ფეხბურთი და რელიგია ოდინდელი თემაა. ის „ნაპოლისთვისაც” კარგად არის ნაცნობი. „აძურის” შემადგენლობაში მუსლიმ ფეხბურთელებს ადრეც უთამაშიათ: ელიფ ელმასი, კალიდუ კულიბალი, ფაუზი გულამი… დღეს, მუსლიმური სამყარო რამადანს იწყებს. ის 29 დღეს გასტანს. რამადანი მარხვაა, ოღონდ ქრისტიანებისგან განსხვავებით ისლამის მიმდევრები აისიდან დაისამდე არ ეკარებიან საჭმელ-სასმელს, რაც ბევრის აზრით პროფესიონალი ფეხბურთელისთვის სასურველი არ არის. „ნაპოლიში” ამჟამად ორი მუსლიმია:...
ჭდე: ამირ რაჰმანი
რაჰმანი სამშობლოში ფადილ ვორკის ჯილდოთი დააფასეს
კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესოთა დაჯილდოება „2023-ის ლაურეატები” ჩაატარა. „ნაპოლის” მცველმა, ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა ამირ რაჰმანიმ ფადილ ვოკრის სახელობის ჯილდო მიიღო. როგორც კოსოვოს პრესა წერს, რაჰმანის ჰქონდა საუცხოო შედეგი იტალიაში, კლუბში, მაგრამ ეროვნულ ნაკრებთან ერთად წარმატებისთვის არ მიუღწევია. რაჰმანი დაჯილდოების ცერემონიალს არ დასწრებია. მან თანამემამულეებს ნეაპოლიდან ვიდეო მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც თქვა, რომ ფადილ ვოკრის პრიზის...
ნაპოლის კვირას რაჰმანი დააკლდება
ამირ რაჰმანისთვის სანაკრებო კვირა ადრე დაიწყება. „ნაპოლის” ცენტრალური მცველი ოთხშაბათს „უნიონ ბერლინის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოედანზე იქნება, მაგრამ ამ შეხვედრის დამთავრებისთანავე დატოვებს კლუბს. შესაბამისად, რაჰმანი ვერ მიიღებს მონაწილეობას კვირას, „ემპოლისთან” დაპირისპირებაში, რომელიც „მარადონაზე” საქართველოს დროით 15 საათსა და 30 წუთზე გაიმართება. მიზეზი: უეფამ სწორედ კვირისთვის გადადო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა კოსოვოსა და ისრაელის...
რას აკეთებს დე ლაურენტისი გასახდელში?
კვირას „მარადონაზე”, პირველი ტაიმის მერე „მილანი” „ნაპოლის” 2:0-ს უგებდა და თავს მახვილივით დაკიდებული მარცხის სიმძიმე რუდი გარსიას მძიმედ აწვებოდა. სწორედ ამ დროს ანუ შესვენებაზე, „აძურის” გასახდელში შევიდა (ზოგი წყაროს თანახმად შევარდა) პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ლამის ყველა სხვა საქმე გვერდით გადადო და გუნდს დასდევს: ცოტათი მწვრთნელი გახდა, ცოტათი ექიმი, დიდწილად მოტივატორი და...
ფიზიკოსებმა შეისწავლონ კვარაცხელია
„ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას ჯადოსნური გოლითა და ამირ რაჰმანის შესანიშნავი თავურით „ატალანტა” დაამარცხა — 2:0, „კორიერე დელო სპორტმა” კი ტრადიციულად მატჩის საუკეთესო და ფეხბურთელები დაასახელა. საერთოდ, რომაული გაზეთი ეგრეთწოდებულ „ტოპებს” და „ფლოპებს” ასახელებს, მაგრამ მან ამჯერად მიიჩნია, რომ ნეაპოლელთა გუნდში იმედი არავის გაუცრუებია. ერთადერთი, შესაძლოა ვიქტორ ოსიმენს თავად გაუცრუვდა იმედი გოლი რომ ვერ გაიტანა. კვარაცხელია და...
რას სთხოვდა ალბერტო ტომბა ხვიჩა კვარაცხელიას
„ნაპოლიმ” კვლავ მოიგო და ამაში ახალი არაფერია, წერს „კორიერე დელო სპორტი”. ამჯერად „აძურიმ” სტუმრად დაამარცხა „სასუოლო” — 2:0. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა გაიტანეს. ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს ცხრილში კვლავ ლიდერობს. რომაულმა გაზეთმა ტრადიციულად მატჩის საუკეთესო და ყველაზე ხელმოცარული მოთამაშეები დაასახელა. საუკეთესონი ხვიჩა კვარაცხელია, მარეგულირებელი: 7.5 პირველი გოლის დროს ისეთი სლალომი გააკეთა, რომ...
ხვიჩას ტური…
ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო პორტალმა Whoscored.com-მა სერია A-ს XVIII ტურის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა – ვებ გვერდმა ქართველ თავდამსხმელს ყველაზე მაღალი შეფასება (9,8) დაუწერა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა. „იუვენტუსთან” 5:1 გამარჯვებაში „ნაპოლის” ქართველმა შემტევმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა – გოლისა და 2 საგოლე პასის გარდა, 21 წლის კვარაცხელიამ პირველ გოლშიც ლომის წილი...
კვარამ დაიწყო, ბაზას ინსინიე ესტუმრა
„ნაპოლიმ” ვარჯიშები განაახლა. თავიდან გუნდი დარბაზში გახურდა, შემდეგ კი საწვრთნელი ცენტრის პირველ მოედანზე გავიდა და ჯერ აერობიკული წვრთნა ჩაატარა, შემდეგ ბურთთან იმუშავა, ბოლოს კი პატარა ფართობზე ფეხბურთი ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი ვარჯიში სრული დატვირთვით, თანაგუნდელებთან ერთად გაატარა, არაფერს გამოკლებია. რაც შეეხება კოსოვოელ მცველს ამირ რაჰმანის, ის ბოლომდე ჯერაც არ გამოკეთებულა და ინდივიდუალური პროგრამით მოქმედებდა. კასტელ...







