ფეხბურთის სუპერაგენტი ჯონათან ბერნეტი ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში დაიჭირეს. მას „სექსუალური მონის’’ გაუპატიურებასა და წვალებაში ადანაშაულებენ.
ქალს პირობითად (ან მართლა) ჯეინ დოუ ჰქვია. მან „ფორბსის’’ მიერ 2019 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან აგენტად აღიარებულ ბერნეტს ბრალი ავსტრალიიდან დიდ ბრიტანეთში თვითმფრინავით გადაყვანასა და სულ მცირე 39-ჯერ გაუპატიურებაში დასდო. ქალმა საჩივარი წლეულს, ივნისში აშშ-ში შეიტანა. იქ წერია, რომ ბერნეტმა იგი თავდაპირველად ლონდონის სასტუმროში გააუპატიურა, შემდეგ კი ექვსი წლის განმავლობაში აწვალებდა. ჯეინ დოუმ განმარტა, რომ ორი მოზარდის დედაა და აგენტზე ფინანსურად იყო დამოკიდებული.
„დეილი ტელეგრაფმა’’ მოიძია დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ ბერნეტი აღიარებს ქალისთვის განშორების მერე 1 მილიონი გირვანქის გადახდის ფაქტს. მან ამ თანხის სანაცვლოდ მსხვერპლს გაჩუმება მოსთხოვა.
ჯონათან ბერნეტს დაქირავებული ჰყავს ჰოლივუდის ცნობილი ადვოკატი მარტი სინგერი.
ბერნეტის მიერ გაჩარხული ყველაზე ცნობილი ტრანსფერებია: გარეთ ბეილის გადაყვანა „ტოტენჰემ ჰოთსფურიდან’’ „რეალში’’ (2013); ჯეკ გრილიშის გადაყვანა „ასტონ ვილადან’’ „მანჩესტერ სიტიში’’ (2021) და სხვა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/09/2026 | 08:42მიქაუტაძისთვის სახეირო არაფერი იყო
მთავარი ამბავი15/09/2026 | 07:18მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
