წელი: 2023

Home 2023
დე ლაურენტისი გასახდელში
ჩანაწერი

დე ლაურენტისი გასახდელში

„ნაპოლისა” და „მონცას” შეხვედრის (0:0) შემდეგ, საპრესკონფერენციო დარბაზში მასპინძელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი შევიდა, რომელმაც გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა და გუნდის კრიზისზე პასუხისმგებლობა იკისრა. ნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ” დე ლაურენტისის შესახებ ასე დაწერა: „მას არ გამოუმჟღავნებია ქედმაღლობა. მშვიდად იყო. მართალია, „მონცასთან” შინ 0:0 იკბინება და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი ადგილიც უფრო მეტად სათუოა ვიდრე ადრე იყო, მაგრამ...

რა უნდა ოსიმენს?
ჩანაწერი

რა უნდა ოსიმენს?

„ნაპოლის” ნიგერიელი ვარსკვლავის ვიქტორ ოსიმენის ყველა ნაბიჯი გულშემატკივართა განხილვის საგანია. ასე მაგალითად, ოსიმენი რამდენიმე დღის წინ კლუბის ნებართვით ნიგერიაში გაემგზავრა, სადაც ოცდამეხუთე დაბადების დღე გადაიხადა. ნეაპოლელ გულშემატკივართა ნაწილს ფორვარდის ეს საქციელი არ მოეწონა. მათ მიაჩნიათ, რომ თუ ლიდერი ხარ, თამაშობ თუ არა კონკრეტულ შეხვედრაში, რთულ დროს გუნდთან ერთად უნდა იყო. მაგრამ მარტო ამით როდი მიიპყრო...

კინი – მწვრთნელიც და დირექტორიც…
ჩანაწერი

კინი – მწვრთნელიც და დირექტორიც…

ქუთაისის „ტორპედომ“ შოტლანდიელ მწვრთნელ სტივ კინთან ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ოღონდ ამჯერად შოტლანდიელ სპეციალისტს უფლებამოსილება გაეზარდა და იგი მწვრთნელობასთან ერთად, სპორტული დირექტორის (გენერალური მენეჯერი) ფუნქციებსაც შეითავსებს. ახალი თანამდებობიდან გამომდინარე, შოტლანდიელი სპეციალისტი, საუკეთესო ბრიტანული გამოცდილების გათვალისწინებით, პასუხისმგებელი იქნება კლუბის სტრატეგიულ განვითარებაზე, მათ შორის ძირითადი გუნდის სამწვრთნელო, სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე, ახალი ფეხბურთელების შერჩევაზე, ასაკობრივ...

საუკეთესო, რომელმაც საუკეთესო მომენტი ვერ გამოიყენა
ჩანაწერი

საუკეთესო, რომელმაც საუკეთესო მომენტი ვერ გამოიყენა

„მარადონაზე” „ნაპოლისა” და „მონცას” შეხვედრა 0:0 დასრულდა. გაგაცნობთ შეფასებებს, რომლებიც ნეაპოლურმა საიტებმა მასპინძელთა ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას დაუწერეს. calciomercato 5,5 – მუდამ მოვლენათა ცენტრში იყო, ბევრს გადაადგილდებოდა და „მონცას” დაცვა მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა, მაგრამ ისეთი ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან, რომ ეს შეცდომა გუნდს ლოდად დააწვა. areanapoli 6 – ბევრს მოძრაობდა, გუნდი მის თამაშზე იყო აწყობილი, გოლის გატანამდე...

დე ლაურენტისი: რაც აქამდე მოხდა, ყველაფერი ჩემი ბრალია
ჩანაწერი

დე ლაურენტისი: რაც აქამდე მოხდა, ყველაფერი ჩემი ბრალია

„მონცასთან” შინ ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ, „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პრეს კონფერენციაზე მისვლა და ჟურნალისტების წინაშე საუბარი ისურვა. „ყველაფერი რაც აქამდე მოხდა, მხოლოდ ჩემი ბრალია, — თქვა მან, — პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ნურავინ ნურაფერში დაადანაშაულებთ. საკუთარი შეცდომები გაცნობიერებული მაქვს. ცხრილში ჩვენი დღევანდელი პოზიციის გამო ნეაპოლელ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ჩემპიონატი ამით...

