სანდრო მამუკელაშვილმა „ტორონტოს“ შემადგენლობაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. კანადელებმა „ვაშინგტონი“ მარტივად, 140:110 დაამარცხეს და ამაში ქართველი კალათბურთელის წვლილი სოლიდური იყო.
მამუმ პარკეტზე არასრული 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მამუკელაშვილმა 12 ორქულიანიდან ექვსი ჩააგდო, სამი სამქულიანიდან ზუსტი ორი აღმოჩნდა, ხოლო ექვსი საჯარიმოდან – ხუთი. პასივში მხოლოდ ერთი დაკარგვაა, ხოლო მისი მოედანზე ყოფნისას გუნდმა მეტოქეზე 22 ქულით მეტი ჩააგდო. ეს გუნდში მეორე მაჩვენებელი იყო.
რაც შეეხება ქულებს, აქ საუკეთესოები არ ჯეი ბარეტი და ბრენდონ ინგრემი (24-24) იყვნენ. მამუსთან ერთად 23 ქულა ჰქონდა სკოტი ბარნსსაც.
„ტორონტოს“ 11 მოგება და ხუთი მარცხი აქვს, რაც აღმოსავლეთ კონფედერაციაში მეორე შედეგია. მამუს გუნდს მომდევნო მატჩი 24 ნოემბერს, „ბრუკლინ ნეტსთან“ აქვს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
