მაშინ როდესაც „ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ვალტერ მაცარი დებიუტისთვის, კერძოდ „ატალანტასთან” მატჩისთვის ემზადება, ხოლო სამედიცინო პერსონალი ყველა ღონეს ხმარობს რათა ვიქორ ოსიმენი და ანიგინიანი პიოტრ ჟელინსკი გამოაჯანმრთელის, „პარტინოპეელთა” ბანაკიდან უცნაური ცნობა მოვიდა: კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მენისკის ოპერაცია გაიკეთა. „ნაპოლის” ოფიციალურ განცხადებაში წერია: „პრეზიდენტმა რომში ვილა სტიუარტის კლინიკაში მარჯვენა მუხლზე მენისკის ოპერაცია გაიკეთა. დე ლაურენტისი...
წელი: 2023
…მხოლოდ ერთი მოგებით
ფიბა-ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში თსუ-მ იტალიურ „ვარეზეს“ უმასპინძლა და – 81:94 დამარცხდა. თსუ-ს შემადგენლობაში ორმაგი დუბლი შეასრულა სერბმა ლეგიონერმა, ნიკოლა ვუიოვიჩმა (10 ქულა, 13 მოხსნა), ყველაზე შედეგიანი რატი ანდრონიკაშვილი იყო, მან 20 ქულა, 3 მოხსნა და 8 პასი მოაგროვა, 18 ქულა შესძინა გუნდს კახა ჯინჭარაძემ, ხოლო ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე 12 ქულა და 5...
რეალი გავის გვერდით
მადრიდის „რეალის“ მცველმა, დანიელ კარვახალმა და მადრიდელთა თავდამსხმელმა ხოსელუმ სოციალურ ქსელებში „ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის, გავის მხარდასაჭერად ისაუბრეს, რომელიც ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში საქართველოს წინააღმდეგ (3:1) დაშავდა. ესპანელმა მუხლის ჯვარედინი იოგები, ასევე მენისკი დააზიანა და ტრავმის გამო შესაძლოა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები გამოტოვოს. „კონკურენტები და კოლეგები, მაგრამ პირველ ყოვლისა ადამიანები. უფრო...
მესი: დავინახეთ პოლიცია ხალხს როგორ სცემდა
არგენტინის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კომენტარი გააკეთა ბრაზილიისა და არგენტინის მატჩის წინ მომხდარ არეულობებზე, ასევე გუნდის გადაწყვეტილებაზე გასახდელში დაბრუნების შესახებ. „დავინახეთ, რომ პოლიცია ხალხს სცემდა. ჩვენი ოჯახები ტრიბუნებზე ისხდნენ. იგივე შემთხვევა მოხდა კოპა ლიბერტადორესის ფინალზეც. ფეხბურთელებს იმაზე მეტად აწუხებდათ, რაც ტრიბუნებზე ხდებოდა, ვიდრე თამაშის მსვლელობა. ჩვენ მაინც დავასრულეთ მატჩი, რომ სიტუაცია უფრო დამშვიდებულიყო“, –...
ბითაძის ხვავრიელი სტატისტიკა
„ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და ამ მოგების ერთ-ერთი შემოქმედი გოგა ბითაძე იყო. სამი გასვლითი მოგების შემდეგ „ჯადოქრები“ ფლორიდაში დაბრუნდნენ და „ტორონტო რეპტორსი“ 124:107 დაამარცხეს. როგორც ბოლო დროს მივეჩვიეთ, ბითაძე ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო და გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა. მართალია, ბითაძეს 5 ქულაზე მეტი არ ჩაუგდია, მაგრამ მისი სტატისტიკა მრავალფეროვანი და ხვავრიელი იყო. ქართველ...
რა ხდება ხვიჩას კონტრაქტთან დაკავშირებით?
„მან ახალი სეზონი შარშანდელივით ვერ დაიწყო, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე გადის, მეტოქის მცველებისთვის მთავარ ხიფათს მაინც ის წარმოადგენს”, — წერს calciomercato. „ნაპოლიმ” ეს კარგად იცის. გუნდის ახალი თავკაცი ვალტერ მაცარი შეეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს ქართველი გარემარბის ნიჭი გუნდის ასაღორძინებლად. კვარაცხელიას უნარების შესახებ კარგად მოეხსენება „აძურის” მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისსაც, რომელიც, როგორც წერენ, ფეხბურთელისთვის კონტრაქტის...
ყველაფერი ევრო 2024-ის წილისყრის შესახებ
დასრულდა ევრო 24-ის შესარჩევი შეჯიბრება. ფინალური ეტაპის მონაწილე 21 გუნდის ვინაობა ცნობილია. ფლეი-ოფით სამი გუნდიღა უნდა გაირკვეს. ფინალური შეჯიბრება 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში ჩატარდება. შეჯიბრების წილისყრა 2 დეკემბერს, საქართველოს დროით საღამოს 9 საათზე, ჰამბურგში გაიმართება. მონაწილეებს ოთხ ექვსგუნდიან კალათაში გაანაწილებენ. განთესვას საფუძვლად უდევს შესარჩევ შეჯიბრებაში ნაჩვენები შედეგები და არა ფიფას რეიტინგი, ოღონდ ითვლება მხოლოდ...
მამარდა რომ ბურთს იგერიებდა, მე ტანში მზარავდა
არ იღელვოთ. გადატვირთულ კალენდარზე ლაპარაკს არ ვაპირებ. არც იმაზე, უნდა დაესვენებინა თუ არა ლუის დე ფუენტეს გავი, რათა მას ტრავმა არ მიეღო. მედიაში გაუთავებლად ამ თემებზე მსჯელობენ. მიზეზი: სანაკრებო კვირაში „რეალის” და „ბარსელონას” ფეხბურთელები დაშავდნენ. „კადისის” ან „ოსასუნას” ფეხბურთელები რომ დაშავებულიყვნენ, ხოლო ვინის და გავის გოლები გაეტანათ, მსჯელობის საგანი სხვა იქნებოდა: რა ძლიერები არიან ეს...
ვალიადოლიდი – გულისხმიერი ხალხის ქალაქი
ვალიადოლიდი – ესპანეთის ამ ისტორიულ ქალაქში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელშეწყობით მოვხვდით და ესპანეთი-საქართველოს მატჩს დავესწარით. ქალაქი მე-11 საუკუნიდან იხსენიება და 1561 წლამდე ესპანეთის დედაქალაქიც იყო. პირველი უნივერსიტეტიც იქ გაიხსნა. თუმცა, წარსულით თავს არ შეგაწყენთ და უფრო უახლესზე გეტყვით. ვალიადოლიდი ესპანეთისთვის პატარა ქალაქია, საქართველოში კი, სიდიდით მეორე იქნებოდა. ქუჩაში რომ დადიხარ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ...
ხვიჩას კონტრაქტზე ისევ ალაპარაკდნენ
ხვიჩა კვარაცხელია სავარაუდოდ „ნაპოლისთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ეს ინფორმაცია ჯერ ფეხბურთელის აგენტისგან გავრცელდა, შემდეგ კი საფეხბურთო ბაზრის ექსპერტმა ნიკოლო სკირამ თავის გვერდზე დაადასტურა: „ხვიჩა კვარაცხელია სულ უფრო და უფრო უახლოვდება ახალ კონტრაქტს „ნაპოლისთან”, რომელიც 2018 წლამდე იქნება ძალაში. ფეხბურთელის გასამრჯელო იქნება წელიწადში 4 მილიონი ევრო. ხელშეკრულებაში თანამშრომლობის 2029 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობაც ჩაიწერება”, — დაწერა სკირამ.









