„რეალმა’’ ბილბაოში „სან მამესზე’’ 3:0 მოიგო და საყოველთაო აზრით მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა. „სამეფო კლუბისთვის’’ სასიხარულო საღამოს ჩრდილი ორმა ტრავმამ მიაყენა: 55-ე წუთზე ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა, ათი წუთის შემდეგ კი ედუარდო კამავინგამ დატოვეს მოედანი.
მწვრთნელი ჩაბი ალონსო რასაკვირველია კმაყოფილი დარჩა, რომ მისმა ფეხბურთელებმა ლა ლიგაში მიჯრით სამი ვერ-მოგების შემდეგ სამი ქულა მოიპოვეს. შემდეგ შეხვედრას „ლოს ბლანკოსი’’ კვირას „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ გამართავს, სადაც „სელტას’’ უმასპინძლებს.
ალექსანდერ-არნოლდი ისევე როგორც მთელი გუნდი ჩინებულად თამაშობდა, როდესაც გრძელი პასის გადაწოდება გადაწყვიტა და დაარტყა თუ არა ბურთს ფეხი მყისვე შეცვლა ითხოვა. მის ნაცვლად მოედანზე რაულ ასენსიო შეიყვანეს. დღეს ინგლისელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, თუმცა რადიო Cadena Cope-მ უკვე თქვა, რომ საქმე მარცხენა ბარძაყის უკანა კუნთის დაჭიმულობასთან გვაქვს. ახლა საჭიროა გაირკვეს რამდენად დაჭიმულია ეს კუნთი, რათა დადგინდეს, თუ რამდენ თამაშს გამოტოვებს ფეხბურთელი. ის შეიძლება მოედანს ერთ, თუმცა შეიძლება ექვს კვირაში დაუბრუნდეს.
ჩინებულად თამაშობდა კამავინგაც, მაგრამ მოწინააღმდეგესთან ორთაბრძოლის შემდეგ ჩაბი ალონსოს მისი არდა გიულერით შეცვლა მოუხდა. ფრანგის ტრავმა ერთი შეხედვით შეშფოთების საბაბს ნაკლებად იძლეოდა, მაგრამ „მარკამ’’ დაწერა, რომ ორივე შემთხვევა სერიოზულ გამოკვლევას მოითხოვს. კამავინგა მოედანს ტკივილით ტოვებდა.
„სელტას’’ შემდეგ „რეალს’’ ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისთან’’ უწევს დაპირისპირება, წლის ბოლომდე კი „სტუმრად „ალავესთან’’ და შინ „სევილიასთანაც’’ ითამაშებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი03/06/2026 | 09:02იანის ჰაჯი: საქართველოსთან ფრით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, მაგრამ…
სიახლეები02/06/2026 | 08:26ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის
აქეთურ-იქითური02/06/2026 | 07:08პარიზელები მარჯვენა გარემარბს მიადგნენ
აქეთურ-იქითური01/06/2026 | 08:41Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?
