საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა. რიჩარდ კოკერილს კონტრაქტი დამუთავრდა და რაგბის კავშირმა ის აღარ გაახანგრძლივა.
„ვამაყობ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული პერიოდით. მე შევქმენი მყარი ფუნდამენტი გუნდის მომავლისთვის და მას უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე მანამდე იყო.
საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა გასაოცარი კულტურითა და თბილი, სტუმართმოყვარე ხალხით. ქართველებთან მუშაობით უნიკალური სარაგბო და ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე“ – თქვა რიჩარდ კოკერილმა დამშვიდობებისას.
კოკერილის ნაცვლად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. უპირველეს კანდიდატად ფრენკ აზემა განიხილება, რომელმაც ელიტური, პირველი დივიზიონის „პერპინიანი“ ოქტომბერში დატოვა. მას „კლერმონსა“ და „ტულონში“ უმუშავია. „კლერმონი“ კი 2017 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახადა.
თუმც, ბორჯღალოსნებისთვის სხვა მწვრთნელის ძიებაც მიმდინარეობს და იმედია, მალე ყველასთვის საურველ სპეციალისტზე შეჩერდება არჩევანი.
კოკერილი კი შესაბამისად აღარც ნაკრების საბაზო „შავ ლომში“ იმუშავებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
