საშობაო სატრანსფერო ბაზრის გახსნამდე ორი კვირით ადრე თითქოს მინიშნება იყოო, „ლივერპულს’’ „ბრაიტონთან’’ შეხვედრაში (2:0) ჯო გომესი დაუშავდა. ეს მოხდა შეხვედრის მე-20 წუთზე. 28 წლის ფეხბურთელს ახლა ათასგვარ ექოსკოპიას გადაუღებენ და დაადგენენ, რამდენი ხანი უნდა იმკურნალოს და იუქმოს. ბედის ირონიაა, 2024 წლის დეკემბრის შემდეგ ეს იყო გომესისთვის ყველაზე სტაბილური პერიოდი ― ზედიზედ ოთხი გამოსვლა სასტარტო შემადგენლობაში...
წელი: 2025
ხვალ ფიფა საუკეთესოს დაასახელებს
ოსმან დემბელემ „ოქროს ბურთის’’ შემდეგ შესაძლოა კიდევ მიიღოს დიდი ინდივიდუალური ჯილდო. ფიფას წლის საუკეთესოთა დაჯილდოება ხვალ, სამშაბათს დოჰაში გაიმართება. გამარჯვებულს თერთმეტი ნომინანტიდან შეარჩევენ. „პარი სენ ჟერმენის’’ თავდამსხმელი შორტ ლისტშია. აქვეა პარიზული კლუბის ყოფილი ვარსკვლავი, ახლა „რეალში’’ საუცხოოდ მოთამაშე კილიან მბაპე. გალა-ვახშამი გაიმართება ჯერ კიდევ შემორჩენილი საკონტინენტთაშორისო თასის წინა საღამოს. მას 800 სტუმარი დაესწრება. რაც შეეხება...
ეროვნული ლიგა დებიუტანტებმა შეავსეს
გაიმართა ეროვნული ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩები, რომლებშიც დებიუტანტებმა, „სპაერმა“ და „მეშახტემ“ იმძლავრეს და მომავალ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის მთავარ ლიგაში ითამაშებენ. ტყიბულის „მეშახტისა“ და „თელავის“ პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრაში თელეველები დაწინაურდნენ, მაგრამ „მეშახტემ“ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა, საბოლოოდ კი პენალტების სერიაში 4:2 მოიგო და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა. პირველი...
ირლანდიური კოშმარი – 0:52
დიახ, ასეა. სხვა ეპითეტს ძნელად თუ მოუძებნი იმას, რაც „შავ ლომს“ ირლანდიის ქალაქ გალუეის „დექსკომ სთედიუმზე“ შეემთხვა. ჩელენჯ თასის 2025/2026 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ქართული სარაგბო ფრენჩაიზი ირლანდიის მწვანე კუნძულს სტუმრობდა და ეს სტუმრობა მართლაც კატასტროფული შედეგით დასრულდა – იქაურმა „კონახტმა“ საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდს 8 უპასუხო ლელო გაუტანა, მათ შორის 3 –...
სალაჰმა ჟურნალისტები ამჯერად თავიდან მოიშორა
როგორც ჩანს მო სალაჰზე ტყუილად არ ამბობენ, ჟურნალისტებს მაშინ ელაპარაკება როდესაც თავად სჭირდებაო. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის წინა შეხვედრის (ლიდსში 3:3) მერე ეგვიპტელმა თავად მიაკითხა მიქს-ზონაში შეკრებილ ჟურნალისტებს და გასაუბრება სთხოვა, „ბრაიტონთან’’ 2:0 მოგების შემდეგ კი როდესაც პრესის წარმომადგენლებმა კომენტარი სთხოვეს, ღიმილით უპასუხა: „ზედიზედ ორი წუთი უნდა ვილაპარაკო? არა!’’ „ბრაიტონთან’’ სალაჰი მოედანზე 26-ე წუთზე შევიდა, როდესაც...
წიტას ბენეფისი პარიზელთა გამარჯვების ფონზე
„პარი სენ ჟერმენმა’’ „მეცს’’ სტუმრად 3:2 მოუგო. ეს პარიზელთათვის ლიგა 1-ის ცხრილში პოზიციების შენარჩუნება-გამყარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ის გახლდათ ლუის ენრიკეს გუნდის მხოლოდ მეორე მოგება ყველა შეჯიბრების ბოლო ოთხ შეხვედრაში, სტუმრებმა კი ზედიზედ მეოთხედ წააგეს და ბოლო ადგილზე არიან. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა სხვა რამით იყო საინტერესო: საფრანგეთში გამართულ ქართულ დერბიში, მასპინძლეთა მხრიდან მონაწილეობა...
ზურიკოობა სენტ ეტიენში
„სენტ ეტიენმა’’ შინ ბოლოადგილოსან „ბასტიასთან’’ 2:2 ითამაშა. ამ მატჩამდე კორსიკელებს სტუმრად გოლი არ ჰქონდათ გატანილი. „მწვანეები’’ როგორც თავის ასევე მეტოქის საჯარიმოსთან უყურადღებოდ იყვნენ, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარი ის არის, რომ მასპინძლების ორივე გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. თავდამსხმელმა, რომელიც ნაახალწლევს შეიძლება „ბეშიქთაშის’’ ფეხბურთელი გახდეს, თავისი გუნდი წაგებისგან იხსნა. მან ორჯერ გაათანაბრა ანგარიში. ქულების დაკარგვის მიუხედავად „სენტ...
ზურიკოს დუბლით სენტ ეტიენმა ქულა მოიპოვა [VIDEO]…
საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილმა ბასტიასთან მატჩში დუბლი შეასრულა, მაგრამ ქართველის ფეხბურთელის კარიგ თამასით გუნდმა ვერ ისარგებლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 2-2. არადა, მოგებაც შეეძლოთ, ბოლოს 87-ე წუთზე ტარდეუს პენალტი რომ გაეტანა… გოლები კი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ჩინებული გაიტანა. იხილეთ ვიდეო
წიტაიშვილმა პსჟ-ს გაუტანა [VIDEO]
საფრანგეთის ლიგა 1-ში, „მეცისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის მე-80 წუთზე გიორგი წიტაიშვილმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, რამდენიმე მეტოქეს გასცდა და რუს მატვეი საფონოვს შესანიშნავი გოლი გაუტანა. იხილეთ ვიდეო:
მეორე ტური – კონახტთან
შაბათისა და კვირის მიჯნაზე, 0:00-ზე, ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ დაიწყებს ჩელენჯ თასის მეორე ტურის მატჩს. რიჩარდ კოკერილის გუნდის მეტოქე ირლანდიური ფრენჩაიზი „კონახტია“. ეს სარაგბო გუნდი საკმაოდ ავტორიტეტულია, ოდესღაც „კელტთა ლიგის“ გამარჯვებულიც ყოფილა, თუმცა დღეს რთულ პერიოდს გადის. შარშანდელი „რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი“ ხომ ჩააგდო და წლევანდელ გათამაშებაშიც მე-9 ადგილზეა. თუმცა, ასეა თუ ისე, ირლანდიურ გუნდთან მათსავე...







![Zuriko-davitashvili ზურიკოს დუბლით სენტ ეტიენმა ქულა მოიპოვა [VIDEO]…](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Zuriko-davitashvili-1.jpg)
![Tsitaishvili წიტაიშვილმა პსჟ-ს გაუტანა [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Tsitaishvili.jpg)
