თუკი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდას რაიმე სიკეთის მოტანა შეეძლო, ეს საფეხბურთო თვალსაზრისით მეორე და მესამეხარისხოვან მსოფლიოში ხალხის გახარება იყო. მუნდიალს ოთხი დებიუტანტი ჰყავს: კაპე ვერდე, უზბეკეთი, იორდანია და კურასაო. კურასაო კარიბის ზღვის კუნძულია, რომელზეც 156 ათასი ადამიანი ცხოვრობს ― თბილისის გლდანის რაიონზე 20 ათასით ნაკლები. ჩრდილო ამერიკის ქვეყნებიდან მსოფლიოს ჩემპიონატის...
წელი: 2025
საკურებთან – ორი დებიუტანტით
შაბათს საქართველოს ბორჯღალოსნები ნოემბრის მესამე და დასკვნით ტესტ-მატჩს გამართავენ: 16 საათზე, „მიხეილ მესხზე“ საქართველოს და იაპონიის ეროვნული გუნდების დაპირისპირება დაიწყება, რომლის შედეგზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. როგორც ცნობილია, დეკემბრის დასაწყისში, ანუ სულ მალე, მსოფლიოს 2027 წლის თასის კენჭისყრა გაიმართება და რადგანაც მომავალ ტურნირზე მონაწილეთა რაოდენობა 24 ნაკრებამდეა გაზრდილი, ეს გუნდები 4 ექვსგუნდიან კალათადაა დაყოფილი და თითო...
თქვენი ჯადოქარი ასე და ისეო
კვირას ნიგერიის ნაკრები კონგოსთან დამარცხდა (1:1; 3:4 პენ) და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში მონაწილეობის შანსი დაკარგა. ნიგერიელთა გაცეცხლებული მწვრთნელი 48 წლის მალელი ერიკ ჩელი კონგოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრების საცემად გაიწია. მიზეზი: ჩელს მოეჩვენა, რომ მეტოქის ბანაკში ვიღაც ჯადოქრობდა. როგორც ვიდეოში ხედავთ, „ლანსის’’...
ბითაძემ საქმე გამოაკეთა
NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ უმასპინძლა და 129:101 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ეს ბითაძის გუნდის მეცხრე გამარჯვებაა და სატურნირო ცხრილშიც უკეთეს პოზიციაზე აინაცვლა. გოგამ პარკეტზე 16.18 წუთი დაჰყო, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. გოგამ უშეცდომოდ ისროლა: სამიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან ოთხი საჯარიმო...
იან რაიტი: ბელინგემის პრობლემა მისი კანის ფერია
„რეალის’’ ინგლისელი ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი ალბანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში შეცვალეს, რის გამოც განაწყენდა. ინგლისელთა გერმანელმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა, რომელმაც წლის დასაწყისში ბელინგემს ბოდიში მოუხადა რადგან მოედანზე მის ქცევას საზიზღარი უწოდა, ახლა თქვა, რომ ფეხბურთელის რეაქციას შეისწავლის. ბელინგემი ევრო 2024-ზე „სამი ლომის’’ ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო, მაგრამ ბოლო დროს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აღარ აქვს....
მანეს სჯერა, რომ სალაჰი ამას განზრახ არ აკეთებდა
სენეგალელმა ვარსკვლავმა სადიო მანემ რიო ფერდინანდის პოდკასტში „ლივერპულის’’ დროინდელი ამბები გაიხსენა და მოჰამედ სალაჰთან ურთიერთობაზე ილაპარაკა. მანე მერსისაიდელებს 2016 წელს შეუერთდა და 2022 წლამდე დაჰყო. ის, ბრაზილიელი რობერტო ფირმინო და ეგვიპტელი სალაჰი გუნდის მრისხანე თავდასხმის ხაზს ქმნიდნენ. მათ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი (ძველი ფორმულით), ევროპის სუპერთასი, მაგრამ იყო ერთი შეხვედრა, „ბარნლისთან’’, როდესაც...
იტალიას წესით არ უნდა გაუჭირდეს
ხუთშაბათს ფიფამ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი-ოფის წილისყრა ჩაატარა. 48 ფინალისტიდან 42 ცნობილია, ექვსის ვინაობაღა დარჩა გასარკვევი. თეორიულად ფლეი-ოფში ყველაზე იოლი გზა იტალიის ნაკრებს ერგო: ჯერ ჩრდილოეთ ირლანდია, შემდეგ კი უელსსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის გამარჯვებული, თუმცა ჯობს თანმიმდევრულად მოვყვეთ. 16 ევროპული ნაკრებისგან, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობენ, შედგა ოთხი მიკრო-შეჯიბრება. თითოეულ მათგანში გაიმართება ორი...
დაჩის დაბრუნება
პრო დ2-ში მე-11 ტური გაიმართა, არადა მსოფლიოში გაგანია ნოემბრის ტესტებია. უნდა ითქვას, რომ პრო დ2 სულაც არაა ხელწამოსაკრავი ლიგა და უკლებლივ ყველა მისი კლუბი სანაკრებო ტესტების სეზონმა საგრძნობლად დაასუსტა. ასე რომ, ვისაც ნაკლები ხალხი ჰყავს ეროვნულ გუნდებში დელეგირებული, ამ პერიოდში ის ხეირობს ხოლმე. ამასობაში, გასულ ტურში 19-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა და ინდივიდუალურად თავის გამოჩენა...
რატომ სთხოვა ბარსამ ლევანდოვსკის, მეტი გოლი აღარ გაეტანა?
პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ 2022-23 წლების სეზონში ყველა შეჯიბრებაში ერთად 33 გოლი გაიტანა. ეს იყო მისი პირველი სეზონი „ბარსელონაში’’, რომელშიც, როგორც მის ახლახან გამოცემულ ბიოგრაფიაში წერია, მას კიდევ უფრო მეტის გატანა შეეძლო. წიგნს რომელშიც წერია, თუ რატომ არ გაიტანა ლევანდოვსკიმ მეტი, ჰქვია „ლევანდოვსკი. ავთენტური’’. მისი ავტორია სებასტიან სტაჟევსკი, რომელიც ასაჯაროებს საოცარ ამბავს. თურმე „ბარსას’’ ხელმძღვანელობამ...
„შპორტ ბილდი”: სალაჰი ახალგაზრდებს ბლოკავს
ფლორიან ვირტცისგან „ლივერპულში’’ ბევრს ელოდნენ, მაგრამ გერმანელმა არ გაამართლა და 125 მილიონ ევროდ ნაყიდი ნახევარმცველი ინგლისური მედიის კრიტიკის ობიექტად იქცა. თანამემამულის დასახმარებლად ხმა გერმანულმა „შპორტ ბილდმა’’ აიმაღლა. ჟურნალმა დაწერა, რომ ვირცის პრობლემა მო სალაჰია. ეგვიპტელს მიმდინარე სეზონში გუნდისთვის ზიანი მოაქვს, ის „ლევერკუზენიდან’’ გადასულ ახალწვეულს კი არ ეხმარება. ვირტცის ტრანსფერი იმავე „ლივერპულში’’ ალექსანდერ ისაკის „ნიუკასლიდან’’ 145...









