წელი: 2023

Home 2023
ქოჩორაშვილის გუნდმა მოიგო
ჩანაწერი

ქოჩორაშვილის გუნდმა მოიგო

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს” ხუთი ტური არ მოეგო, მაგრამ ბოლოს ნავსი გაწყდა —  „ვილიარეალი” დაამარცხა 2:1. ეს იყო ღია თამაში, აქეთ-იქით აცილებული პენალტებით და ხავი კალეხას ქვეშევრდომებისთვის სეგუნდადან ლა ლიგაში აღზევების ახალი იმედით. ვალენსიის „ესტადი სიუტატზე” გამართული შეხვედრა მასპინძელთათვის მეტი რომ არ შეიძლება ისე კარგად დაიწყო: დანი გომესმა მეორე წუთზევე გახსნა ანგარიში, მაგრამ მე-7 წუთზე მამადუ...

ბარახას პირველად მოუტრიალეს
ჩანაწერი

ბარახას პირველად მოუტრიალეს

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ჟირონასთან” 1:2 წააგო. ქართველ მეკარეს ვერავინ დაემდურება, მან თავისი წილი კარგად ითამაშა, რამდენიმე ძნელად მოსაგერიებელ დარტყმას გაართვა თავი, მთლიანობაში კი გუნდს ხარისხიან ფეხბურთამდე ბევრი აკლია. როგორც გაირკვა ეს იყო 2023 წლის თებერვლის ანუ მწვრთნელის თანამდებობაზე რუბენ ბარახას დანიშვნის შემდეგ პირველი თამაში, როდესაც „ღამურებმა” ანგარიში გახსნეს, მაგრამ მაინც წააგეს. აქამდე მეტოქემ დაწინაურებულ „ვალენსიას”...

ევროჯგუფები დაკომპლექტდა
ჩანაწერი

ევროჯგუფები დაკომპლექტდა

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ევროპის 2024 წლის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელმაც მომავალი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ქვეჯგუფებში გადაანაწილა. გერმანიაში მოსახვედრად საქართველოს ნაკრებიც იბრძვის, რომელიც 2024 წლის მარტში ფლეი ოფის გავლით შეეცდება ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. საქართველოს ნაკრები 21 მარტს ნახევარფინალში ლუქსემბურგის ნაკრებს ეთამაშება, წარმატების შემთხვევაში 26 მარტს ფინალში საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება. C...

შავი ლომი ფინალშია!
ჩანაწერი

შავი ლომი ფინალშია!

მართალია, ქართული სარაგბო ფრენჩაიზის წარმატებაში ეჭვი ისედაც არავის ეპარებოდა, მაგრამ „შავი ლომის“ ესოდენ იოლი გამარჯვება მოსალოდნელი მაინც არ ყოფილა. „ავჭალის“ ბიბინა გაზონზე ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე კი მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, თუმცა „შავი ლომისა“ და ესპანური „იბერიანსის“ დონეებს შორის მთელი უფსკრული იყო და ანგარიში ამ დიდი სხვაობის საუკეთესო საზომია – 41:0! „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ნახევარფინალში...

პატარა გერმანია მსოფლიო ჩემპიონია
ჩანაწერი

პატარა გერმანია მსოფლიო ჩემპიონია

გერმანიის 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ინდონეზიაში მიმდინარე ჭაბუკთა მონდიალის ფინალში გერმანიის ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა. გერმანელები შეხვედრას ბრუნერისა და დარვიშის გოლებით 2:0 იგებდნენ. 53-ე წუთზე ფრანგებმა ერთი გოლი გაქვითეს, მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე კი კაცნაკლულად დარჩენიულ გერმანელებს მეორე გოლი გაუტანეს და ანგარიში გაათანაბრეს. საბოლოოდ, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ისევე...

