„ლივერპულისა’’ და „ბრაიტონის’’ შეხვედრის წინ მერსისაიდელთა გარშემო მთავარი თემა კვლავ მოჰამედ სალაჰის ამბავი იყო. მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე მწვრთნელმა არნე სლოტმა თქვა: „მე მოს ამ დილით დაველაპარაკები’’. ეს იმას ნიშნავდა, რომ პარასკევამდე ჰოლანდიელს და ეგვიპტელს პრობლემის გადაწყვეტა უშუალოდ არ უცდიათ. მწვრთნელმა დასძინა, რომ მათი საუბრის შედეგი გადაწყვეტს რა მოხდება შაბათს, ვეტერანი ვარსკვლავი გუნდს დაუბრუნდება თუ კვლავ დისტანციაზე...
წელი: 2025
სად წავიდა ნეგრეირას ანგარიშები?
ესპანეთში არსებობს „ნეგრეირას საქმე’’, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში გამოიკითხნენ „ბარსელონას’’ ყოფილი მწვრთნელები ერნესტო ვალვერდე და ლუის ენრიკე. გამოძიებამ აღმოაჩინა 7-8 მილიონი ევრო, რომელიც კატალონიურმა კლუბმა 17 წლის განმავლობაში მსაჯთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას ჩაურიცხა. სამართალდამცველებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ამ ფულის ნეგრეირასთვის ჩარიცხვა საეჭვოა ანუ კარგად დასაბუთებული არ არის. „ბარსელონას’’ ადვოკატებს დაცვის სტრატეგია იმაზე...
ბეშიქთაში სულ უფრო რეალური ხდება
სად დაამთავრებს სეზონს ზურიკო დავითაშვილი? 24 წლის ქართველს ლიგა 2-ის კლუბ „სენტ ეტიენთან’’ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს, მაგრამ ბოლო ცნობების თანახმად ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდი ალბათობით სხვაგან გადავა. ზაფხულში „სენტ ეტიენმა’’ ყველა ღონე იხმარა თავდამსხმელი რომ შეენარჩუნებინა. დავითაშვილის შეძენა უნდოდა რამდენიმე კლუბს როგორც საფრანგეთში ასევე მის გარეთ, მაგრამ „მწვანეებმა’’ ის არ გაუშვეს....
ყველაზე ძვირი მსოფლიო
გაირკვა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასები. ისინი სულ სამი კატეგორიისა იქნა და მათი ფასი იქნება: მესამე კატეგორია – 4 185 დოლარი მეორე კატეგორია – 5 560 დოლარი პირველი კატეგორია – 8 860 დოლარი არც ერთი კატეგორიის ბილეთებზე შეღავათები გათვალისინებული არ არის. საინტერესოა რომ წინა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის ბილეთი დაახლოებით შვიდჯერ იაფი, 600 დოლარამდე ღირდა....
ორი ამხანაგი…
საქართველოს ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჩვენები 26 მარტს, თბილისში ისრაელს უმასპინძლებენ, 29 -ში კი ლიეტუვას კაუნასში ესტუმრებიან. ამათ საქართველოს ამხანაგურ თუ ოფიციალურ დონეზე ბევრჯერ აქვთ ნათამაშევი. ისრაელთან საქართველოს ერთი მოგება, ორი ფრე და სამი წაგება აქვს. ჩვენები ისრაელს ევროპის 2012 წლის შესარჩევ ჯგუფში ორჯერ შეხვდნენ. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ქართველები ებრაელებს შინ უგოლოდ დაშორდნენ, სტუმრად კი 0:1...
ალისონი სალაჰს აუცილებლად დაელაპარაკება, მაგრამ ცალკე
„ლივერპულის’’ ნაქები მეკარე ალისონ ბეკერი დარწმუნებულია, რომ სკანდალი, რომელიც ბოლო დღეებში მოჰამედ სალაჰის გარშემო აგორდა გუნდის თამაშზე გავლენას არ იქონიებს. ბრაზილიელმა აგრეთვე მწვრთნელ არნე სლოტს აღუთქვა მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, „ლიდსთან’’ 3:3-ის შემდეგ ეგვიპტელმა ვარსკვლავმა რამდენიმე ისეთი კომენტარი გააკეთა, რომ გულშემატკივრები ააფორიაქა. სალაჰი „ლივერპულმა’’ „ინტერთან’’ ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ შეხვედრაში სათამაშოდ იტალიაში არ წაიყვანა, თუმცა ორშაბათს მან გუნდთან...
თერთმეტი ფეხბურთელი გისოსებს მიღმა დატოვეს
თურქულ ფეხბურთში სკანდალი გრძელდება. ორშაბათს სტამბოლის სასამართლომ ქვეყნის მთავარი და მეორე ლიგის თერთმეტი ფეხბურთელი პატიმრობაში დატოვა. მათგან ცხრას ბრალად თავიანთი გუნდების შეხვედრებზე ფსონების ჩასვლა ედება. გისოსებს მიღმა აღმოჩნდა ხუთი უმაღლესი დივიზიონის ფეხბურთელი. მათ შორის არიან „გალათასარაის’’ მცველი მეტეჰან ბალტაჩი, „ქონიასფორის’’ სენეგელელი გარემარბი ალასან ნდაო და „ფენერბაჰჩეს’’ ნახევარმცველი მერთ ჰაქან იანდასი, რომელსაც ტოტალიზატორში მესამე პირის დახმარებით...
დემბელეს სიცხე ჰქონდა, შევალიე ვერ ითამაშებს
ხვალ „პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას გამართავს ბილბაოში. თუკი დღეს პარიზული გუნდის შესახებ რამეს ლაპარაკობენ, ეს მეკარის ამბავია ― პსჟ-ს კარს ზედიზედ მეორე შეხვედრაში რუსი მატვეი საფონოვი დაიცავს. ლუკა შეავალიე ჯერაც მარჯვენა კოჭის შემაწუხებელ ტკივილს გრძნობს. მას „მონაკოსთან’’ საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრაში ლამინ კამარას უხეში ვარდნის გამო ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. „რენთან’’ თამაში შევალიემ უკვე გამოტოვა....
დებიუტანტები და ლელო ევროპაში
გასულ უქმეებზე რაგბის ქომაგთა ყურადღება ევროთასებზე იყო გამახვილებული – ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე პირველი ტური გაიმართა. ჩემპიონთა თასი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ეგიდით მოქმედი ჩემპიონთა თასი კონტინენტის მთავარი საკლუბო ტურნირია და მისი ამჟამინდელი ჩემპიონი ფრანგული „ბორდო“ გახლავთ, რომელმაც ტიტულის დაცვა საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყო – პრეტორიის გრანდიოზულ „ლოფტუს ფერსფელდზე“ ადგილობრივი „ბულზი“ 46:33 დაამარცხა. რაც შეეხება ქართულ...
რომელ საათზე დაიწყება მუნდიალის მატჩები?
ვაშინგტონში გამართული წილისყრის შემდეგ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატმა უფრო მკაფიო კონტურები შეიძინა. დაზუსტდა რომელი თამაში სად და როდის გაიმართება. ზოგი შეხვედრა, მაგალითად, საქართველოს დროით 20 საათზე დაიწყება, თუმცა იქნება მატჩები, რომელთა დაწყების დრო იქნება ღამის 4 საათი. სულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეხვედრები 13(!) სხვადასხვა დროს დაიწყება. მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს სამი ქვეყნის 16 ქალაქი უმასპინძლებს, რომლებიც...









