გერმანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თავისი არჩევანი გააკეთა ფიფა-ს 2025 წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მინიჭების შესახებ ხმის მიცემისას.
გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ყველაზე მეტად იმსახურებს ამ ჯილდოს. მეორე ადგილზე „ჩელსის“ დამრიგებელი ენცო მარესკა გავიდა, მის სამეულში „ლივერპულის“ თავკაცი არნე სლოტიც მოხვდა.
პრიზი კი „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მოიპოვა. გასულ სეზონში, ესპანელის ხელმძღვანელობით, პსჟ-მ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და საფრანგეთის სუპერთასი. ფრანგულმა კლუბმა ასევე მიაღწია საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს და მოიგო უეფა-ს სუპერთასი, – გვამცნობს ფიფა-ს ოფიციალური ვებგვერდი.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
მთავარი ამბავი19/07/2026 | 21:13ორი ოქრო სარაევოდან
სიახლეები14/07/2026 | 22:24შვიდი წლის მერე…
