„ამ შეხვედრის გმირი ერთადერთი ადამიანი შეიძლება იყოს. ეს მატვეი საფონოვია, რომელმაც განაახლა დებატები იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს „პარი სენ ჟერმენის’’ მთავარი მეკარე. პენალტების სერიაში ოთხი დარტყმის მოგერიებით მან პარიზულ კლუბს წლის მეექვსე ტიტული მოუტანა და ეს მოხდა იმ მატჩის შემდეგ, რომელიც მისმა თანაგუნდელებმა ცუდად ჩაატარეს’’ ― წერს „პარიზიენი’’ საკონტინენტთაშორისო თასის შეხვედრის მეორე დღეს....
წელი: 2025
კვარას გოლი ფინალში [VIDEO]…
საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ ბრაზილიურ „ფლამენგოს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა – 1:1 (პენ. 2:1). შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა… იხილეთ ვიდეო…
ნახევარი სეზონის სიმბოლური Maxifoot-ის ვერსიით
პოპულარული ფრანგული საიტი Maxifoot საახალწლოდ ლიგა 1-ის სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლურ ნაკრებს წარმოგვიდგენს. პორტალი ხაზგასმით წერს, რომ ფეხბურთელების ფასი და ვარსკვლავობა არ გაუთვალისწინებია, საფუძვლად მათი თამაშის ფაქტობრივი მხარე დაიდო. რასაკვირველია, ლაპარაკია პერიოდზე აგვისტოდან დეკემბრის ბოლომდე. Maxifoot-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა „ლანსის’’ შვიდი, „პარი სენ ჟერმენის’’ ხუთი, „მარსელის’’ სამი, „სტრასბურის’’ ორი და „ლიონის’’, „რენის’’, „ანჟესა’’ და „ლორიანის’’...
ფიფამ იაფი ბილეთები მოიგონა
ფიფამ უკან დაიხია. მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფასმა გულშემატკივარი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღაშფოთა, რის გამოც ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. ჯანი ინფანტინომ და მისმა თანამშრომლებმა გამოაცხადეს, რომ მუნდიალის მონაწილე ქვეყნების ქომაგთათვის შექმნიან ბილეთების ახალ კატეგორიას, რომელსაც „გულშემატკივართა საბაზო ტრიბუნას’’ დაარქმევენ. ამ კატეგორიის ბილეთის შეძენა შეჯიბრების 104-ვე შეხვედრაზე შესაძლებელი იქნება 60 დოლარად. ბილეთის...
დემბელე ფიფასთვისაც საუკეთესოა
„ოქროს ბურთის’’ მფლობელ ოსმან დემბელეს 2025 წელს მსოფლიოში ბადალი მართლა რომ არ ჰყავდა ფიფას გამოკითხვამაც დაადასტურა ― 16 დეკემბერს დოჰაში „პარი სენ ჟერმენისა’’ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კიდევ ერთი უდიდესი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო. ამ გამოკითხვაში ხმას აძლევენ გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ნაკრები გუნდების კაპიტნები და მწვრთნელები. შარშან ფიფას საუკეთესო ვინისიუსი იყო. დემბელეს გარდა შორტ-ლისტში მოხვდნენ პსჟ-ს ფეხბურთელები...
მამუ 11 ქულით დაბრუნდა
NBA-ში თასის გათამაშებით გამოწვეული პაუზა იყო და ეს შესვენება კარგად წაადგა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსს“. კანადელებს მიჯრით ოთხი მატჩი ჰქონდათ წაგებული და რომ იტყვიან, პაუზამ სულზე მიუსწრო. გუნდიც მოგებით დაბრუნდა – „ტორონტომ“ სტუმრად „მაიამი ჰიტი“ 106:96 დაამარცხა. მამუმ მოედანზე 18.33 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ ოთხიდან ორი...
ვინ წაშალა მატვეი საფონოვი?
„პარი სენ ჟერმენს’’ ხვალ საკონტინენტთაშორისო თასზე ბრაზილიურ „ფლამენგოსთან’’ აქვს თამაში. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ყატარში გამგზავრების წინ გუნდური ფოტო გადაიღო, რომელსაც მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ფოტოზე ცუდად ჩანს რუსი მეკარე მატვეი საფონოვი (მას წინა რიგში მდგომი ხვიჩა კვარაცხელია ეფარება), რამაც გააჩინა ეჭვი, რომ პარიზელთა სოციალური მედიისა და მარკეტინგის ჯგუფმა ის განზრახ ამოშალა. გამოქვეყნებულ სურათზე რუსის მარტო ფეხები და...
ტრამპ, შეუშვი ტექსტორი პარკინგზე!
ჯონ ტექსტორი ექსტრავაგანტური კაცია, რომელიც სკანდალურ განცხადებებს არ ერიდება და მედიასაც ამიტომ უყვარს. ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც „ლიონის’’ პრეზიდენტი იყო, RMC sport-ის გადაცემა Rothen s’enflamme-ში მონაწილეობდა, სადაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯერ „ლიონის’’ პრეზიდენტის რანგში თავის წინამორბედს ჟან-მიშელ ოლას დაესხა თავს, შემდეგ კი… დონალდ ტრამპსაც გადასწვდა. ტრამპის შვილები მისი მეზობლები ყოფილან. „ტრამპზე მაინცდამაინც ბევრს არ ვფიქრობ, ―...
ნაკრები უთავოდ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა. რიჩარდ კოკერილს კონტრაქტი დამუთავრდა და რაგბის კავშირმა ის აღარ გაახანგრძლივა. „ვამაყობ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული პერიოდით. მე შევქმენი მყარი ფუნდამენტი გუნდის მომავლისთვის და მას უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე მანამდე იყო. საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა გასაოცარი კულტურითა და თბილი, სტუმართმოყვარე ხალხით. ქართველებთან მუშაობით უნიკალური სარაგბო და ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე“ –...
დაგნარი იტალიურად
„ჯენოასა’’ და „ინტერის’’ ფანებმა „სტადიო ლუიჯი ფერარისზე’’ იჩხუბეს. საქმეში პოლიციას მოუხდა ჩარევა. მილანელებმა 2:1 მოიგეს, თამაშამდე კი დიდი არეულობა იყო, ავტომობილები იწვოდა. ხელისუფლებამ ხულიგნების დასაშოშმინებლად სპეცრაზმი გამოიყენა. იტალიური „სქაი სპორტი’’ იტყობინება, რომ მასპინძელმა გულშემატკივრებმა სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილას შეჯგუფებულ სტუმრებს სხვადასხვა ნივთი დაუშინეს. ჯაბანნი არც მილანელები აღმოჩნდნენ, ტიხარი გაანგრიეს და მოდით, რა ბიჭები ხართ გვაჩვენეთო...

![Kvara_1 კვარას გოლი ფინალში [VIDEO]…](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Kvara_1.jpg)







