ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ მაგარ ფორმაშია. კანადელებმა ბოლო ცხრა მატჩიდან რვა მოიგეს და ახლა აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე არიან.
სასიამოვნოა, რომ ამ ყველაფერში საკუთარი წვლილი ჩვენებურსაც მიუძღვის. მართალია, შინ „ნიუ ორლეანთან “110:108 მოგებულ თამაშში სანდრო ისეთი შედეგიანი არ იყო, როგორც წინა შეხვედრებში, მაგრამ 15 წუთში, 7 ქულა, 4 მოხსნა და თითო პასი-დაფარება მაინც მიითვალა.
ჩვენებურმა ხუთიდან ორი ორქულიანი და ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო. პასივში კი, ერთი დაკარგვა და სამი პერსონალური ფოლი ჰქონდა. ტორონრო მომდევნო მატჩს სტუმრად, ფილადელფიაში, 20 ნოემბერს გამართავს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:34აპოლომ აპოლონს მოუგო
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
სიახლეები04/11/2026 | 20:22დინამო ფინალშია…
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
