წელი: 2025

Home 2025
ოცდაცხრამეტჯერ გააუპატიურა
ჩანაწერი

ოცდაცხრამეტჯერ გააუპატიურა

ფეხბურთის სუპერაგენტი ჯონათან ბერნეტი ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში დაიჭირეს. მას „სექსუალური მონის’’ გაუპატიურებასა და წვალებაში ადანაშაულებენ. ქალს პირობითად (ან მართლა) ჯეინ დოუ ჰქვია. მან „ფორბსის’’ მიერ 2019 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან აგენტად აღიარებულ ბერნეტს ბრალი ავსტრალიიდან დიდ ბრიტანეთში თვითმფრინავით გადაყვანასა და სულ მცირე 39-ჯერ გაუპატიურებაში დასდო. ქალმა საჩივარი წლეულს, ივნისში აშშ-ში შეიტანა. იქ წერია, რომ ბერნეტმა...

სქოთების ეფექტური გასვლა და სხვა ამბები ევროპიდან
ჩანაწერი

სქოთების ეფექტური გასვლა და სხვა ამბები ევროპიდან

სამშაბათს თავიანთ ჯგუფებში პირველი ადგილები მოიპოვეს შოტლანდიამ, ესპანეთმა, ბელგიამ, ავსტრიამ და შვეიცარიამ, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. C ჯგუფში მსაჯის წამატებულ წუთებში გატანილი ორი გოლით სქოთებმა „ჰემპდენ პარკზე’’ 4:2 მოუგეს დანიას და მუნდიალის საგზური მოიპოვეს, სადაც 28 წელიწადია არ ყოფილან. ანგარიში მე-3 წუთზე სკოტ მაკტომინეიმ მაკრატელა დარტყმით გახსნა, მაგრამ რასმუს ჰოილუნდმა მეორე ტაიმში, 57-ე...

ვინ არის პასუხისმგებელი?..
ჩანაწერი

ვინ არის პასუხისმგებელი?..

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა უსუსურად, უსახელოდ და უხარისხოდ დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდი სოფიაში ჯგუფის აუტსაიდერ ბულგარეთთან 1:2 დამარცხდა. მასპინძლებმა ტაქტიკა თავიდანვე კონტრშეტევებზე ააგეს და უკვე 25-ე წუთზე რუსევისა და კრასევის გოლებით იგებდნენ. თამაშის გადასარჩენად ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა საყრდენი ნახევარმცველი ანრი მექვაბიშვილი მოხსნა და მის ნაცვლად საქმეში შემტევი გიორგი ქვილითაია ჩართო,...

მამუ იგებს
ჩანაწერი

მამუ იგებს

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ მაგარ ფორმაშია. კანადელებმა ბოლო ცხრა მატჩიდან რვა მოიგეს და ახლა აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე არიან. სასიამოვნოა, რომ ამ ყველაფერში საკუთარი წვლილი ჩვენებურსაც მიუძღვის. მართალია, შინ „ნიუ ორლეანთან “110:108 მოგებულ თამაშში სანდრო ისეთი შედეგიანი არ იყო, როგორც წინა შეხვედრებში, მაგრამ 15 წუთში, 7 ქულა, 4 მოხსნა და თითო პასი-დაფარება მაინც...

რეალის ბიჭებმა ჩუამენს უთხრეს…
ჩანაწერი

რეალის ბიჭებმა ჩუამენს უთხრეს…

ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატი და სულ უფრო მეტს მსჯელობენ იმაზე, თუ ვინ არის ტიტულის მთავარი პრეტენდენტი. საფრანგეთის ნაკრები ჩემპიონობასთან ბოლოს ოთხი წლის წინ იყო ახლოს ― ფინალში არგენტინასთან დამარცხდა, ისიც მხოლოდ და მხოლოდ პენალტებით. დღეს ფავორიტებად მსოფლიოს ჩემპიონ არგენტინას და 2024 წლის ევროპის ჩემპიონ ესპანეთს მიიჩნევენ, მაგრამ საფრანგეთიც რომ ერთ-ერთი ფავორიტთაგანია, ამაში ეჭვი არავის შეაქვს. „ლურჯებმა’’...

