„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალმა თანამფლობელმა, ჯიმ რეტკლიფმა, კლუბში 300 სამუშაო ადგილის შემცირება გადაწყვიტა. ბიზნესმენმა აუდიტორებს სთხოვა შეეფასებინათ „წითლი ეშმაკების“ სტრუქტურა და ხარჯები ოპტიმიზაციის განსახორციელებლად. ის 1000 კაციანი პერსონალის 25-30 პროცენტით შემცირებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ რომ რატკლიფი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქციების 25 პროცენტის მფლობელი რამდენიმე დღის წინ გახდა. კომპანია INEOS, რომელსაც 71 წლის მილიარდერი ხელმძღვანელობს, ახლა „მანჩესტერ იუნაიტედის“...
წელი: 2023
ელმასი რეალს ემუქრება
„ნაპოლი” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა — ჩრდილო მაკედონიელი ელიფ ელმასი „ლაიფციგში” გადავიდა. „ჩემთვის ბუნდესლიგაში, კერძოდ „ლაიფციგში” გადასვლა ოცნების ახდენაა. აქ გეგენპრესინგს თამაშობენ, ფეხბურთი ჩქარია და შემტევი. ასეთი სტილი ჩემთვის ზედგამოჭრილია. საკუთრივ გუნდი ახალგაზრდა ტალანტებისა და ვეტერანების საინტერესო კრებულია. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს საჩემო ადგილია. ერთი სული მაქვს, როდის დადგება იანვარი და ჩავერთვები საქმეში. ბოლო...
დი ლორენცო: რაც ფეხბურთელი ვარ, ასეთ ცუდ მატჩში არ მითამაშია
„ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ TG1-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც მიმდინარე სეზონზე ილაპარაკა. მარჯვენა მცველისა და მისი თანაგუნდელებისთვის იტალიის მიმდინარე ჩემპიონატი მკერდზე სკუდეტოს ნიშნით დაიწყო, მაგრამ რთულად გაგრძელდა. საშობაო საჩუქარი – ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ჩემი ქალიშვილები არიან. შობაზე ყველაფერს მათთან და მთელს ოჯახთან ყოფნა სჯობის. რასაკვირველია იყო საჩუქრებიც. სანტა კლაუსმა თავისი საქმე პირნათლად შეასრულა. ჩემს უფროს ქალიშვილს...
თერიმი პანათინაიკოსში
70 წლის თურქმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა „პანათინაიკოსთან“ შეთანხმებას მიაღწია და მალე ბერძნულ კლუბს უხელმძღვანელებს. თურქი სპეციალისტი კონტრაქტის გასაფორმებლად ათენში ოთხშაბათს, დღეს გაემგზავრება. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში თერიმი მუშაობდა „ანკარაგიუჯუში“, „გიოზტეპეში“, „გალათასარაიში“, „ფიორენტინაში“, „მილანში“, ასევე თურქეთის ახალგაზრდულ და ეროვნულ გუნდებში. 15 მატჩის შემდეგ „პანათინაიკოსი“ საბერძნეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.
ჩემპიონიდან ქაირათში
საქართველოს ჩემპიონის, „ბათუმის“ აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, გიორგი ზარია კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში, ალმაათის „ქაირათში“ გააგრძელებს. კლუბსა და ფეხბურთლს შორის ორწლიანი კონტრაქტის გაფორმდა. 26 წლის ზარიამ კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. 2021 წელს „ბათუმში“ გადავიდა. წინა სეზონში ის ზღვისპირელთა ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო და დიდი წვლილიც შეიტანა გუნდის გაჩემპიონებაში. „ქაირათში“ ზარიასსთან ერთად კიდევ ერთი ქართველი, ლუკა გადრანი...
AS: ვალენსიამ საშინაო დავალება შეასრულა
AS წერს, რომ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” შობას შესრულებული საშინაო დავალებით შეხვდა. სეზონის დაწყების წინ კლუბის მეპატრონის პიტერ ლიმის მარჯვენა ხელმა, პრეზიდენტმა ლეი ჰუნმა გუნდის წინაშე ამოცანად სტაბილური თამაში დასახა. ეს სხვა სიტყვებით ცხრილის შუაში უსაფრთხოდ დამკვიდრებას ნიშნავდა. რეალობიდან გამომდინარე ასეთ გეგმას მწვრთნელი რუბენ ბარახაც დაყაბულდა და აი, პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე შეიძლება ითქვას,...
ჟელინსკი შავდება და ლურჯდება
„ნაპოლის” პოლონელ ნახევარმცველთან პიოტრ ჟელინსკისთან დაკავშირებით ბოლო სიახლე ასეთია: ის „ინტერს” გაურიგდა და საქმის დაგვირგვინებას კონტრაქტზე ხელის მოწერაღა აკლია. ბოლო პერიოდში ჟელინსკის შესახებ ბევრს წერდნენ. Calciomercato-ს ინფორმაციით პოლონელმა მილანურ კლუბს უკვე განუცხადა თანხმობა, კლუბი კი თავის მხრივ შეეცდება აღარ გარისკოს, „ნაპოლის” ფეხბურთელთან ახალი, უკეთესი კონტრაქტის გაფორმების დრო არ დაუტოვოს და 2024 წლის პირველი შეხვედრისთვის ნახევარმცველი...
ყველაზე მაღალი ხელფასი
ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლისთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა და… სერია A-ს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი გახდა. „გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქცეყნა იტალიურ ლიგაში მოთამაშე ის ათი ვარსკვლავი, რომელთაც ყველაზე დიდი ანაზღაურება აქვთ. ისინი არიან: ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი): 10 მილიონი ევრო წელიწადში დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი): 7,5 რომელუ ლუკაკუ (რომა): 7 ადრიან რაბიო (იუვენტუსი): 7 ვოიცეხ შჩესნი (იუვენტუსი): 6,5 ლაუტარო მარტინესი...
რაული და მსოფლიოს სხვა ვარსკვლავები
„რეალის” 46 წლის ლეგენდა რაული ერთადერთი ვეტერანი არ არის, რომელიც ამა თუ იმ კლუბის სარეზერვო გუნდს უდგას სათავეში. „ლოს ბლანკოსის” ყოფილმა შვიდმა ნომერმა ბევრ წინადადებაზე თქვა უარი და „კასტილიას” უერთგულა. არადა, ბოლო ორი კლუბი, რომელიც რაულს მთავარ მწვრთნელობას სთავაზობდა გახლდათ „ვილიარეალი” და „უნიონ ბერლინი”. რაული „რეალის” მეორე გუნდში 2019 წლიდან მუშაობს. მის ეპოქაში „ბარსელონაში” თამაშობდა...
რაჰმანი სამშობლოში ფადილ ვორკის ჯილდოთი დააფასეს
კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესოთა დაჯილდოება „2023-ის ლაურეატები” ჩაატარა. „ნაპოლის” მცველმა, ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა ამირ რაჰმანიმ ფადილ ვოკრის სახელობის ჯილდო მიიღო. როგორც კოსოვოს პრესა წერს, რაჰმანის ჰქონდა საუცხოო შედეგი იტალიაში, კლუბში, მაგრამ ეროვნულ ნაკრებთან ერთად წარმატებისთვის არ მიუღწევია. რაჰმანი დაჯილდოების ცერემონიალს არ დასწრებია. მან თანამემამულეებს ნეაპოლიდან ვიდეო მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც თქვა, რომ ფადილ ვოკრის პრიზის...









