წელი: 2025

Home 2025
მამუს ტორონტომ წაგებას უხშირა
ჩანაწერი

მამუს ტორონტომ წაგებას უხშირა

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. კანადელები ამჯერად შინ, „ბოსტონ სელტიკსთან“ დამარცხდნენ – 113:121 და სატურნირო ცხრილი გაიუარესეს. „ტორონტო“ მეორე ადგილს მყარად ინაჩუნებდა, მაგრამ მიჯრით სამი წაგების შემდეგ მეოთხემდე დაეშვნენ და კონკურენტებიც ისე ახლოს არიან, ერთი წაფორხილებაც და ფლეი ოფის ზონას გასცდებიან. რაც შეეხება „ბოსტონთან“ მატჩს: ჩვენებური საქმეში სათადარიგოთა...

რეალი აირია
ჩანაწერი

რეალი აირია

გულშემატკივარს „რეალი’’ კვლავ ძლევამოსილი გუნდი ეგონა. ასეთი შთაბეჭდილება ბილბაოში 3:0 გამარჯვების შემდეგ შეიქმნა, მაგრამ აი, უმასპინძლა გუნდმა „სელტას’’ და მშობლიურ „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ 0:2 წააგო. „ლოს ბლანკოსი’’ შეხვედრის მსვლელობისას ყველა გაგებით ჩაფლავდა. მადრიდელებმა ნერვებიც ვერ მოთოკეს. ალვარო კარერასი მსაჯებთან კამათისთვის გააძევეს. იგივე ბედი ეწია სათადარიგო ფეხბურთელ ენდრიკს, რომელიც, როგორც მსაჯის ოფიციალურ პატაკში წერია „სკამიდან წამოდგა, ტექნიკური...

სალაჰის მხრიდან ეს გააზრებულ ნაბიჯს ჰგავდა
ჩანაწერი

სალაჰის მხრიდან ეს გააზრებულ ნაბიჯს ჰგავდა

„ლივერპულ ექოს’’ კორესპონდენტი პოლ გორსტი მო სალაჰის შესახებ წერს: „სალაჰმა ყველა ან ფაქტობრივად ყველა, ოთხასოცივე შეხვედრაში მატჩის შემდეგ თავაზიანად, მაგრამ კატეგორიულად მოუბოდიშა ჟურნალისტებს და მათთან ურთიერთობაზე უარი თქვა. უფრო ზუსტად, ეგვიპტელმა სუპერვარსკვლავმა ჟურნალისტებს კომენტარზე უარი 417 შემთხვევაში უთხრა და მხოლოდ სამჯერ გამოძებნა მათთან სალაპარაკო დრო. პირველად ეს მოხდა 2018 წელს, როდესაც პირობა ჰქონდა მიცემული, რომ...

არგენტინელების მორიგი რასისტული ხუმრობა
ჩანაწერი

არგენტინელების მორიგი რასისტული ხუმრობა

არგენტინელებისა და ფრანგების ქიშპი გრძელდება. საფრანგეთში ენცო ფერნანდესის გადაღებული და ინტერნეტში დადებული რასისტული სიმღერა ჯერ არ დავიწყებიათ, რომ ცეცხლს ნავთის ახალი ულუფა დაემატა: ვეტერანმა ფორვარდმა, არგენტინული ფეხბურთის ვარსკვლავმა სერხიო აგუერომ ერთ-ერთ პოდკასტში საჩოთირო ხუმრობაზე ისეთი ხარხარი მორთო, რომ პარიზში მიიპყრო ყურადღება. აგუერო და გადაცემის წამყვანები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგებს განიხილავდნენ, როდესაც ერთ-ერთმა წამყვანმა...

იბერია პირველია!
ჩანაწერი

იბერია პირველია!

ეროვნული ლიგის გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვა. „იბერიამ“ შინ 2:1 დაამარცხა „გაგრა“, 80 ქულა მოაგროვა და ორი პუნქტით გაუსწრო „დილას,“ რომელმაც შინ „დინამოსთან“ დაკარგა ქულები – 2:2. თუმცა გამარჯვების შემთხვევაშიც მეორე ადგილზე დარჩებოდა, რადგან „იბერიას“ ურთიერთშეხვედრებში ჰქონდა უპირატესობა და თანაბარი ქულების შემთხვევაშიც იპირველებდა. მთელი მეოთხე წრის განმავლობაში, 28-ე ტურიდან მოყოლებული, „იბერია“ და „დილა“ თანაბარი ქულებით...

