
ოთხშაბათს „რეალმა’’ ლა ლიგაში სამმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და „სან მამესზე’’ „ბლიბაოს’’ შთამბეჭდავად მოუგო 3:0, მაგრამ იმავე შეხვედრაში დაშავდნენ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და ედუარდო კამავინგა. ამბობენ, რომ ინგლისელ მცველს შეიძლება ორ თვეზე მეტი გაუცდეს, ფრანგი კი შედარებით იოლად გამოვიდა მდგომარეობიდან. ის სავარაუდოდ შაბათს „სელტასთან’’ ითამაშებს.
ალექსანდერ-არნოლდი საუკეთესო ფორმას უახლოვდებოდა. ამის ნათელი დასტური იყო ის ფეხბურთი რომელიც მან ბასკეთში ითამაშა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა ინგლისელს მდგომარეობას უმძიმებს ― მსგავსი პრობლემა „ლივერპულის’’ ყოფილ მოთამაშეს სექტემბერშიც ჰქონდა, რის გამოც რამდენიმე კვირიანი მკურნალობა მოუხდა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ „რეალს’’ დაცვის მარჯვენა ფრთაზე პრობლემა აქვს, მითუფრო, რომ მუხლის ტრავმის გამო იანვრამდე დანი კარვახალის დაბრუნებასაც არ უნდა ველოდოთ და რომ დაბრუნდება, კიდევ საკითხავია, როგორ ფორმაში იქნება. ასეთივე დაზიანების გამო კარვახალმა მთელი გასული სეზონი გამოტოვა.
მადრიდელთა მწვრთნელს ჩაბი ალონსოს უნდა, რომ საუკეთესო ფორმაში ჰყავდეს ოთხი ფეხბურთელი, რომლებიც მეტწილად თადარიგში არიან, მაგრამ ნაახალწლევს მათზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ლაპარაკია როდრიგოზე, დანი სებალოსზე, გონსალო გარსიასა და ბრაჰიმ დიასზე. როგორც მადრიდული მედია წერს, ისინი მწვრთნელის B გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.
აი, ენდრიკი კი ალონსოს არ სჭირდება. „ლოს ბლანკოსთან’’ დაკავშირებული წყაროები წერენ, რომ ბრაზილიელი იანვარში სხვაგან გადავა. მისი შეძენა ძალიან უნდა ჟორჟ მიქაუტაძის მშობლიურ „ლიონს’’. ენდრიკმა მიმდინარე სეზონში მოედანზე სულ 11 წუთი დაჰყო. მან მაისში მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა, რის გამოც კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ წავიდა და მას მერე ერთადერთ შეხვედრაში ითამაშა ― 1 ნოემბერს „ვალენსიასთან’’ (4:0).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები02/06/2026 | 08:26ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის
აქეთურ-იქითური02/06/2026 | 07:08პარიზელები მარჯვენა გარემარბს მიადგნენ
აქეთურ-იქითური01/06/2026 | 08:41Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?
მთავარი ამბავი01/06/2026 | 07:20კვარა და ხუთი პარიზელი