მაცარი: ასე თუ გაგრძელდა ცხადია ქულებს დავკარგავთ
ჩანაწერი

მაცარი: ასე თუ გაგრძელდა ცხადია ქულებს დავკარგავთ

„თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მოედანზე წარმოუდგენელ ამბებს ვხედავ. დღეს წესის დარღვევა ჩვეულებრივი ამბავი გახდა და ხუთი თამაშის შემდეგ ვიგრძენი, რომ დავიღალე, — თქვა „მონცასთან” შინ 0:0 დასრულებული თამაშის შემდეგ, Dazn-ის მიკროფონების წინ „ნაპოლის” მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ და განაგრძო: „ამ შეხვედრაში ექვსი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ბურთი კარში ვერ შევაგდეთ. ძველ ამბებს შევეშვათ. დღევანდელ შეხვედრას თუ გადავხედავთ,...

პოლიტანოს საუდელები ითხოვენ
ჩანაწერი

პოლიტანოს საუდელები ითხოვენ

მატეო პოლიტანოს მომავალმა შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე „ნაპოლის” სტრატეგიაც განსაზღვროს. საქმე ის არის, რომ ვალტერ მაცარის გუნდის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა საუდის არაბეთის კლუბ „ალ შაბაბს” მოეწონა და სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს მას. თუ გარიგება შედგება, მარჯვენა გარემარბი წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს. იტალიური პრესა წერს, რომ პოლიტანო არაბთა შეთავაზებას ოჯახის წევრებთან ერთად განიხილავს. რა პასუხს გასცემს...

ლეაო: მინდა ჩვენი ქომაგები ყოველი სეზონის ბოლოს ზეიმობდნენ
ჩანაწერი

ლეაო: მინდა ჩვენი ქომაგები ყოველი სეზონის ბოლოს ზეიმობდნენ

„მილანისა” და პორტუგალიის ნაკრების გარემარბი, 24 წლის რაფაელ ლეაო სერია A-ს იუთუბ-არხს ესაუბრა. გაგაცნობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუდან. მილანი – მილანი მშვენიერი ქალაქია. ჩემთვის ზედგამოჭრილია მისი ამინდი და საკვები. აქ საყიდლებზე ისე გავდივარ, როგორც სახლში. საზღვარგარეთ ცხოვრების დროს ბევრ რამეს სწავლობ. თუ ადამიანი თავის კომფორტის ზონაში რჩება, ვეღარ იზრდება. აქ თავს ბავშვად აღარ ვგრძნობ, მილანში ცხოვრებამ ზრდასრულ...

… ამიტომ – წერტილი
ჩანაწერი

… ამიტომ – წერტილი

მხოლოდ ფაქტები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა და საუკეთესოები გამოავლინა. საუკეთესოების გამოსავლენად ანკეტები ჟურნალისტებსაც დაუგზავნეს. შემდეგ ეს ჟურნალისტები ნახსენებ ღონისძიებაზე დაპატიჟეს. აქამდე ყველაფერი წესისა და ეთიკის ნორმების შესაბამისადაა. მთავარი კი ამის მერე იწყება. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს გამოუცხადეს, თქვენ ფოიეში დაგველოდეთ და ჭამა-სმას რომ მოვრჩებით, დაგიძახებთო. და თან იმ ფოიეში მონიტორი დაუდგეს, შეგიძლიათ, აქ...

ძმა
ჩანაწერი

ძმა

ფრანგი ფორვარდის კილიან მბაპეს ძმა ეთანი პსჟ-სთან პირველი პროფესიული კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას განიხიავს. 16 წლის ფეხბურთელს პარიზელებთან ახალგაზრდული ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება. ეთან მბაპეს დებიუტი პსჟ-ის ძირითად გუნდში ლიგა 1-ის მე-17 ტურის მატჩში მეცთან (3:1) შედგა, რომელიც 20 დეკემბერს გაიმართა. ის მოედანზე შეხვედრის 92-ე წუთზე შევიდა. პსჟ ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ლიდერობს. გუნდმა 17...