიწადი დარჩა, მაგრამ მას უკვე უწოდებენ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე პოლიტიზებულს. აქტიურობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ის ხშირად აკეთებს მუნდიალთან...

გოგამ ისევ მოიგო
ჩანაწერი

გოგამ ისევ მოიგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ მოფერიანდა, ბოლო შვიდ მატჩში მეექვსედ მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში ვითარება გაიუმჯობესა. „ჯადოქრებმა“ გამთენიისას „ნიუ იორკ ნიქსი“ 133:121 დაჩაგრეს. ბითაძემ 19.07 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, თითოც ჩაჭრა და დაფარება მიითვალა. გოგამ ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამიანი და საჯარიმო არ უსვრია. პასივში ერთადერთი დაკარგვა...

სტუმრების ტური
ჩანაწერი

სტუმრების ტური

ეროვნული ლიგის დასრულებამდე სამი ტური დარჩა და ლიდერებს ისევ თანაბარი 71-71 ქულა აქვთ. 33-ე ტურშიც ორივემ გაიმარჯვა. „იბერიამ“ სტუმრად აუტსაიდერი „კოლხეთი“ 1:0 დაამარცხა, „დილამ“ კი ასევე გასვლაზე 2:1 იმარჯვა ბათუმში, არადა, თავიდან აგებდა. გორელთაგან თავი ისევ 18 წლის ბურკინაფასოელმა, არუნა უატარამ გამოიჩინა. მან დუბლი მიითვალა. ამ ტურში კიდევ ორი დუბლი შესრულდა. ერთი თელაველმა ნიკოლოზ  ბაშელეიშვილმა...

კიტეს თაური [VIDEO]
ჩანაწერი

კიტეს თაური [VIDEO]

ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე ლასკ-ს უმასპინძლა. გრაცელებმა ანგარიში მატჩის დებიუტში გახსნეს – მე-7 წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა თავური დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა. მასპინძლებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 1:3 დამარცხდნენ. იხილეთ ვიდეო:

ჟორჟს მეკარემ არ გაატანინა
ჩანაწერი

ჟორჟს მეკარემ არ გაატანინა

„მალიორკასთან’’ მძიმე ბრძოლაში 2:1 გამარჯვების წყალობით ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოულოდნელი პრეტენდენტი „ვილიარეალი’’ ნოემბერს გარანტირებულად ოთხეულში ჩაამთავრებს. ჟორჟ მიქაუტაძის გუნდმა შიდა სარბიელზე უკვე მიჯრით მეოთხე შეხვედრა მოიგო. ის ლიდერ „ბარსელონას’’ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. ქართველი ფორვარდი, რომელმაც ტრავმის გამო ეროვნული ნაკრების ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა, მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა. როგორც AS წერს, მას „მალიორკასთან’’ შეხვედრაში...

ლივერპულის საშინელი წაგება მამარდაშვილის გარეშე
ჩანაწერი

ლივერპულის საშინელი წაგება მამარდაშვილის გარეშე

„ნოტინგემ ფორესტთან’’ „ლივერპულის’’ 0:3 საშინაო მარცხის შემდეგ გაზეთი „ლივერპულ ექო’’ იხსენებს შარშანდელ ამბავს: არნე სლოტის გუნდი „ფორესტმა’’ 2024-ს სექტემბერშიც დაამარცხა, ოღონდ 0:1 და ეს წაგება „წითლების’’ გულშემატკივრებს სიცილად არ ეყოთ. ისინი თავიანთ უპირატესობაში დარწმუნებულები იყვნენ. დღეს კი „ენფილდ როუდზე’’ აღარავის ეცინება. 22 ნოემბრის შეხვედრას ტრიბუნიდან „ლივერპულის’’ თავმჯდომარე ტომ ვერნერი ადევნებდა თვალს. ამიტომ, როგორც გაზეთი წერს,...

ბარკოლამ ზუსტად იცოდა, რომ ხვიჩა მიაწოდებდა
ჩანაწერი

ბარკოლამ ზუსტად იცოდა, რომ ხვიჩა მიაწოდებდა

„პარი სენ ჟერმენმა’’ „ლე ავრს’’ 3:0 მოუგო. გოლები გაიტანეს კანგ-ინ ლიმ, ჟოაო ნევეშმა და ბრედლი ბარკოლამ ხვიჩა კვარაცხელიას პასით. ბარკოლა და კვარაცხელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთნენ ― 35 და 25 წუთით. პარიზელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეკარე ლუკა შევალიემაც, რომელიც ბევრი მიმომხილველის აზრით მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. „პარიზელების წინააღმდეგ ავტობუსს არ ჩავაყენებ’’, ― თქვა მატჩის...

ბოლო წამების დრამა
ჩანაწერი

ბოლო წამების დრამა

ბორჯღალოსნები მიზანთან ძალიან ახლოს იყვნენ. იაპონელებთან შეხვედრის დასრულებამდე წამებით ადრე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 23:22 იგებდა, მაგრამ ბოლო შეტევაზე გადასულმა აზიელებმა ჩვენს გუნდს ჯარიმა აჰკიდეს, „საკურების“ წარმოშობით კორეელმა მგეზავმა სეუნგ-სი ლიმ თავისი მე-7 დარტყმაც უნაკლოდ შეასრულა და მასპინძლებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯა. 23:25 და „მსოფლიო რაგბის“ ორშაბათის რეიტინგში საქართველო მე-11 ადგილიდან 2 საფეხურით დაქვეითდება, მე-13 ადგილზე...

მამუკელაშვილის საუკეთესო თამაში
ჩანაწერი

მამუკელაშვილის საუკეთესო თამაში

სანდრო მამუკელაშვილმა „ტორონტოს“ შემადგენლობაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. კანადელებმა „ვაშინგტონი“ მარტივად, 140:110 დაამარცხეს და ამაში ქართველი კალათბურთელის წვლილი სოლიდური იყო. მამუმ პარკეტზე არასრული 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მამუკელაშვილმა 12 ორქულიანიდან ექვსი ჩააგდო, სამი სამქულიანიდან ზუსტი ორი აღმოჩნდა, ხოლო ექვსი საჯარიმოდან – ხუთი. პასივში მხოლოდ ერთი...

ლუის ენრიკეს ინდივიდუალური ჯილდოებით გატაცება აღარ მოსწონს
ჩანაწერი

ლუის ენრიკეს ინდივიდუალური ჯილდოებით გატაცება აღარ მოსწონს

„პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელს ლუის ენრიკეს შედეგები ადარდებს, ფეხბურთელების ინდივიდუალური ამბები კი მისთვის სულერთია. ლიგა 1-ის მე-13 ტურის წინ, „ლე ავრთან’’ შეხვედრისადმი მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე ესპანელმა თავისი მოთამაშეების ვარსკვლავობაზე ლაპარაკისგან თავი შეიკავა. ლუის ენრიკეს ჰკითხეს მისი აზრით პსჟ-ში კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვთ თუ არა ფაბიან რუისს, ჟოაო ნევეშსა და ვიტინიას. მწვრთნელმა უპასუხა: „არ ვიცი, ასეთ თემებზე...