„სენტ ეტიენის’’ ორმა ფეხბურთელმა გასულ ზაფხულს მედიის ყურადღება მიიპყრო და სავარაუდოდ ზამთარშიც იგივე მოხდება. ლაპარაკია ლუკა სტასენსა და ზურიკო დავითაშვილზე, რომელთა შეძენას, როგორც კი სატრანსფერო ბაზარი გაიხსნება, ბევრი მოინდომებს. თუმცა, საინტერესოა, რომ „მწვანეების’’ მწვრთნელს ერიკ ჰორნელანდს ეს როგორც თავად ამბობს მაინცდამაინც არ ადარდებს. ჟურნალისტებთან ქართველი ფეხბურთელის შესახებ ლაპარაკისას ჰორნელანდმა კმაყოფილება გამოხატა, თუმცა არც ის დაუმალავს,...
წელი: 2025
ახალი სერია: პერესი vs ლაპორტა
ვითომ „რეალსა’’ და „ბარსელონას’’ შორის ურთიერთობა უმჯობესდება? სრულებითაც არა. მადრიდელთა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ამ კვირაში კიდევ ერთხელ გაიშვირა თითი კატალონიური კლუბისკენ და საზოგადოებას ხოსე ნეგრეირას საქმე შეახსენა. მისმა ბარსელონელმა კოლეგამ ჟოან ლაპორტამ ეს აგრესიად მიიჩნია და სიტყვას სიტყვით უპასუხა. არადა, სუპერლიგის შექმნის საქმეში პერესი და ლაპორტა თანამოაზრეები არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ევროპაში...
ის ბარსა თუ ეს პსჟ?
„პარი სენ ჟერმენმა’’ „ფლამენგოს’’ პენალტებით მოუგო და საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა. 2025 წელს ეს პარიზელთა გუნდის მეექვსე ტიტული გახლდათ. ასეთი შედეგისთვის ადრე მხოლოდ „ბარსელონას’’ და „ბაიერნს’’ მიუღწევია 2009 და 2020 წლებში. ფრანგული საიტის sofoot-ის ჟურნალისტ ტომა მოლერკს გაუჩნდა კითხვა: რომელი გუნდი სჯობია წლევანდელი პსჟ თუ 2009 წლის „ბარსელონა’’? მან თავისი მოსაზრებები გაგვაცნო, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ. ისტორია...
რა მოუვიდა პარიზელთა თავდასხმას ფლამენგოსთან?
„პარიზიენმა’’ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც საკონტინენტთაშორისო თასზე „პარი სენ ჟერმენის’’ გამარჯვებას ეხება და „ფლამინგოსთან’’ მატჩს (1:1; პენალტებით პარიზელებმა მოიგეს) განსხვავებული კუთხით განიხილავს. წერილი კარში დარტყმების სტატისტიკით იწყება: დეზირე დუე – 1, კანგ ინ ლი – 1, ხვიჩა კვარაცხელია – 2, ბრედლი ბარკოლა – 1, ოსმან დემბელე – 4. ეს იმას ნიშნავს, რომ პარიზელთა 23 დარტყმიდან შემტევი...
კიდევ ერთი ქართველი შტურმში…
22 წლის გიზო მამაგეიშვილი ოთარ კიტეიშვილის თანაგინდელი გახდა – თბილისის „იბერიას“ კაპიტანმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი და კლუბმა ეს ამბავი ოფიციალურად დაადასტურა. ავსტრიის ტოპკლუბ „შტურმთან“ კონტრაქტის გაფორმებით გახარებული ვარ. ამ კლუბში ოთარ კიტეიშვილი თამაშობს და კონტრაქტს ხელი როგორც კი მოვაწერე მაშინვე მას დავუკავშირდი. მან „შტურმი“დადებითად დამიხასიათა. მოუთმენლად ველოდები, როდის გავიცნობ თანაგუნდელებს და დავიწყებ მზადებას სეზონის განახლებისთვის....
ნიგერია კონგოს ფიფაში უჩივის…
ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციამ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შემდეგ (1:1, 3:4 პენალტებში) ფიფა-ში საჩივარი შეიტანა – ამის შესახებ ESPN-ი იტყობინება. წყაროს ცნობით, ნიგერიული მხარე მიიჩნევს, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებში ექვსიდან ცხრა მოთამაშე იყო, რომლებსაც მოქალაქეობასთან დაკავშირებული დარღვევების გამო თამაშის უფლება არ ჰქონდათ. ეს ფეხბურთელები ევროპაში დაიბადნენ და არ უთქვამთ...
ბრიტანეთის პრემიერი ფიფა-ს: დაწიეთ ფასები!
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ფიფა-ს სთხოვა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების ფასები გულშემატკივრების უმეტესობისთვის ხელმისაწვდომი იყოს. „მოხარული ვარ ფიფა-ს განცხადებით ბილეთების ფასების შემცირების შესახებ. თუმცა, როგორც ადამიანი, რომელიც ადრე ბილეთებზე ფულს ზოგავდა, მოვუწოდებ ორგანიზაციას, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს, რათა ბილეთები ნამდვილად ხელმისაწვდომი გახდეს და უზრუნველყოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატმა არ დაკარგოს კავშირი ნამდვილ გულშემატკივრებთან, რომლებიც...
ნაგელსმანისთვის საუკეთესო არტეტაა…
გერმანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თავისი არჩევანი გააკეთა ფიფა-ს 2025 წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მინიჭების შესახებ ხმის მიცემისას. გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ყველაზე მეტად იმსახურებს ამ ჯილდოს. მეორე ადგილზე „ჩელსის“ დამრიგებელი ენცო მარესკა გავიდა, მის სამეულში „ლივერპულის“ თავკაცი არნე სლოტიც მოხვდა. პრიზი კი „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ...
ვის მისცეს ხმა ლივერპულელებმა
ფიფას წლის საუკეთესოთა დაჯილდოებაზე უკვე მოგახსენეთ, ახლა კი ამ მოვლენას „ლივერპულის’’ გადასახედიდან შევხედოთ. გიორგი მამარდაშვილის კლუბის ოფიციალურმა საიტმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლეო მესიმ თავის ანკეტაში საუკეთესო მწვრთნელთა შორის არნე სლოტი საერთოდ არ ჩაწერა. „ბარსელონას’’ ყოფილმა მეგავარსკვლავმა პირველ ადგილზე ლუის ენრიკე გაიყვანა, მეორეზე ჰანსი ფლიკი და მესამეზე მიკელ არტეტა. მოგეხსენებათ, ფიფას...
ხვიჩას წვლილი პარიზელთა მეექვსე ტიტულში
ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა შეხვედრაში, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა’’ „ფლამენგო’’ პენალტებით დაამარცხა და 2025 წლის მეექვსე ტიტული მოიგო. ეს ტიტულებია: ლიგა 1-ის ჩემპიონობა, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი. პსჟ-ს და „ფლამენგოს’’ შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო დამთავრდა 1:1, პენალტების სერიაში კი მატვეი საფონოვმა ოთხი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ოსმან დემბელესა...









