წელი: 2023

Home 2023
საქართველო ევროპისთვის ემზადება…
ჩანაწერი

საქართველო ევროპისთვის ემზადება…

10 იანვარს გერმანიაში ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული იქნება – ტიტე კალანდაძის გუნდი კონტინენტის უმთავრეს ფორუმზე პირველად ითამაშებს. საქართველოს ნაკრების ჯგუფში შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნიის ნაკრებებიც არიან. ვერავინ იტყვის, რომ ამ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ. მეტიც, მესამე ადგილიც კი, უკვე კარგი შედეგი იქნება. ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გუნდი თბილისში ერთი კვირის წინ შეიკრიბა, სადაც...

მანჩესტერის სამი კაცი
ჩანაწერი

მანჩესტერის სამი კაცი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ სამი თავდამსხმელით არის დაინტერესებული. მანკუნიანელებს სურთ იანვარში „დორტმუნდის“ გარემარბ დონი მალენის, „შტუტგარტის“ თავდამსხმელის სერა გირასისა და „ლაიფციგის“ ფორვარდის ტიმო ვერნერის ტრანსფერების ოფიციალურად გაფორმება. 24 წლის მალენმა მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 6 გოლი გაიტანა, 27 წლის გირასიმ – 19 გოლი 16 თამაშში, 27 წლის ვერნერმა 14 შეხვედრაში 2-ჯერ გამიჩინა თავი.

სიმეონემ წელი შეაჯამა
ჩანაწერი

სიმეონემ წელი შეაჯამა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ 2023 წელს გუნდის გამოსვლა შეაჯამა. „ძალიან კარგი წელი გვქონდა. 50 მატჩში  მხოლოდ რვაჯერ წავაგეთ, 34-ჯერ მოვიგეთ და 104 გოლი გავიტანეთ. ასე რომ, წელი, დეკემბრიდან დეკემბრამდე, ძალიან კარგი გამოდგა“, – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Marca. ამ დროისთვის, 18 ტურის შემდეგ, „ატლეტიკო“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 38 ქულით მესამე ადგილზეა.

ნატანს ორ თვემდე გაუცდება
ჩანაწერი

ნატანს ორ თვემდე გაუცდება

„ნაპოლის” ბრაზილიელ მცველს ნატანს „რომასთან” შეხვედრაში მხარი ეტკინა. როგორც ამბობენ, ამ ტიპის ტრავმის მოშუშებას 40-60 დღე უნდა. მომდევნო სამედიცინო შემოწმებები გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის ვადებს უფრო ზუსტად განსაზღვრავს. შობას ნატანი ნეაპოლში, პოსილიპოს უბანში, ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდა. მასთან ერთად იყვნენ მშობლები, და, ძმა და მეგობარი გოგონა. ფოტოზე, რომელიც ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაპოსტა, მას მხარი დაფიქსირებული აქვს....

დრო და ჩვენები
ჩანაწერი

დრო და ჩვენები

ოკეანის გაღმა ქართველ კალათბურთელთა სათამაშო დრო კონკურენტთა ტრავმებზეა დამოკიდებული. თუ აქამდე გოგა ბითაძე უფრო ხშირად თამაშობდა, დღეს გამთენიისას მოედანზე მამუკელაშვილი უფრო დიდხანს იყო. „სან ანტონიოს“ ახალწვეული ვიქტორ ვემბანიამა მარჯვენა კოჭის ტრავმა აწუხებს და მის გამოთავისუფლებული დრო რამდენიმე კაცზე ნაწილდება. ერთ-ერთი მამუკელაშვილია. „სან ანტონიო“ დალასს ესტუმრა და 119:144 წააგო. მამუკელაშვილს 15 წუთი ერგო, რა დროშიც 14...