რატომ ჩააგდო ლივერპულმა სალაჰი ავტობუსის ქვეშ?
ჩანაწერი

რატომ ჩააგდო ლივერპულმა სალაჰი ავტობუსის ქვეშ?

მო სალაჰმა „ლივერპულს’’ მის ავტობუსის ქვეშ ჩაგდებაში დასდო ბრალი. ეგვიპტელი შაბათს „ლიდსისა’’ მერსისაიდელების შეხვედრაში (3:3) სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მატჩის დამთავრების შემდეგ კი თქვა, რომ კარიერას არ დაამთავრებს კლუბში, სადაც ვიღაცას მისთვის ხელების შეწმენდა სურს. 33 წლის ვარსკვლავმა დაუფარავად ილაპარაკა: „ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ამ კლუბის წინაშე დიდი ღვაწლი მიმიძღვის. ეს კარგად ჩანდა წინა სეზონში, მაგრამ ამ...

სამი გოლი ალისონის კარში
ჩანაწერი

სამი გოლი ალისონის კარში

გიჟური თამაში გამოდგა „ლიდსი’’ „ლივერპულის’’ წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეკარეს გიორგი მამარდაშვილს მონაწილეობა კვლავ არ მიუღია. „ელანდ როუდზე’’ მერსისაიდელებმა ორჯერ გაუშვეს უპირატესობა ხელიდან. უგო ეკიტიკემ მეორე ტაიმის ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი შეაგდო, რის გამოც მასპინძლები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ 73-ე წუთზე დომინიკ კალვერტ-ლევინმა პენალტით შეამცირა სხვაობა, გერმანელმა ანტონ სტახმა კი მალე ანგარიში გაქვითა. მე-80 წუთზე...

კვარაცხელია არტისტული ფეხბურთელია
ჩანაწერი

კვარაცხელია არტისტული ფეხბურთელია

საფრანგეთის ჩემპიონმა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „პარი სენ ჟერმენმა’’ გადაწყვიტა მისთვის შესაფერის კალაპოტში დაბრუნებულიყო და „რენს’’ 5:0 მოუგო. ამ გამარჯვებამ პარიზელები მაქსიმალურად მიუახლოვა „ლანსს’’, რომელსაც ახლა ერთი ქულით ჩამორჩება. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ერთხმად აღიარეს ორი გოლის ავტორი ხვიჩა რენკვარაცხელია. Maxifoot-მა ქართველს 10-დან 8 ქულა დაუწერა, სიტყვებით კი მისი თამაში ასე შეაფასა: „სეზონის დასაწყისიდან შედარებით ჩამქრალმა...

კვარას გაღვიძების დრო
ჩანაწერი

კვარას გაღვიძების დრო

ტრიბუნაზე იჯდა ეტან მბაპე, მოედანზე კი იყო შვიდი ნომერი, რომელმაც მთელი „პარკ დე პრენსი’’ როგორც ერთი კაცი ისე წამოაყენა ფეხზე. ფოტოს რომელიც თქვენ წინაშეა შეეძლო დროის მანქანის როლიც ეთამაშა, მაგრამ მან თანამედროვე თავდამსხმელების წყვილისკენ გამავალი ფანჯარა გახსნა. ახალგაზრდული გუნდის ყოფილი თავდამსხმელი, რომელმაც წინა დღეს „ლილის’’ შემადგენლობაში „მარსელს’’ გოლი გაუტანა, შაბათს თავისი ბავშვობის კლუბის სანახავად მივიდა,...

ხვიჩას საღამო…
ჩანაწერი

ხვიჩას საღამო…

საფრანგეთის ჩემპიონატში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „რენო“ 5:0 დაამარცხა. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა – 28-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 67-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა. ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი 70-ე წუთზე შეცვალა – კვარა მატჩის სასუკეთესო მოთამაშედ დასახელდა (შეფასება: Flashscore – 9.3, Sofascore – 9.7). ლიგა 1-ის მიმდინარე სეოზნში ხვიჩას ანგარიშზე 3 გოლი და 3...