საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურში, თბილისში ლუქსემბურგს დაპირისპირდა და 4:2 დაამარცხა. პირველი ტაიმში საქართველოს ნაკრები მეტოქეს ორი ბურთით ჩამორჩა და ამ დროს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე… განათება გამოირთო. უეფა-ს დელეგატთან კონსულტაციის შემდეგ შეხვედრა დაახლოებით ერთ საათში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 43-ე წუთიდან გაგრძელდა. მეორე ტაიმში ქართველებმა ოთხი გოლის გატანა მოახერხეს...
წელი: 2023
ტოკიოს წინ
2-3 დეკემბერს, ტოკიო ძიუდოს გრანდ სლემს მასპინძლობს. იაპონიის დედაქალაქში 16 ქართველი ჩავიდა. თუმცა, ჩვენი გუნდის შემადგენლობა საკმაოდ შესუსტებულია. ტოკიოში არ იქნებიან ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი. ტურნირის პირველ დღეს მედლები მამაკაცთა 3 და ქალების 4 წონით კატეგორიაში გათამაშდება, ხოლო მეორე დღეს – ჩემპიონები კაცების 4 და ქალების 3 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან....
საქართველო ერთით უკან
ფიფას განხლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები დაქვეითდა. ეროვნული გუნდი ოქტომბერში თუ 76-ე იყო, ახლა 77 ადგილზეა და სალვადორსა და ჰონდურასს შორის აღმოჩნდა. პირველ ათეულში რამდენიმე ცვლილებაა – მესამე და მეოთხე ადგილზე ინგლისი და ბელგია ავიდნენ, ბრაზილიამ კი ორი პოზიციით უკან დაიხია და დღეის მდგომარეობით მეხუთეა. ასევე, ადგილები ნიდერლანდებმა და პორტუგალიამ გაცვალეს – ახლა პორტუგალია მეშვიდეა, ნიდერლანდები...
ორჯერ ტრავმიანობისას…
„ნიუკასლის“ მცველმა კირან ტრიპიერმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის პსჟ-სთან მატჩის (1:1) შედეგები შეაჯამა. „ნამდვილად ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით. ტრავმიანობის პირობებში შევძელით ერთი ქულის მოპოვება და ეს პოზიტივია. ჩვენ შეგვიძლია შევეჯიბროთ საუკეთესო გუნდებს ნებისმიერ დღეს, როგორც ეს ორჯერ ვაჩვენეთ პსჟ-სთან. მაგრამ მაინც იმედგაცრუებული ვართ“, – ციტირებს ტრიპიერის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი. შეგახსენებთ, რომ ანგარიში 24-ე...
დე ბრუინი ახალ წელს
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, ჟურნალისტებთან საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. 32 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში „ბარნლისთან“ დაშავდა. ბელგიელი პეპ გვარდიოლას გუნდს 2023 წლის ბოლომდე ვერ დაეხმარება. „ყველაფერი კარგად მიდის. გამოჯანმრთელების პროცესი გრძელდება, მართალია ტრავმა ხანგრძლივი აღმოჩნდა, თუმცა ოპტიმიზმს არ ვკარგავ. 2024 წლის დასაწყისიდან დავბრუნდები“, – თქვა ბელგიელმა ფეხბურთელმა. „მანჩესტერ სიტი“ (29 ქულა)...
ტერი ვენეიბლზი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
„ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი, ინგლისის ნაკრების, „ბარსელონასა“ და ლონდონის „ტოტენჰემის“ ყოფილი მწვრთნელი ტერი ვენეიბლზი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ბარსელონასთან“ ერთად ვენეიბლზი 1984/1985 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონი გახდა. „ტოტენჰემთან“ ერთად ინგლისელმა სპეციალისტმა მოიგო ასოციაციის თასი და ინგლისის სუპერთასი 1991 წელს. „ჩელსიში“ თამაშისას კი 1965-ში საფეხბურთო ლიგის თასის გათამაშებაში გაიმარჯვა. ვენეიბლზი ასევე ხელმძღვანელობდა ინგლისის ეროვნულ გუნდს (1994–1996) და...
მხიარული ტური
უცნაური და უხვგოლიანი გამოდგა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტური. ზოგმა საქმე უკვე მოგვარებულად ჩათვალა, ზოგი კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბძვის. ჩემპიონის ვინაობა წინა ტურში გაირკვა – „ბათუმს“ ვეღარავინ დაეწევა. ასევე „დინამოს“ მეორე ადგილს ვერავინ შეეცილება. მესამე საფეხურზე „ტორპედო“ დგას და ბოლო ტურში „ბათუმს“ სტუმრობს, თუ არ წააგებს მესამე, ანუ ევროადგილი გარანტირებული აქვს, რადგან თანაბარი ქულების შემთხვევაში უშუალო...
ფეხბურთის ფედერაციის ბოიკოტი… ფეხბურთს
„სარბიელის“ ტრადიციულ დაჯილდოებაზე (1993 წლიდან), რომელზეც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი დაჯილდოვდნენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არც ერთი ხელმძღვანელი არ მოვიდა. დაჯილდოებას ამით არაფერი დაჰკლებია. უბრალოდ უცნაურია ასეთი არყოფნა. სხვათა შორის, ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი „სარბიელის“ ჯილდოს ორ-ორგზის მფლობელები არიან. სხვა თუ არაფერი, დაჯილდოებაზე მოვიდნენ ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია, თემურ ქეცბაია,...
ნოიერი, ულრაიხი – 2025
მიუნხენის „ბაიერნმა“ შეთანხმებას მიაღწია მეკარეებთან – მანუელ ნოიერთან და სვენ ულარაიხთან და მათთან კონტრაქტები გაახანგრძლივა. ისინი მიუნხენურ კლუბში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩებიან. „მიხარია, რომ კიდევ ერთი წელი დავრჩები „ბაიერნში“. ტრავმის გამო დიდი დრო გამიცდა და ბედენიერი ვარ, ისევ ამ გუნდში ვთამაშობ. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივართან ერთად მომდევნო წლებში კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ, რაც 2025 წელს...
ლექსოს 150-ე და რასინგის ლიდერობა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ ლიგაში მე-8 ტური გაიმართა. მართალია, ტოპ 14-ის ამ უქმეებმა ქართველი მორაგბეების ინდივიდუალური გაბრწყინებების გარეშე ჩაიარა, მაგრამ სატურნირო თვალსაზრისით ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ბოლოდან დავიწყოთ: ტურის დასკვნით მატჩში დედაქალაქურმა „რასინგ-92“-მა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონსა და ევროპის საკლუბო ჩემპიონ „ლა როშელს“ უმასპინძლა და ბონუსით, 32:10 დაამარცხა, რამაც „რასინგი“ სატურნირო ცხრილის სათავეში მოაქცია. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში...