მოურინიუს შტაბი ავადაა
ჩანაწერი

მოურინიუს შტაბი ავადაა

სერია A-ს მე-17 ტურში „რომამ” „ნაპოლის” შინ 2:0 მოუგო. ეს იყო შეხვედრა, რომელიც გულშემატკივარს ცამეტი ყვითელი და ერთი პირდაპირი წითელი ბარათით დაამახსოვრდება, რომელიც მატეო პოლიტანომ მიიღო. ხსენებული ცამეტი გაფრთხილებიდან ორი ნეაპოლელთა ნიგერიელ ვარსკვლავს ვიქტორ ოსიმენს ერგო და შესაბამისად მანაც დატოვა მოედანი. თითო ყვითელი მეტოქეთა მწვრთნელებმა, ჟოზე მოურინიუმ და ვალტერ მაცარიმაც მიიღეს. გაფრთხილებების გარდა შეხვედრა იმითაც...

შეფასებები: ჩვეულებრივი ფეხბურთელი, რომელსაც ვარსკვლავივით ცელავდნენ
ჩანაწერი

შეფასებები: ჩვეულებრივი ფეხბურთელი, რომელსაც ვარსკვლავივით ცელავდნენ

„სტადიო ოლიმპიკოზე” „რომასთან” 0:2 წაგების შემდეგ areanapoli-მ „ნაპოლის” ფეხბურთელებს ტრადიციულად შეფასებები დაუწერა. ამ პორტალის აზრით ხვიჩა კვარაცხელიამ 5,5 დაიმსახურა. „მას ფეხებში ბევრი ურტყეს. მან კრისტენსენსა და კრისტანტეს ყვითელი ბარათები მიაღებინა. მოურინიუ მის პროვოცირებას ცდილობდა, მაგრამ ის არ აჰყვა. კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, მაგრამ ეს მთავარი დარტყმა იყო, თუმცა, ის შარშანდელი მარსიდან ჩამოსული ფეხბურთელის ერთი ჩვეულიბრივი...

გვარდიოლამ თავი დაასრულა
ჩანაწერი

გვარდიოლამ თავი დაასრულა

პეპ გვარდიოლა ამბობს, რომ „ფლუმინენსეს” 4:0 დამარცხებით და კლუბთა მსოფლიო თასის მოგებით „მანჩესტერ სიტიმ” ეპოქა დაასრულა. მატჩის შემდეგომ პრეს-კონფერენციაზე მან საგანგებო მადლობა გადაუხადა იმ ფეხბურთელებსა და კლუბის თანამშრომლებს, რომელთაც შვიდნახევარი წლის განმავლობაში „ქალაქელების” მწვერვალზე აყვანაში დიდი როლი ითამაშეს. დღეს „მანჩესტერ სიტის” მოგებული აქვს ყველა ჯილდო, რომლის მოგებაც გვარდიოლას ხელმძღვანელობით შეეძლო. მათგან ხუთი ტიტული გუნდმა 2023...

2023 წლის ასეული
ჩანაწერი

2023 წლის ასეული

ინგლისური „გარდიანი” მსოფლიოს წლის საუკეთესო 100 ფეხბურთელის გამოკითხვას 2012 წლიდან ატარებს და აი, 2023 წელს, პირველად, სამეულში არც ლეო მესია და არც კრიშტიანუ რონალდუ. გაზეთი წერს, რომ არგენტინელისა და პორტუგალიელის გარდა კიდევ არის ოთხი ვარსკვლავი, რომელიც ასეულში ყველა გამოკითხვაში მოხვდა. ისინი არიან: რობერტ ლევანდოვსკი, ლუკა მოდრიჩი, ქარიმ ბენზემა და ტონი კროოსი. აქამდე მათთან ერთად იყო...

შავი ლომი, რომელიც არასდროს ნებდება!
ჩანაწერი

შავი ლომი, რომელიც არასდროს ნებდება!

„შავმა ლომმა“ „თელ ავივ ჰითის“ საოცარ წნეხს გაუძლო, ორკაცნაკლულმა უპირატესობა შეინარჩუნა და „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა! ცნობისთვის, ეს ტურნირი სულ მესამედ გაიმართა და ქართულმა ფრენჩაიზმა ჯერაც არავინ გააკარა საკმაოდ ორიგინალურ ჯილდოს. 27:17 – ესაა შეხვედრის საბოლოო ანგარიში. სიცივის მიუხედავად, „ავჭალაზე“ საკმაოდ ბევრი ხალხი შეიკრიბა და ეჭვგარეშეა, რომ მორაგბეებმა პუბლიკა ცეცხლოვანი, ემოციებით აღსავსე...