წელი: 2023

Home 2023
სიტის იმედი უბრუნდება
ჩანაწერი

სიტის იმედი უბრუნდება

ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის „მანჩესტერ სიტის“ განაცხადში მოხვდა. ამის შესახებ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. შეგახსენებთ, რომ სიტის ნახევარმცველს ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიმდინარე წლის აგვისტოდან არ უთამაშია. ის აგრძელებს ფეხის ტრავმის მოშუშებას. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ჯედაში (საუდის არაბეთი) 12-დან 22 დეკემბრამდე გაიმართება. „მანჩესტერ სიტი“, რომელმაც ტურნირზე მონაწილეობის უფლება...

ელიტრაუნდში მოქმედ ჩემპიონთან
ჩანაწერი

ელიტრაუნდში მოქმედ ჩემპიონთან

გაიმართა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის წილისყრა, რომელმაც საქართველოს ნაკრების (მწვრთნელი ვასილ მაისურაძე) მეტოქეები გამოავლინა. საქართველოს ნაკრები ჯგუფში მოქმედ ჩემპიონ იტალიასთან ერთად მოხვდა. მათ გარდა ქართველი 19-წლამდელების მეტოქეები ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებები იქნებიან. ელიტრაუნდის თამაშები 2024 წლის 18-26 მარტს გაიმართება, მატჩები მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ელიტრაუნდში 28 ნაკრები შვიდ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა, ფინალურ...

კედელი
ჩანაწერი

კედელი

ბრუკლინში მარცხის შემდეგ გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ამ დილით კლივლენდშიც წააგო – 111:121. ფლორიდელთათვის ეს ზედიზედ მეორე მარცხი იყო. „კლივლენდმა“ თავიდანვე მოიპოვა 17 ქულიანი უპირატესობა, რის შემდეგ მეტოქე ახლოს აღარ გაიკარა და დამაჯერებლად მოიგო. გოგა ისევ „ორლანდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 24.33 წუთი გაატარა. ამ დროში ჩვენებურმა 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და...

ისინი ნაპოლიშიც თამაშობდნენ და იუვენტუსშიც
ჩანაწერი

ისინი ნაპოლიშიც თამაშობდნენ და იუვენტუსშიც

პარასკევს, 8 დეკემბერს, „იუვენტუსი” „ნაპოლის” უმასპინძლებს. ეს იქნება სერია A-ს მე-15 ტურის მატჩი. „იუვე” 33 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „ნაპოლი” 24 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. საჩემპიონო ბრძოლისა და სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ის აგრეთვე საყურადღებოა იმით, რომ ნეაპოლელებს თავი „ბებერი ქალბატონის” ოდინდელ მოქიშპედ მიაჩნიათ და მათი შეხვედრები პრინციპულობით გამოირჩევა. calciomercato-მ დათვალა, რომ...

იტალიის თასზე კვარაცხელიას ნაპოლი კვერნაძის ფროზინონეს შეხვდა
ჩანაწერი

იტალიის თასზე კვარაცხელიას ნაპოლი კვერნაძის ფროზინონეს შეხვდა

გაიმართა იტალიის თასის წილისყრა, რომლის დროსაც გასული სეზონის დამსახურებების მიხედვით რვა გუნდი გამოარჩიეს და განთესეს. „ინტერს”, როგორც თასის მფლობელს, მიეცა ყველა შეხვედრის შინ ჩატარების უპირატესობა, ცხადია საპასუხო ნახევარფინალური მატჩის გარდა. იტალიაში ნახევარფინალები ორმატჩიანია და თუ „ნერაძური” ამ ეტაპზე გავა, ერთი თამაშის სტუმრად გამართვა მოუწევს. განთესილთა შორის იყვნენ ჩემპიონთა ლიგის მონაწილენი „ნაპოლი”, „ლაციო” და „მილანი”. შემდეგ...