რასაკვირველია გერმანია და ჰოლანდია
ჩანაწერი

რასაკვირველია გერმანია და ჰოლანდია

ორშაბათს გაირკვა, რომ ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასულებს შეემატნენ ოთხგზის ჩემპიონი გერმანია და სამგზის ფინალისტი ნიდერლანდები. გერმანელებმა A ჯგუფში სტატუსის საკადრისად გაიმარჯვეს ― პირველ ადგილზე გავიდნენ და პირდაპირი საგზური მოიპოვეს. ფლეი-ოფში მათ მიერ 6:0 დამარცხებული სლოვაკეთი ითამაშებს. ანგარიში მე-18 წუთზე ნიკ ვოლტემადემ გახსნა, შემდეგ  კი „ჰოფენჰაიმის’’ მეკარე ოლივერ ბაუმანმა იხსნა ბუნდესმანშაფტი გოლის გაშვებისგან. ამას...

როდესაც მამარდაშვილი კონტრაქტს ხელს აწერდა, იცოდა რაც ელოდა
ჩანაწერი

როდესაც მამარდაშვილი კონტრაქტს ხელს აწერდა, იცოდა რაც ელოდა

საიტი liverpoolecho წერს, რომ „ლივერპულში’’ მეკარეებთან დაკავშირებით დელიკატური ვითარება შეიქმნა. გუნდს ჰყავს დიდი ალბათობით მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ალისონ ბეკერი. მის თადარიგში მოიაზრება გიორგი მამარდაშვილი, რომელშიც „ლივერპულმა’’ 29 მილიონი გირვანქა გადაიხადა. ქართველმა ევრო 2014-ზე გაიბრწყინა. მიუხედავად იმისა რომ „ლივერპულთან’’ კონტრაქტი გააფორმა, ის ერთი წლით იჯარის წესით „ვალენსიაში’’ დარჩა. ესპანეთში გატარებულ სამ სეზონში მან დაამტკიცა, რომ კონტინენტის...

პლუს ნორვეგია და პორტუგალია
ჩანაწერი

პლუს ნორვეგია და პორტუგალია

კვირას მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს ევროპიდან ნორვეგია და პორტუგალია შეემატნენ. პირველმა ამისათვის „სან სიროზე’’ იტალიას მოუგო (4:1) , მეორემ კი სომხეთს დიდი ანგარიშით აჯობა (9:1). გოლების მანქანამ ერლინგ ჰოლანდმა „სკუადრა აძურას’’ ოთხიდან ორი გაუტანა, ხოლო სომხებთან ჰეთ-თრიკი შეასრულეს ბრუნო ფერნანდეშმა და ჟოაუ ნევეშმა. I ჯგუფში ნორვეგიამ მეორე ადგილზე გასულ და ფლეი-ოფში მოხვედრილ იტალიას საბოლოოდ 6...

ჩანაწერი

სეზონი სინერმა შეაჯამა

იანიკ სინერი შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებულია! იტალიელმა ჩოგბურთელმა ტურინში შეკრებილ უძლიერეს ჩოგბურთელთა შორის იპირველა. სინერმა ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი კარლოს ალკარასი დამარცხა – 7:6; 7:5. პირველ სეტში ჩოგბურთელები უშეცდომოდ აწვდიდნენ და საქმე ტაი-ბრეკამდე მივიდა. იქ კი, თავს უფრო კომფორტულად სინერი გრძნობდა და სეტიც წაიღო. მეორე სეტის დასაწყისშივე ალკარასმა ბრეიკი გაახერხა, მაგრამ სინერმა მეექვსე გეიმში დაიბრუნა,...

წახვალ, ვილი ???
ჩანაწერი

წახვალ, ვილი ???

საქართველოს ნაკრებს ბევრჯერ წაუგია… წაუგია დიდი ანგარიშით… წაუგია უსიტყვოდ და უილაჯოდ… წააგო გუშინაც… წააგო ისე, რომ მოგების იმედიც არავის ჰქონია… პირველ ტაიმში ანგარიში უკვე 0:3 იყო. შესვენებაზე კი აბა რა მეკეთებინა, მეხსიერების უჯრედები შევატოკე და ამოტივტივდა – ჩვენები შინ, თბილისში, ისტორიაში მეექვსე მატჩს აგებდნენ დიდი ანგარიშით. შესვენების შემდეგ სამ მიღებულ გოლს ერთიც დაემატა და მივიღეთ...