NBA-ში თასის გათამაშებით გამოწვეული პაუზა იყო და ეს შესვენება კარგად წაადგა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსს“. კანადელებს მიჯრით ოთხი მატჩი ჰქონდათ წაგებული და რომ იტყვიან, პაუზამ სულზე მიუსწრო.
გუნდიც მოგებით დაბრუნდა – „ტორონტომ“ სტუმრად „მაიამი ჰიტი“ 106:96 დაამარცხა.
მამუმ მოედანზე 18.33 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ ოთხიდან ორი ორქულიანი და ხუთიდან ორი სამქულიანი ჩააგდო, რასაც ერთი საჯარიმოც დააყოლა. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, ხოლო მისი მოედანზე ყოფინისას „ტორონტომ“ მეტოქეზე 19 ქულით მეტი ჩააგდო.
„ტორონტოს“ 27 თამაშის შემდეგ 16 მოგება და 11 მარცხი აქვს. კანადელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე არიან. „რეპტორსი“ მომდევნო მატჩში მამუს ყოფილ გუნდს, „მილუოკის“ ესტუმრება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
