საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურში, თბილისში ლუქსემბურგს დაპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.
პირველი ტაიმში საქართველოს ნაკრები მეტოქეს ორი ბურთით ჩამორჩა და ამ დროს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე… განათება გამოირთო. უეფა-ს დელეგატთან კონსულტაციის შემდეგ შეხვედრა დაახლოებით ერთ საათში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 43-ე წუთიდან გაგრძელდა.
მეორე ტაიმში ქართველებმა ოთხი გოლის გატანა მოახერხეს და ერთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ხუთი ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ირის ანტმანის გუნდი 5 დეკემბერს, სტუმრად, თურქეთის ნაკრების წინააღდმეგ ჩაატარებს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
