„ნაპოლი” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა — ჩრდილო მაკედონიელი ელიფ ელმასი „ლაიფციგში” გადავიდა.
„ჩემთვის ბუნდესლიგაში, კერძოდ „ლაიფციგში” გადასვლა ოცნების ახდენაა. აქ გეგენპრესინგს თამაშობენ, ფეხბურთი ჩქარია და შემტევი. ასეთი სტილი ჩემთვის ზედგამოჭრილია.
საკუთრივ გუნდი ახალგაზრდა ტალანტებისა და ვეტერანების საინტერესო კრებულია. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს საჩემო ადგილია.
ერთი სული მაქვს, როდის დადგება იანვარი და ჩავერთვები საქმეში.
ბოლო წლებში „ლაიფციგმა” თავი ბუნდესლიგის ელიტაში დაიმკვიდრა და უმოკლეს დროში ევროპაშიც ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. რუვენ შრიოდერსა და მარკო როისთან საუბარმა მიმახვედრა, რომ ეს სწორედ ის კლუბია, რომელში თამაშიც მინდა.
ახლა წინ სეზონის მეორე ნახევარი გვაქვს. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო, როგორც ბუნდესლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში, ასევე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, სადაც „რეალთან” შეიძლება სურპრიზიც შევძლოთ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
