„ნაპოლის” ნიგერიელი ვარსკვლავის ვიქტორ ოსიმენის ყველა ნაბიჯი გულშემატკივართა განხილვის საგანია. ასე მაგალითად, ოსიმენი რამდენიმე დღის წინ კლუბის ნებართვით ნიგერიაში გაემგზავრა, სადაც ოცდამეხუთე დაბადების დღე გადაიხადა. ნეაპოლელ გულშემატკივართა ნაწილს ფორვარდის ეს საქციელი არ მოეწონა. მათ მიაჩნიათ, რომ თუ ლიდერი ხარ, თამაშობ თუ არა კონკრეტულ შეხვედრაში, რთულ დროს გუნდთან ერთად უნდა იყო. მაგრამ მარტო ამით როდი მიიპყრო ოსიმენმა ხალხის ყურადღება. მან 30 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაპოსტა ფოტო, რომელსაც უამრავი კომენტარი მოჰყვა. ფოტოს ქვემოთ გთავაზობთ.
რას ნიშნავს ნიგერიელის ჟესტი? ვითომ კრიტიკოსებს სცემს პასუხს თუ უბრალოდ ლაზღანდარობს? ყველა შესაძლო ვერსია გამოითქვა. მათ შორის, ვინც კომენტარი დაწერა იყვნენ „არსენალისა” და „ჩელსის” ფანებიც, რომელთაც ოსიმენის ნახვა თავიანთ გუნდებში უნდათ. ცხადია, ჩვენი საიტის მკითხველსაც გაუჩნდება თავისი ვერსიები.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
