„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, ნეაპოლის მეცნიერებათა მუზეუმში, „ინდუსტრია კამპანია ფელიქსის” დაჯილდოების ცერემონიალზე სატრანსფერო საკითხებზე ილაპარაკა.
„ოსიმენთან დაკავშირებით ჩვენ ყველაფერი მოავგვარეთ. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელზეც ზაფხულიდან ვმუშაობდით. კვარაცხელიას კი მოქმედი კონტრაქტის თანახმად ჯერ კიდევ ოთხი წელიწადი აქვს… თქვენ ყოველთვის დასტირით მიცვალებულს, რომელიც არ არსებობს”, — უთხრა ჟურნალისტებს „პარტენოეელთა” მეპატრონემ.
შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენის ხელშეკრულებას 2025 წლის ივნისში გასდის ვადა. ფეხბურთელი და მისი აგენტი ხელფასად წელიწადში 10 მილიონ ევროს ითხოვენ.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
