გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს” ხუთი ტური არ მოეგო, მაგრამ ბოლოს ნავსი გაწყდა — „ვილიარეალი” დაამარცხა 2:1. ეს იყო ღია თამაში, აქეთ-იქით აცილებული პენალტებით და ხავი კალეხას ქვეშევრდომებისთვის სეგუნდადან ლა ლიგაში აღზევების ახალი იმედით.
ვალენსიის „ესტადი სიუტატზე” გამართული შეხვედრა მასპინძელთათვის მეტი რომ არ შეიძლება ისე კარგად დაიწყო: დანი გომესმა მეორე წუთზევე გახსნა ანგარიში, მაგრამ მე-7 წუთზე მამადუ სილამ გაქვითა. გოლების გაცვლის შემდეგ თამაშს ტემპი არ დაუკარგავს. „ბროწეულისფერებს” კიდევ ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ სტუმართა მეკარე ხორდი მასიპმა ორიოლ რეის დარტყმული მოიგერია. შემდეგ საქმეში VAR ჩაერია: სტუმარ სილას გოლი არ ჩაუთვალა და მასპინძელი დანი გომესის წაქცევისთვის პენალტი არ დანიშნა. ტაიმის მიწურულს პაბლო მარტინესმა ისევ ვალენსიელები დააწინაურა.
მეტოქეებს შანსები შესვენების შემდეგაც ჰქონდათ. აქტიურობდა ქოჩორაშვილიც, მაგრამ მას ბედმა უმუხთლა, როდესაც 83-ე წუთზე მეტოქე გუნდის მეკარემ პენალტი აუღო. ხუთ წუთში იგივე ბედი ეწია ვალიადოლიდელ მონჩუს. 90+4 წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ყვითელი ბარათიც მიიღო. 18 ტურის შემდეგ „ლევანტეს” 27 ქულა აქვს და ცხრილის შუაშია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