დინამომ ყველა წააგო
ჩანაწერი

დინამომ ყველა წააგო

წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში თბილისის „დინამომ“ ჯგუფურ ეტაპზე მეექვსე მატჩი გამართა და მეექვსე მარცხი იწვნია. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა ამჯერად ხორვატულ „დუბროვნიკთან“ სტუმრად წააგო – 13:19. მატჩის ორი მეოთხედი თანაბრად დამთავრდა, ორიც კი, „დინამომ“ ჩააგდო. პირველი მეოთხედი უხვგოლიანი გამოდგა და 5:5 დასრულდა. შემდეგ ხორვატებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და ბოლო მეოთხედის წინ უკვე 6 ბურთის სხვაობთ იგებდნენ. აქ...

საბურთალო, თასი, კონფერენცია
ჩანაწერი

საბურთალო, თასი, კონფერენცია

საქართველოს თასი მესამედ მოიგო თბილისის „საბურთალომ“ – თასის ფინალში გიორგი მიქაძის გუნდმა საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ დაამარცხა 1:0 და საქართველოს თასთან ერთად, მომავალ წელს კონფერენციის ლიგის საგზურიც მოიპოვა. შეხვედრის ბედი არბიტრის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ირაკლი სიხარულიძის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მატჩის ბოლო წუთები დარამატული გამოდგა, ბათუმელები ერთ ეპიზოდში პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მატჩის შემდეგ კი ფეხბურთელებსა...

ლემპარდს შარლოტმა დაუძახა
ჩანაწერი

ლემპარდს შარლოტმა დაუძახა

„ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი, შემდეგ კი დამრიგებელი, ფრენკ ლემპარდი ამერიკული „შარლოტის“ მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. „შარლოტმა“ მოლაპარაკება გამართა 45 წლის სპეციალისტთან, ასევე „ასტონ ვილას“ ყოფილ მწვრთნელთან, დინ სმიტთან. კლუბი საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს ორ კვირაში მიიღებს. ამ სეზონში „შარლოტმა“ მეცხრე ადგილი დაიკავა MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში და  მიიღო შანსი ებრძოლა ფლეი ოფში ადგილისთვის უაილდ ქარდის რაუნდში, სადაც  „ნიუ-იორკ...

ინსინიე: ოსიმენს ვურჩევდი დაფიქრდეს
ჩანაწერი

ინსინიე: ოსიმენს ვურჩევდი დაფიქრდეს

„ნაპოლის” ყოფილი ვარსკვლავი ლორენცო ინსინიე ნეაპოლისადმი ნოსტალგიას ვერ მალავს. ის MLS-ში გატარებული მეორე ჩემპიონატის შემდეგ კამპანიის დედაქალაქში დაბრუნდა და SKY სპორტს ინტერვიუ მისცა: „მართალია მე და ჩემი ოჯახი ტორონტოში დიდებულად ვცხოვრობთ, მაგრამ ყველაფერი მენატრება რაც ნეაპოლთან არის დაკავშირებული. „მარადონაზე” დაბრუნება ძალიან ემოციური იყო. ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რასაც შემდეგ მივაღწიე — ვითამაშე „ნაპოლიში” და კაპიტნის...

კრიტიკა მერეტსაც მისწვდა
ჩანაწერი

კრიტიკა მერეტსაც მისწვდა

„ნაპოლიმ” სეზონი ცუდად დაიწყო. ჩემპიონატის დაწყებიდან 14 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონი ოთხეულშიც კი არ არის, რაც საყოველთაო აზრით სუსტი დაცვის ბრალია. გუნდმა ძალიან ბევრი გოლი გაუშვა: 17 მარტო სერია A-ში, რაც იტალიის უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის მეათე მაჩვენებელია. გაშვებული გოლებში ადანაშაულებენ მეკარე ალექს მერეტსაც, რომელმაც გასულ სეზონში ბევრჯერ იხსნა „აძურის” კარი, მიმდინარეში კი ისე ვეღარ...