რაჰმანი სამშობლოში ფადილ ვორკის ჯილდოთი დააფასეს

Home კატეგორიის გარეშე რაჰმანი სამშობლოში ფადილ ვორკის ჯილდოთი დააფასეს
რაჰმანი სამშობლოში ფადილ ვორკის ჯილდოთი დააფასეს

Amir Rrahmani of SSC Napoli in action during the Serie A TIM match between SSC Napoli and Cagliari Calcio at Stadio Diego Armando Maradona on...კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესოთა დაჯილდოება „2023-ის ლაურეატები” ჩაატარა. „ნაპოლის” მცველმა, ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა ამირ რაჰმანიმ ფადილ ვოკრის სახელობის ჯილდო მიიღო. როგორც კოსოვოს პრესა წერს, რაჰმანის ჰქონდა საუცხოო შედეგი იტალიაში, კლუბში, მაგრამ ეროვნულ ნაკრებთან ერთად წარმატებისთვის არ მიუღწევია.

რაჰმანი დაჯილდოების ცერემონიალს არ დასწრებია. მან თანამემამულეებს ნეაპოლიდან ვიდეო მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც თქვა, რომ ფადილ ვოკრის პრიზის მიღება მას მომდევნო წლებში მეტ მოტივაციას მისცემს.

„გასული წელიწადი ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ჩემი კლუბისთვის, რომელიც 33 წლის შემდეგ კვლავ გახდა იტალიის ჩემპიონი. რაც შეეხება კოსოვოს ნაკრებს, ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი ჩავატარეთ, ბევრი შესანიშნავი შეხვედრა გავმართეთ და მართალია ყველა მათგანში დადებით შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ პროგრესის გზაზე ვდგავართ და მწამს, რომ ერთად დიდ შედეგს მივაღწევთ”, — თქვა რაჰმანიმ.

ფადილ ვოკრი, რომლის სახელობის ჯილდოც მიიღო „ნაპოლის” ცენტრალურმა მცველმა, იყო იუგოსლავიის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, რომელიც 2008 წლიდან სიკვდილამდე ანუ 2018 წლამდე კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლდათ.

კოსოვოს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კი დაასახელეს 24 წლის მცველი ლუმბარდ დელოვა, რომელიც ქვეყნის ჩემპიონის „ბალკანისა” და ეროვნული გუნდის ფეხბურთელია.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.