მატეო პოლიტანოს მომავალმა შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე „ნაპოლის” სტრატეგიაც განსაზღვროს. საქმე ის არის, რომ ვალტერ მაცარის გუნდის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა საუდის არაბეთის კლუბ „ალ შაბაბს” მოეწონა და სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს მას. თუ გარიგება შედგება, მარჯვენა გარემარბი წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს.
იტალიური პრესა წერს, რომ პოლიტანო არაბთა შეთავაზებას ოჯახის წევრებთან ერთად განიხილავს. რა პასუხს გასცემს რომში დაბადებულ-გაზრდილი 30 წლის ფეხბურთელი საუდელებს უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
და რას მიიღებს პოლიტანოს სანაცვლოდ „ნაპოლი”? ამბობენ, რომ უახლოეს საათებში „ალ შაბაბი” აურელიო დე ლაურენტისს 12 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც ელიფ ელმასში აღებულ 25 მილიონ ევროს დაემატება და იტალიის ჩემპიონს ღირებული მოთამაშის საყიდლად გაეხსნება ხელ-ფეხი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი29/08/2026 | 07:50ზედიზედ მეორე 2:2
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 09:00შეღავათი არგენტინას
მთავარი ამბავი28/08/2026 | 07:27ორი შესაძლო ქართული დერბი
სიახლეები27/08/2026 | 08:33გენდუზის გადარევა
