ტრიბუნაზე იჯდა ეტან მბაპე, მოედანზე კი იყო შვიდი ნომერი, რომელმაც მთელი „პარკ დე პრენსი’’ როგორც ერთი კაცი ისე წამოაყენა ფეხზე. ფოტოს რომელიც თქვენ წინაშეა შეეძლო დროის მანქანის როლიც ეთამაშა, მაგრამ მან თანამედროვე თავდამსხმელების წყვილისკენ გამავალი ფანჯარა გახსნა. ახალგაზრდული გუნდის ყოფილი თავდამსხმელი, რომელმაც წინა დღეს „ლილის’’ შემადგენლობაში „მარსელს’’ გოლი გაუტანა, შაბათს თავისი ბავშვობის კლუბის სანახავად მივიდა, მაგრამ პარიზის სტადიონზე იხილა არა ის, თუ როგორ ანთებდა მოედანზე ცეცხლს მის უფროსი ძმა, არამედ სხვა 7 ნომერი გვარით რომლის წარმოთქმა შეუძლებელია და რომელსაც შვიდნომრიანი მაისური კილიანისგან იანვარში ერგო.
ხვიჩა კვარაცხელია Scrabble-ში (სამაგიდო თამაშია) ქულების დამგროვებლად „რენთან’’ შეხვედრაში იქცა. ბოლოს მან დუბლი 17 მაისს „ოსერთან’’ (3:1) შეხვედრაში შეასრულა. ქართველმა ახლაც იგივე გაიმეორა, მაგრამ გოლების ავტორობის გარდა პარიზელების მეათე გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიც გახდა. ის საფრანგეთის დედაქალაქში ბოლო საახალწლო სატრანსფერო ფანჯრის დროს გადმობარგდა, მაგრამ დატოვა შთაბეჭდილება, თითქოს ყოველთვის პსჟ-ს მაისურა ეცვა. მისი აკლიმატიზაცია საოცრად სწრაფად მოხდა, თუმცა მიმდინარე სეზონში ორი სახე გამოაჩინა.
კვარაცხელია ევროპულ სარბიელზე უფრო შთაგონებულია. იქ მან ოთხ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გადააწოდა ანუ საშუალოდ თითო შეხვედრაში თითო საგოლე მოქმედება შეასრულა. სრულიად განსხვავებულია ქართველი საფრანგეთის ჩემპიონატში ― ნაკლებად დამაჯერებელი, არასტაბილური.
„მე ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგას ერთმანეთისგან არ ვასხვავებ. ასე ხდება ხოლმე, ეს უნდა გავიგოთ. მე მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაღალ დონეზეა, ამბიციურია. აღმავლობის და ჩავარდნის პერიოდები კი სეზონის განმავლობაში ყველა ფეხბურთელს აქვს’’, ― თქვა ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე, როდესაც მას კვარაცხელიას ორ სახეზე ჰკითხეს.
„პარკ დე პრენსზე’’ 2025 წლის ბოლო საშინაო შეხვედრაში ქართველმა უდავოდ სეზონის პირველი ნახევრის საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა. „ნაპოლის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა წარმოეჩინა ის სახე რომელიც ჩემპიონთა ლიგაში, „ატალანტასთან’’ შეხვედრაში ვიხილეთ, საუკეთესო გამოვლინებით. მას გასახურებლად 20 წუთი დასჭირდა. ამ გახურების პერიოდში კვარამ ცრუმოძრაობებით პრჟემისლავ ფრანკოვსკი გააგიჟა, შემდეგ კი თავისი მარცხენა ფრთა კანფეტივით გადაყლაპა, ირიბი დარტყმით გოლი შეაგდო და ამის შემდეგ მთლად გაიხსნა, თუმც მანამდეც საუკეთესო იყო თანაგუნდელთა შორის.
როდესაც ქართველმა დაინახა, რომ მისი პასებით სენი მაიულუმ და ოსმან დემბელემ გოლები ვერ გაიტანეს მაიულუს პასით, მძლავრი დარტყმით თავად გახადა ანგარიში 3:0. ეს იყო მისი კარიერის მეათე დუბლი, რომელიც საშობაო საჩუქარს ჰგავდა, ოღონდ აუცილებელია, რომ საჩუქარი კვარადონას საბოლოო გამოღვიძების წინაპირობა იყოს.
სტეფან ბიანში, პარიზიენი
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
