
ფიფას წლის საუკეთესოთა დაჯილდოებაზე უკვე მოგახსენეთ, ახლა კი ამ მოვლენას „ლივერპულის’’ გადასახედიდან შევხედოთ. გიორგი მამარდაშვილის კლუბის ოფიციალურმა საიტმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლეო მესიმ თავის ანკეტაში საუკეთესო მწვრთნელთა შორის არნე სლოტი საერთოდ არ ჩაწერა. „ბარსელონას’’ ყოფილმა მეგავარსკვლავმა პირველ ადგილზე ლუის ენრიკე გაიყვანა, მეორეზე ჰანსი ფლიკი და მესამეზე მიკელ არტეტა. მოგეხსენებათ, ფიფას გამოკითხვაში გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების გარდა ნაკრები გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობენ.
არტეტამ საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. სლოტმა მას მაინც გაუსწრო.
ქვემოთ გთავაზობთ, რომელმა ლივერპულელმა ვის მისცა ხმა:
ვირჯილ ვან დაიკი (ნიდერლანდები)
ფეხბურთელები – მოჰამედ სალაჰი, ოსმან დემბელე, ნუნუ მენდეში.
მწვრთნელები – არნე სლოტი, ლუის ენრიკე, ჰანსი ფლიკი.
მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე)
ფეხბურთელები – აშრაფ ჰაკიმი, ოსმან დემბელე, კილიან მბაპე.
მწვრთნელები – ლუის ენრიკე, არნე სლოტი, ჰანსი ფლიკი.
ენდი რობერტსონი (შოტლანდია)
ფეხბურთელები – მოჰამედ საალჰი, ოსმან დემბელე, ნუნუ მენდეში.
მწვრთნელები – არნე სლოტი, ლუის ენრიკე, ჰანსი ფლიკი.
დომენიკ სობოსლაი (უნგრეთი)
ფეხბურთელები – მოჰამედ სალაჰი, ოსმან დემბელე, კილიან მბაპე.
მწვრთნელები – არნე სლოტი, ლუის ენრიკე, ჰანსი ფლიკი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
