NBA-ს ამ სეზონის აღმოჩენა, უდავოდ „ორლანდო მეჯიქია“. ჯადოქრობის რა გითხრათ, მაგრამ გოგა ბითაძის გუნდი ამ სეზონში საკმაოდ დამაჯერებლად ბურთაობს და ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო. ფლორიდელები აღმოსავლეთის კონფერენციაში „მილუოკისთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, რასაც სეზონის წინ ვერავინ იფიქრებდა. „ორლანდოს“ მსხვერპლი ამჯერად „შარლოტ ჰორნეტსი“ აღმოჩნდა – 130:117. საქართველოს ნაკრების ცენტრი „ორლანდოს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა სულ...
წელი: 2023
მეტოქეები პარიზის გზაზე
შვეიცარიაში გამართულმა წილისყრამ გაარკვია ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები. ჩვენი გუნდი ჯგუფის შეხვედრებს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, ჯგუფში ჩვენი ნაკრების მეტოქეები ლატვია და ფილიპინები იქნებიან. საქართველოს ჯგუფი: რიგა (ლატვია) A ჯგუფი: ლატვია, საქართველო, ფილიპინები. B ჯგუფი: ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი. სხვა ჯგუფი: ვალენსია (ესპანეთი) A ჯგუფი: ესპანეთი, ანგოლა, ლიბანი. B ჯგუფი: პოლონეთი, ფინეთი, ბაჰამის...
ხვიჩას დღე…
საქართველოს 2022-2023 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა!!! ალბათ ამაში ეჭვიც არავის ეპარებოდა და ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოკითხვის შედეგად საუკეთესოდ „ნაპოლის“ ქართველი შემტევი დაასახელეს. თუმცა, კვარამ ხმების 100 პროცენტი მაინც ვერ მიიღო – 98.8% დააგროვა. 85 გამოკითხული ჟურნალისტიდან ხვიჩას ხმა 84-მა მისცა. ეს ჯერჯერობით აბსოლუტური რეკორდია, რომელიც აქამდე (2002-2003 წლების სეზონში) კახი კალაძეს ეკუთნოდა –...
ბაზაძე მსოფლიოში საუკეთესოა
ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) კონგრესზე, ქართველ ხმლით მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე 2022/23 წლების საუკეთესო მოფარიკავედ დასახელდა და საპატიო პრიზი გადაეცა. სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ფარიკაობაში უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ამავე კონგრესის გადაწყდა, რომ, 2025 წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს.
გზა პარიზის ოლიმპიადამდე…
მომავალი წლის 2-7 ივლისს ოლიმპიადის საკალათბურთო საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს. ფიბა-მ მონაწილე გუნდები კალათებში გაანაწილა. „ჯვაროსნები“ მეოთხე კალათაში მოხვდნენ: I კალათა: სლოვენია, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი. II კალათა: იტალია, საბერძნეთი, პოლონეთი, ბრაზილია. III კალათა: პუერტო რიკო, მონტენეგრო, დომინიკის რესპუბლიკა, ფინეთი. IV კალათა: საქართველო, მექსიკა, ახალი ზელანდია. ლიბანი. V კალათა: კოტ დივუარი,...
ეგვიპტეში თბილისი გადაწყვიტეს
დღეს, 25 ნოემბერს, ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში ფარიკაობის საერთაშირო ფედერაციის (FIE) კონგრესი გაიმართა, სადაც საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს – 2025 წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი უმასპინძლებს. კონგრესზე აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 134-დან 120 დელეგატმა დაუჭირა.
ბათუმი – 2
„ბათუმი,“ როგორც მოსალოდნელი იყო, ვადამდე გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ეს ზღვისპირელების მეორე ტიტულია ბოლო სამ წელიწადში. ასევე ორჯერ ყოფილან საქართველოს ჩემპიონები „ვიტ ჯორჯია,“ „ზესტაფონი“ და „რუსთავი.’’ 4-ჯერ – „ტორპედო,“ თითოჯერ – „სამტრედია,“ „დილა,“ „სიონი“ და „საბურთალო“. ხოლო აბსოლუტური ლიდერი თბილისის „დინამოა“ – 19 ტიტული. „ბათუმმა“ „თელავს“ 3:0 მოუგო. თავი ირაკლი ბიძინაშვილმა, გიორგი ზარიამ და ცოტნე ფაცაციამ...
სანიოლი ბედნიერია…
ნიონში გამართული წილისყრის შედეგად ევრო 2024-ის ფინალური შეხვედრის მასპინძელი გამოვლინდა. საქართველოს ნაკრები 21 მარტს ლუქსემბურგთან წარმატების შემთხევავში, 26 მარტს ფინალური შეხვედრის მასპინძელი იქნება. წილისყრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა: ვილი სანიოლი „ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრის გათვალისწინებით, დიდი სხვაობაა საკუთარ მოედანზე და სტუმრად თამაშს შორის. ფინალზე ფიქრი ჯერჯერობით არ მსურს, რადგან ჯერ ნახევარფინალი გვაქვს...
ერთა ლიგის ფინალი თბილისში… ან ლუქსემბურგში
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის მარტში ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ფლეი ოფის ნახევარფინალს თბილისში რომ ჩაატარებდა, ეს იმთავითვე ცნობილი იყო. 21 მარტს ვილი სანიოლის გუნდი თბილისში ლუქსემბურგს უმასპინძლებს. რამდენიმე წუთის წინ კი გაირკვა, რომ 26 მარტის ფინალურ შეხვედრასაც საქართველო – ლუქსებბურგის წყვილის გამარჯვებული უმასპინძლებს. საბერძნეთსა და ყაზახეთის ნახევარფინალში გამარჯვებული ფინალს ან თბილისში ითამაშებს, ანაც… ლუქსემბურგში. ამას...
ნაპოლი მეოთხე ადგილზე გავა
„ნაპოლის” რთული დრო უდგას. გასული სეზონის ტრიუმფის შემდეგ გუნდი იშკილებიდან ჩამოვარდნილია. ახალი მწვრთნელის რუდი გარსიას თავგადასავალი რამდენიმეთვიანი გამოდგა. „ემპოლისთან” წაგების შემდეგ აურელიო დე ლაურენტისმა ფრანგი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ვალტერ მაცარი დანიშნა. გარსიას გათავისუფლებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, რომელთა შორის უმთავრესი სატურნირო ცხრილში დაკარგული პოზიცია გახლდათ. თორმეტი ტურის შემდეგ „აძური” ლიდერ „ინტერს” 10 ქულით ჩამორჩება....