დე ლაურენტისი: კვარაცხელიას ჯერ ოთხი წელი აქვს
ჩანაწერი

დე ლაურენტისი: კვარაცხელიას ჯერ ოთხი წელი აქვს

„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, ნეაპოლის მეცნიერებათა მუზეუმში, „ინდუსტრია კამპანია ფელიქსის” დაჯილდოების ცერემონიალზე სატრანსფერო საკითხებზე ილაპარაკა. „ოსიმენთან დაკავშირებით ჩვენ ყველაფერი მოავგვარეთ. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელზეც ზაფხულიდან ვმუშაობდით. კვარაცხელიას კი მოქმედი კონტრაქტის თანახმად ჯერ კიდევ ოთხი წელიწადი აქვს… თქვენ ყოველთვის დასტირით მიცვალებულს, რომელიც არ არსებობს”, — უთხრა ჟურნალისტებს „პარტენოეელთა” მეპატრონემ. შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენის ხელშეკრულებას 2025...

ვერცხლი და ბრინჯაოს ტოკიოდან
ჩანაწერი

ვერცხლი და ბრინჯაოს ტოკიოდან

ტოკიოში დაიწყო ძიუდოს პრესტიჟული გრანდ სლემი, სადაც საქართველოს ნაკრები 16 წარმომადგენლით არის ჩასული. თუმცა, შესუსტებული შემადგენლობით. ტურნირის პირველ დღეს მედლები მამაკაცთა 3 და ქალების 4 წონით კატეგორიაში გათამაშდა, აქედან ჩვენებმა 5 წონაში იასპარეზეს და ორი მედალი მოიპოვეს. ლუკა მაისურაძემ (90) მედლისკენ სვლა ისრაელელ გაი გურევიჩით ძლევით დაიწყო, შემდეგი იყო შვედი მარკუს ნიმანი, ვისაც ყირგიზი ერლან...

სამქულიანები
ჩანაწერი

სამქულიანები

„ორლანდო მეჯიქი“ ბოლოს 15 ნოემბერს, ბრუკლინში დამარცხდა და მას შემდეგ ზედიზედ ცხრა მატჩი მოიგო. დილით, „ორლანდომ“ ორი დღის წინ ძლეულ „ვაშინგტონს“ ერთი მარცხიც აგემა – ამჯერად 130:125. ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 2 დაფარება მიითვალა. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ბითაძემ...

გვარდიოლამ მაცარის შეხვედრა სთხოვა
ჩანაწერი

გვარდიოლამ მაცარის შეხვედრა სთხოვა

„ნაპოლიმ” ახალი სეზონი ჩემპიონის კვალობაზე კარგად ვერ დაიყო, მაგრამ მას მერე რაც აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელი შეცვალა და გუნდს სათავეში ვალტერ მაცარი ჩაუყენა, spazionapoli-ს აზრით საქმე უკეთესობისკენ შეიცვალა. პორტალი მიიჩნევს, რომ წარსულზე წუწუნს აზრი აღარ აქვს. მნიშვნელობა დაკარგა იმის გარჩევამ რომელი შეცდომების არიდება შეიძლებოდა რუდი გარსიას ხელში. მეორე მხრივ, წინ დიდი სამუშაოა, უპირველეს ყოვლისა დაცვაში;...

დიეგოს გენი ნეაპოლში
ჩანაწერი

დიეგოს გენი ნეაპოლში

არგენტინაში თამაშობს ასეთი ფეხბურთელი: ერნან ლოპეს მუნიოსი. ის 2000 წელს არის დაბადებული, ნახევარმცველია და „რივერ პლეიტს” „გოდოი კრუსში” ჰყავს იჯარით გაშვებული. ეს გუნდი არგენტინული ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში გამოდის, მეცხრე ადგილზეა, ერნან ლოპესი კი როგორც ამბობენ ყოჩაღობს და მისი შეძენით „ნაპოლია” დაინტერესებული. ერნან ლოპესი დიეგო მარადონას დის შვილიშვილია. არ არის გამორიცხული, რომ აურელიო დე ლაურენტისის ცნობისწადილს...