„ნაპოლის“ ყოფილმა მწვრთნელმა და იტალიის ნაკრების ამჟამინდელმა დამრიგებელმა, ლუჩანო სპალეტიმ მილანის „ინტერის“ ამჟამინდელ სათამაშო ფორმაზე ჟურნალისტებს საკუთარი მოსაზრება გაუზიარა. „ინტერს“ ვუყურებ და ისინი აბსოლიტურად დამსახურებულად დგანან პირველ ადგილზე ცხრილში. ნამდვილად ვხედავ ამ გუნდში ბევრ ძლიერ თვისებას, ეს არის მოწიფული გუნდი, რომლის მოთამაშეებს აქვთ შესანიშნავი ურთიერთგაგება. ისინი აჩვენებენ ფეხბურთს მოთამაშეების ფიზიკურ მახასიათებლებზე აქცენტით, მაგრამ ამავე დროს...
წელი: 2023
ნაპოლი დაბრუნდა!
„ნაპოლიმ” ბოლო ტურში შინ, „ინტერთან” მწარედ წააგო (0:3), მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ თქვა, რომ იმ დღეს ძველი გუნდი დაბრუნდა. მარცხმა „პარტენოპეელები” მეხუთე ადგილზე დააქვეითა. ისინი ლიდერს, ხსენებულ „ინტერს” 11 ქულით ჩამორჩნენ. იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ ამ წაგებით ვალტერ მაცარის გუნდი საჩემპიონო რბოლას ფაქტობრივად ჩამოშორდა. ბევრს წერენ იმაზე, რომ ზაფხულში...
ყველა ჟელინსკის გარდა
მილანში გაიმართა „გრან გალა დელ კალჩოს” მეთერთმეტე ცერემონიალი. დაჯილდოების ცერემიანზე 11 ტოპ კატეგორიიდან ხუთში „ნაპოლის” ფეხბურთელი იყო ნომინირებული: მცველთა შორის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, აწ უკვე გერმანიაში მოთამაშე კიმ მინ ჯაე, ნახევარდაცვაში სტანისლავ ლობოტკა და პიოტრ ჟელინსკი, ხოლო შეტევაში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი. საინტერესოა, რომ სერია B-ს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი მიიღო „ემპოლის” მეკარემ...
რატომ გაუშვეს ნეაპოლელმა ბავშვებმა დე ლაურენტისი ჯანდაბაში?
„ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი „გრან გალა დელ კალჩო 2023″-ში მონაწილეობდა, სადაც „აძური” წლის საუკეთესო კლუბად დაასახელეს და ჯილდო გადასცეს. დე ლაურენტისი სცენაზე ავიდა და საზოგადოებას ასე მიმართა: „ეს იყო დაუვიწყარი წელიწადი, რომელსაც ნეაპოლელები 33 წელიწადი ელოდნენ. ნეაპოლში არსებობს მხოლოდ ერთი მითი. ეს გახლავთ მითი მარადონას შესახებ. ჩვენ კი ამ ქალაქს ღიმილი დავუბრუნეთ და რაც...
ბედი მეტყვის, სად ვიქნები მომავალში…
„გრემიოს“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ჟურნალისტებს საკუთარ მომავალზე აზრი გაუზიარა. შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს 36 წლის ფეხბურთელს ბრაზილიურ კლუბთან კონტრაქტი ეწურება. „ტკივილს ვგრძნობ, ჩემი სხეული ჩემს მაგივრად ლაპარაკობს. მინდა სიამოვნება მივიღო და მერე თავად გადავწყვიტო როგორ მოვიქცე ხანგრძლივი კარიერის შემდეგ. დასვენება, ოჯახთან ერთად დროის გატარება მჭირდება… და მერე ბედი მეტყვის, სად ვიქნები მომავალში“, – ამბობს...
ნეაპოლელთა ნიშნები და შეფასებები
calciomercato-მ „ნაპოლისა” „ინტერის” შეხვედრის (0:3) შემდეგ ტრადიციულად შეაფასა ფეხბურთელები. გთავაზობთ პორტალის მოსაზრებებს: ალექს მერეტი 5,5: 39-ე წუთზე კარგად ითამაშა, როდესაც ლაუტაროს დარტყმული მოიგერია. ჩალჰანოღლუსა და ბარელას გოლების შემთხვევაში ვერაფერს გახდებოდა, ტურამის გოლის დროს კი კუადრადოს დაბალი პასი ვერ ჩაჭრა. ჯოვანი დი ლორენცო 6: ჩვეულებრივზე ნაკლებს უტევდა. შეხვდა მეტოქე, რომელსაც ფრთაზე თამაში ეხერხება, მაგრამ დაცვაში საკმაოდ...
მსაჯის ორი… ან ერთი შეცდომა
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” შინ „ინტერთან” 0:3 წააგო და სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში საჩემპიონო რბოლას ჩამოშორდა. „პარტენოპეელები” ლიდერს ახლა 11 ქულით ჩამორჩებიან. მატჩის დამთავრების შემდეგ „აძურის” სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუსომ ტელეკომპანია Dazn-ს მისცა ინტერვიუ, სადაც მსაჯის შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება. „ვალტერ მაცარიმ ამჯობინა არ ეთქვა ისეთი რამ, რასაც შეიძლებოდა პრობლემები გამოეწვია, მაგრამ ჩვენ ასეთ დამცირებას არ ვიმსახურებდით. მსაჯ...
ჰაჯი ლათინური სამყაროს ცენტრში, სადაც ფეხბურთის სული ბინადრობს
არასდროს აგხელიათ თვალი იმაზე, რაც იცოდით? მე ასეთი რაღაც მადრიდის ცენტრში, პლასა დელ სოლზე ანუ მზის მოედანზე დამემართა, საიდანაც სხივებივით გადის ქუჩები. რას ნიშნავს მადრიდისთვის ფეხბურთი და ფეხბურთისთვის მადრიდი ბავშვობიდან კარგად მომეხსენება. „რეალს“ ჩემპიონთა ლიგა, იგივე ჩემპიონთა თასი თოთხმეტჯერ რომ აქვს მოგებული ვიცი. დი სტეფანო, ხენტო, სანტილიანა, ბუტრაგენიო, რაული, ზიდანი და სხვა დიადნი ნებით თუ...
ბრუკლინში ჯადოქრობა არ ჭრის
ორლანდოელთა ჯადოქრობა შეწყდა. შეწყდა იქ, სადაც მანამდე ბოლოს წაეგო – ბრუკლინში. 14 ნოემბერს, „მეჯიქმა“ „ნეთსთან“ რომ წააგო, მას შემდეგ ზედიზედ ცხრა გამარჯვება მოიპოვა და ისევ ბრუკლინელებთან წააგო – 101:129. გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მხოლოდ 15.26 წუთი გაატარა. ბითაძემ ექვსიდან ერთი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრის მონაგარი ასეთია: 3 ქულა,...
დასრულდა, ოღონდ გასარკვევია…
35-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატიც ისტორიის კუთვნილება გახდა. ახლა ფლეი აუტის და ერთი ევროსაგზურის ამბები დარჩა გასარკვევი. ფლეი აუტში „თელავი“ – „სპაერს,“ „სამტრედია“ კი „გარეჯს“ დაუპირისპირდება. ჩემპიონი „ბათუმი“ გახდა და გაისად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ღირსებას სწორედ ის დაიცავს. „დინამო“ და „ტორპედო“ კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ. მესამე გუნდის ვინაობა კი ქვეყნის თასის ფინალის შემდეგ გაირკვევა. თუ...









