„ნაპოლიმ” ახალი სეზონი ჩემპიონის კვალობაზე კარგად ვერ დაიყო, მაგრამ მას მერე რაც აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელი შეცვალა და გუნდს სათავეში ვალტერ მაცარი ჩაუყენა, spazionapoli-ს აზრით საქმე უკეთესობისკენ შეიცვალა. პორტალი მიიჩნევს, რომ წარსულზე წუწუნს აზრი აღარ აქვს. მნიშვნელობა დაკარგა იმის გარჩევამ რომელი შეცდომების არიდება შეიძლებოდა რუდი გარსიას ხელში.
მეორე მხრივ, წინ დიდი სამუშაოა, უპირველეს ყოვლისა დაცვაში; მაგრამ, არის ერთი რამ, რაც თვალში ხვდება ადამიანს: ახალ მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის პირველივე წამიდან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და გუნდი ფსიქოლოგიურად სწორ გზაზე დგას.
„ნაპოლის” ოდინდელი სპორტული დირექტორი რიკარდო ბიგონი ტოსკანელი მწვრთნელის დიდი მხარდამჭერი გამოდგა. მან Radio Marte-თან ინტერვიუში თქვა:
„მაცარი სხვადასხვა ტაქტიკური მოდელის გამოყენების დიდოსტატია. იყო პერიოდი, როდესაც ის სამი მცველით თამაშობდა და მის ვარიანტებს ევროპულ დონეზე სწავლობდნენ. კარგად მახსოვს გამპერის თასის მატჩის შემდეგ როგორ სთხოვა მას შეხვედრა გვარდიოლამ. ესპანელს უნდოდა უკეთ გაეგო სამი მცველით თამაშის ნიუანსები, რაც იმხანად გარკვეული სიახლე იყო. მაშინ მაცარი სამმცველიანი სქემის ოსტატად მიაჩნდათ. მართალია შემდეგ ფეხბურთი განვითარდა, მაგრამ ვალტერ მაცარი კი ნამდვილი ტაქტიკოსია. „ნაპოლის” ახალ თავკაცს ტაქტიკის შეცვლის პრობლემა არ აქვს, მითუმეტეს იმ გუნდში რომელსაც მეტისმეტად სპეციფიკური მიდგომა აქვს”.
პეპ გვარდიოლა კი სამმცველიან დაცვას კარგად იყენებს. მან ამ სქემას ჩემპიონთა ლიგაშიც არაერთხელ მიმართა, თუნდაც ფინალში, როდესაც „მანჩესტერ სიტიმ” „ინტერი” დაამარცხა 1:0.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/09/2026 | 07:18მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
მთავარი ამბავი14/09/2026 | 07:17maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის
